2020 WSOP Main Event-ზე ფინალური 9 მონაწილე დარჩა
2020 წლის WSOP Main Event, პოკერის ისტორიაში, ერთ-ერთ სკანდალურ და კონტროვერსიულ მეინ ივენთად დარჩება. გარდა იმისა, რომ წელს ის მეორედ იმართება, მისი ფინალური მაგიდის შექმნას სულ რაღაც 10 საათი დასჭირდა. ტრადიციულად კი, WSOP-ის მთავარი ღონისძიება რამდენიმე დღის განმავლობაში იმართება.
საქმე იმაშია, რომ როგორც წესი, მეინ ივენთზე ათასობით მოთამაშე რეგისტრირდება, რომელთა გამორიცხვას დღეები ესაჭიროება. ამჯერად, $10.000 დოლარიან ღონისძიებაზე მხოლოდ 674 მოთამაშე დარეგისტრირდა, რაც ტურნირის ჰიბრიდული სტრუქტურით უნდა იყოს გამოწვეული: ღონისძიების ნაწილი ონლაინ სივრცეში ჩატარდა, ხოლო ფინალური მაგიდა ჩეხეთში, როზვადოვში მდებარე King's Casino-ში გაიმართება. სავარაუდოდ, შეზღუდული გადაადგილებისა და შემცირებული ფრენების გამო, მოთამაშეთა უმრავლესობამ საკამათო მეინ ივენთზე უარი თქვა.
ფინალური მაგიდა 15 დეკემბერს გაიმართება და მისი მასპინძელი ლეონ ცუკერნიკის King's Casino იქნება. გასაკვირი არაა, რომ მოთამაშეების უმეტესობა, ევროპის ქვეყნებიდან იყვნენ. ჩეხეთში მოგზაურობა ადგილობრივი ფრენებით ბევრად კომფორტულია, ვიდრე ოკეანის გადალახვა. რაც მთავარია, $6.470.000 დოლარიანი საპრიზო ფონდი სწორედ ფინალურ 9 მოთამაშეს შორის განაწილდება. პირველ ადგილზე გასულ მოთამაშეს შანსი ექნება WSOP-ისა და GGPoker-ის მიერ შეთავაზებული $1.000.000 დოლარი მოიგოს, თუ ის ნევადაში გამართული WSOP-ის შემდეგი ტურნირის გამარჯვებულს დაამარცხებს.