ჯონათან დუჰამელი კანადას $1.8 მილიონს ედავება

როგორც წესი, წარმატებული მოთამაშეები ამტკიცებენ, რომ პოკერში მათი ცოდნისა და უნარების გამოყენებით მოიგეს და არა იღბლის ხარჯზე. ჯონათან დუჰამელი აშკარად საწინააღმდეგო ბანაკშია. სიმართლე ითქვას, სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რეალურად ასე ფიქრობს თუ არა 2010 წლის WSOP-ის ჩემპიონი. საქმე იმაშია, რომ მსგავსი მიდგომა პრაქტიკულია... კანადაში. 

კანადის შემოსავლების სამსახური ჯონათან დუჰამელს $900.000 დოლარს ედავება. ამას კვებეკის ოლქის გადასახადებიც თუ დაემატება, მოთამაშის ვალდებულება $1.8 მილიონ დოლარს შეადგენს (დაახლოებით 2.4 კანადური დოლარი). როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, დუჰამელს არანაირი სხვა სახის შემოსავალი არ გააჩნია, ის მთლიანად თამაშზეა დამოკიდებული და კვირაში 40 საათზე მეტს უთმობს ე.წ. 'გასართობს', რაც ნიშნავს, რომ ჯონათან დუჰამელის სათამაშო კარიერა რეალური სამსახურია და არა გართობა. 

საქმე იმაშია, რომ კანადის კანონმდებლობით, იღბლის შედეგად ან ე.წ. იღბლის თამაშებში მოგებული თანხა არ იბეგრება. ჯონათან დუჰამელი კი იმდენად "იღბლიანი" აღმოჩნდა, რომ 2010 წელს $8.9 მილიონი დოლარი მოიგო, ხოლო შემდგომ წლებში კიდევ დამატებით $10.000.000 დოლარის დაგროვება შეძლო. $19 მილიონი დოლარით, დუჰამელი მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების სიაში 33-ე ადგილს იკავებს. 

გარდა იმისა, რომ ის 'იღბლიანობის' გამო გადასახადის გადახდაზე უარს ამბობს, დუჰამელი ამტკიცებს, რომ PokerStars-თან მისი კონტრაქტი და მისი, როგორც პროფესიონალ მოთამაშედ მოხსენიება, მხოლოდ მარკეტინგული სვლა იყო და ამას არაფერი ჰქონდა მის საქმიანობასთან. 

რუმები

ქართული უცხოური