Nanonoko პოკერ-რუმის უსაფრთხოების გუნდში იმუშავებს

American Card Room-მა ლეგენდარული ონლაინ გრაინდერი, რენდი Nanonoko ლიუ დაიქირავა, რათა თაღლითებისა და ბოტების წინააღმდეგ კიდევ უფრო აქტიურად იბრძოლოს. 

ACR-მა საკუთარ თავს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და პოკერ-რუმის უსაფრთხოების გუნდს ისეთი აქტივი შესძინა, რომელზეც ყველა ოცნებობს. ონლაინ კაზინოს ოფიციალური განმარტებით, Nanonoko უსაფრთხოების სამსახურის კონსტულტანტი იქნება, რომელიც თაღლითური სქემების, მულტიექაუნთინგის და კომპიუტერული პროგრამების გამოყენების გამოაშკარავებას ეცდება. გარდა ამისა, როცა უსაფრთხოების სამსახური რომელიმე საეჭვო შემთხვევის გამოძიებაში ჩაერთვება, რენდი ლიუს მოვალეობა დარიგებების ისტორიის გაანალიზება იქნება. 

22 იანვრიდან ACR დიდ ონლაინ ტურნირს ატარებს, რომელიც უამრავ მოთამაშეს მოიზიდავს. Nanonoko ტურნირში ჩართული არ იქნება, მაგრამ გამუდმებით დააკვირდება მოვლენებს. მიუხედავად მსგავსი აკრძალვებისა, რენდი ლიუმ კარიერაში საკმარისზე მეტი დარიგება ითამაშა. მან 4-ჯერ მოიპოვა SuperNova  Elite-ის სტატუსი. ის რეგულარულად თამაშობდა ერთდროულად 24 მაგიდაზე. მისი ონლაინ პოკერის კარიერა $4 მილიონ დოლარზე მეტ მოგებას ითვლის. 

 

რუმები

ქართული უცხოური