2020 წლის WSOP Main Event დეკემბერში გაიმართება
2020 წელი ყველასთვის მძიმე აღმოჩნდა. WSOP-ის ორგანიზატორებს განსაკუთრებული პრობლემები ჯერ კიდევ ზაფხულში შეექმნათ, როცა საზაფხულო სერიების ტრადიციული განრიგით ჩატარება პანდემიის ფონზე შეუძლებელი გახდა. მსოფლიო სერიების ადმინისტრაციამ კაზინოს დატოვება და პოკერის ფესტივალის ონლაინ სივრცეში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოთამაშეებიც და ინდუსტრიის ექსპერტებიც გაგებით შეხვდნენ.
ამჯერად, WSOP-ის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო და მეინ ივენთი დეკემბერში დააანონსა. $10.000 დოლარიანი ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში - ლაივ და ონლაინ სივრცეში გაიმართება. რაც მთავარია, ფინალურ მაგიდას კვლავ Rio უმასპინძლებს და ტურნირის მონაწილეები თამაშს კაზინოში გააგრძელებენ.
როგორც WSOP-ის აღმასრულებელი დირექტორი, თაი სტუარტი ამბობს, პოკერის ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია და იმისთვის, რომ წელი არ ჩავარდეს, 2020 წელსაც მსოფლიო ჩემპიონის გამოვლენაა საჭირო.
საქმე იმაშია, რომ ზაფხულში გამართულ ონლაინ WSOP-ის ფესტივალზე, მეინ ივენთი უკვე ჩატარდა. მისი გამარჯვებული ბულგარელი მოთამაშე, სტოიან მანდაჟიევი გახდა, რომელმაც $3.9 მილიონი დოლარი მოიგო. მან 5801 მოთამაშეს შორის გაიმარჯვა, რაც ნამდვილად მეინ ივენთისთვის დამახასიათებელი შედეგია. "თუ მე WSOP-ის მეინ ივენთი მოვიგე და მსოფლიო პოკერირს 51-ე ჩემპიონი ვარ, ვინ გამოდის დეკემბერში გამარჯვებული? 51.1? 51 2.0? 51 ალფა?" - წერს მანდაჟიევი ტვიტერზე.