მიკიტა ბადიაკოვსკი EPT High Roller-ს იგებს

16 წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, European Poker Tour-მაა ლაივ კაზინო დატოვა და ონლაინ სივრცეში გადავიდა. პანდემიის გამო, ევროპული პოკერის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი იძულებული გახდა, შეკრების სივრცე შეეცვალა და მოთამაშეებისთვის მონიტორებთან ემასპინძლა. 

სერიის ფარგლებში, 8-მაქს ჰაი როლერი გაიმართა, რომლის ბაი-ინიც $10.000 დოლარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ტურნირისთვის $10.000 დოლარი საკმაოდ დიდი ფასია, მისი გადახდა 109 მოთამაშემ გადაწყვიტა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, $1.090.000 დოლარიანი საპრიზო ფონდი 13 მოთამაშეზე ნაწილდებოდა. 

დევიდ პიტერსი ყველაზე უიღბლო მოთამაშე აღმოჩნდა, რადგან სწორედ ის გამოეთიშა ტურნირს მე-14 პოზიციიდან. ფულში შესვლის მიუხედავად, ფინალურ მაგიდამდე ვერც ფედორ ჰოლცმა მიაღწია. 11-ე ადგილისთვის, მან $27.628 დოლარი მიიღო. 

ფინალური ჰედს-აპიც, ტურნირის მსგავსად, საკმაოდ ევროპული აღმოჩნდა: ერთმანეთს ბელარუსი მიკიტა ბადიაკოვსკი და ავსტრიელი მატიას აიბინგერი დაუპირისპირდნენ. წყვილმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: მათ 1-ლი და მე-2 ადგილების საპრიზო ფონდი თანაბრად გაიყვეს, ხოლო ტურნრის გამარჯვებული 3 ფლიპით გამოავლინეს. ბრმად გაკეთებული მე-3 ოლ ინის შემდეგ, აიბინგერის 92 ბადიაკოვსკის 74-თან A43KQ ბორდზე დამარცხდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ $222.453 დოლარიანი საპრიზო ანაზღაურება და EPT-ის ტიტული ბელარუსის საკუთრება გახდა. 

რუმები

ქართული უცხოური