ფილ ჰელმუტმა ანტონიო ესფანდიარის მე-3 ჰედს-აპი მოუგო

ოთხშაბათს, სატელევიზიო გადაცემა High Stakes Duel-ში, ანტონიო ესფანდიარი და ფილ ჰელმუტი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამჯერად, მათ შორის მე-3 რაუნდი გაიმართა, რომლისთვისაც თითოეულმა მოთამაშემ $200.000 დოლარი გადაიხადა. 

High Stakes Duel-ში ფილ ჰელმუტმა მეტოქე 2-ჯერ უკვე დაამარცხა. პირველი მატჩის ღირებულება $50.000 დოლარი იყო. მე-2 შეხვედრისთვის, ფსონები გაიზარდა და ამჯერად მეტოქეებს $100.000 დოლარი დადეს. მე-2 მატჩის მოგების შემდეგ კი, თამაშის გაგრძელების შესაძლებლობა წყვილს მხოლოდ $200.000 დოლარიან ჰედს-აპზე ჰქონდა. 

კაზინო Aria-ში, Poker Go-ის მიერ მოწყობილ სპეციალურ სტუდიაში, ესფანდიარი და ჰელმუტი, სამედიცინო ნიღბებით, ერთმანეთის წინ მესამედ დასხდნენ. WSOP-ის რეკორდსმენის $700.000 დოლარიან აფსვინგს თუ დავითვლით, ვნახავთ, რომ ჰეთთრიქის შემდეგ, ჰელმუტმა, საერთო ჯამში, მისი ისტორიული 'მტრისგან' $350.000 დოლარი მოიგო. როგორც Poker Brat ამბობს, მე-3 მატჩის მოგების შემდეგ, ის თამაშის გაგრძელებას არ აპირებს. თუ წყვილი კვლავ გადაწყვეტს ერთმანეთთან ბრძოლას, თამაში ისევ $50.000 დოლარით დაიწყება. 

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გარკვეულ ეტაპზე, მნიშვნელოვან ჩიპლიდს ანტონიო ესფანდიარი ფლობდა. მისი ლიდერობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც დიდ დარიგებაში, ფილ ჰელმუტმა სთრეით ფლეშ დრო დაყარა და მოწინააღმდეგეს დიდი რაოდენობით ჩიპები დაუთმო. 

რუმები

ქართული უცხოური