შემოსავლების დამალვის გამო ამერიკელ მოთამაშეს პატიმრობა ემუქრება

კონექტიკუტის შტატის მკვიდრს, გაი სმიტს პატიმრობა ემუქრება. მას შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახური მოგების დამალვაში სდებს ბრალს, რის გამოც 30 თვეს გისოსებს მიღმა გაატარებს. 

2012-2016 წლებში, ამერიკაში და კარიბის კუნძულებზე ნათამაშებ ტურნირებში, გაი სმიტმა მილიონ დოლარზე მეტის დაგროვება შეძლო. პროკურატურის მტკიცებით, სმიტს სახელმწიფოსთვის მოგებების შესახებ არასდროს უცნობებია. რაც კიდევ უფრო ამძიმეს მის მდგომარეობას, $482.000 დოლარიანი შემოსავლის დამალვაა, რომელიც პირდაპირ მისი ბიზნესიდან მოდის. 

საერთო ჯამში, მისმა შემოსავალმა $1.5 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ხოლო საშემოსავლო გადასახადების, ჯარიმებისა და დაგროვილი საპროცენტო განაკვეთის გამო, სახელმწიფო მას $820.000 დოლარს ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, გაი სმიტმა სრულად უგულებელყო შეერთებული შტატების საშემოსავლო სამსახურის მოთხოვნა, შემოსავლის დეკლარაციის თაობაზე. გაი სმიტს 30 თვიანი პატიმრობა ემუქრება, მაგრამ რამდენადაც მსგავსი კანონდარღვევა მის ისტორიაში პირველია, შესაძლოა, სასამართლომ მას სასჯელი შეუმსუბუქოს. 

ლაივ ტურნირების გარდა, გაი სმიტის $240.000 დოლარის მოგება ონლაინ ტურნირებზე მოდის. საქმე იმაშია, რომ ინტერნეტში გამართული ტურნირები საშემოსავლო სამსახურის მიერ ადვილად კონტროლდება. სხვა შემთხვევებში კი, სმიტი დაბალბიუჯეტიან ლაივ ტურნირებში ღებულობდა მონაწილეობას, რომლის თრექინგიც სახელმწიფო სამსახურებს ან უჭირთ, ან ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. მიუხედავად სახელმწიფოს ნაკლები ჩართულობისა, კაზინო საკუთარი ტურნირების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მუდმივად ინახავს. 

რუმები

ქართული უცხოური