დარენ ელიასმა 2021-ის პირველი დიდი ტურნირი მოიგო

დარენ ელიასმა 2021 წელი ხმაურიანად დაიწყო. კანადელმა მოთამაშემ GGPoker-ის $10.300-იანი ონლაინ ტურნირი მოიგო, $448.842 დოლარით პირველი ადგილისთვის. გარდა იმისა, რომ მან თითქმის ნახევარმილიონიანი ანაზღაურება მიიღო, თავად ტურნირზე გამარჯვება იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას. 

ელიასის ტრიუმფალურ მსვლელობას იმ გარემოებამ მისცა შთამბეჭდავი ელფერი, რომ ფინალური მაგიდა საკმაოდ გადატვირთული აღმოჩნდა ცნობილი სახელებით. პირველ რიგში, მაგიდაზე სეთ დევისი მოხვდა. მან თამაში ჩიპების რაოდენობით მე-6 ადგილიდან დაიწყო, მაგრამ ის პირველი სუპერვარსკვლავი იყო, ვინც მალევე აღმოჩნდა თამაშს მიღმა. 66-ით ის ალექს პონაკოვის 1010-თან დამარცხდა. რამდენიმე დარიგების შემდეგ, მაგიდა ბერთ სტივენსმა დატოვა, რომელიც თამაშიდან რუი ფერეირამ გამოთიშა. სამწუხაროდ, ამ ორი მნიშვნელოვანი დარიგების მოგების შემდეგ, ფერეირა ბანკს ბანკზე აგებდა, რამაც საბოლოოდ მისი მე-5 პოზიციიდან გამოთიშვა გამოიწვია. 

ფინალური მაგიდის პირველ შესვენებამდე, თამაშს ადრიან მატეოსიც ჩამოსცილდა. კვლავაც, მისი ბედი რუი ფერეირამ გადაწყვიტა, რომელმაც ესპანელის 1010 მაღალი წყვილით დაამარცხა. ფინალური ჰედს-აპი დარენ ელიასსა და მის თანამემამულე ნიკლას ასტედს შორის გაიმართა. ასტედი ჩიპების თითქმის ორმაგ ოდენობას ფლობდა, მაგრამ ნელ-ნელა მისი სტეკი შემცირდა და საბოლოოდ თამაში QQ-ით წააგო. ელიასის გამარჯვებით კმაყოფილი დარჩა იტალიელი გრაინდერი, მაქს პესკატორიც. საქმე იმაშია, რომ მას ელიასის მოგებაზე $511 დოლარი ედო, რაც რამდენიმე ათასი დოლარის პლუსში აისახა.  

რუმები

ქართული უცხოური