ჰელმუტმა და მატუსოუმ ფსონი ნეგრანუზე გააკეთეს
დაგ პოლკი და დენიელ ნეგრანუ ორთაბრძოლისთვის ემზადებიან. როგორც ცნობილი ხდება, თითოეულმა მოთამაშემ, მატჩის მასპინძელ WSOP.com-ზე, $1.000.000 დოლარიანი დეპოზიტი გააკეთა. ისინი ერთმანეთს $200/$400 ჰედს-აპზე შეხვდებიან.
"ყველა ჩემს ვინრეითზე მეკითხება, ნეგრანუსთან დაპირისპირებაში, - ყვება დაგ პოლკი, - სიმართლე გითხრათ, მე წარმოდგენა არ მაქვს რა ვუპასუხო. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. თუ ნეგრანუ არ ფლობს შესაბამის სტრატეგიებს, მისი დანაკლისი 15-20/100BB იქნება. თუ ის გარკვეულ დროს დაუთმობს პოკერის მათემატიკას, მაშინ ის 10/100BB-ზე ჩამოვა, მაგრამ თუ ნეგრანუ მართლა ფორმაში იქნება, 0-5/100BB-ს უნდა ველოდოთ. რა თქმა უნდა, თუ ის მსოფლიო დონის მოთამაშედ იქცევა, მაშინ მისგან +EV თამაში უნდა ვნახოთ."
როგორც პოლკი ამბობს, ის ჰოლდემის 'საკმაოდ კარგი მოთამაშეა'. ასეთი მოკრძალებული აზრისგან განსხვავებით, დაგ პოლკი მსოფლიოში საუკეთესო ულიმიტო ჰოლდემის ჰედს-აპ მოთამაშედაა აღიარებული. ამაზე მეტყველებს მისი და ნეგრანუს მოგების შანსები, რომელიც სხვა მოთამაშეებისთვის მიმზიდველ შესაძლებლობად იქცა.
ფილ ჰელმუტმა და მაიკ მატუსოუმ არჩევანი სწორედ დენიელ ნეგრანუზე შეაჩერეს. "მე $25.000 დოლარი დენიელ ნეგრანუს მოგებაზე დავდე, - წერს ჰელმუტი, - პოლკი ნამდვილი ცხოველია, მაგრამ ფსონის 4-1 შეფარდება მაიძულებს, რომ არჩევანი სწორედ მის მეტოქეზე შევაჩერო."
მაიკ მატუსოუს განცხადებით, მისი $20.000 დოლარიანი ბანკროლიდან, $10.000 დოლარი სწორედ ნეგრანუს მოგებაზე დადო. "მთლიან ფულს მასზე დავდებდი, მაგრამ $6.000 დოლარი გადასახადებში უნდა დავხარჯო. $5.000 დოლარი კი ტრამპის გამარჯვებაზ დავდე, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში..." ერთ დროს მილიონერი მაიკ მატუსოუ, რომელიც უდიდეს ლიმიტებზე თამაშობდა, დღეს, ფაქტიურად, გაკოტრებულია. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა ის ნეგრანუს დახმარებით გარკვეული ფულის ამოღებას?