მარტინ ჯეიკობსონმა ონლაინ ტრენინგ კურსი გააკეთა

პოკერის მოთამაშეების საგანმანათლებლო მისიებში ჩართულობა ხშირი მოვლენაა. ამ მხრივ, განსაკუთრებით, WSOP Main Event-ის გამარჯვებულები გამოირჩევიან. დოილ ბრანონს, გრეგ რეიმერს, ფილ ჰელმუტს, დენ ჰარინგტონს - ოქროს სამაჯურების გარდა, პოკერზე დაწერილი წიგნები აერთიანებთ. ბრანსონისა და ჰარინგტონის სახელმძღვანელოებმა პოკერის არაერთი თაობა გამოზარდეს. 

ამჯერად, პოკერის საგანმანათლებლო სფეროში 2014 წლის WSOP Main Event-ის ჩემპიონი, მარტინ ჯეიკობსონი ჩაერთო, ფარიდ ჯეტინთან ერთად. წყვილის მიზანია, მოყვარულ და პროფესიონალ მოთამაშეებს სატურნირო პოკერის ახლებური ხედვა და ტაქტიკა შესთავაზონ, რისთვისაც არა წიგნის გამოცემა, არამედ ონლაინ კურსის შექმნა აირჩიეს. 

ჯეიკობსონსაც და ჯეტინსაც პოკერის სამყაროში ათ წელზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. მათი მოსწავლეები როგორც საშუალო სტეიკებზე, ისე უმაღლეს ლიმიტებზე თამაშობენ. ჯეიკობსონის კარიერა $17.000.000 დოლარზე მეტს ითვლის, საიდაცნ $10.000.000 სწორედ 2014 წლის მეინ ივენთზე მოდის. როგორც ის ამბობს, პანდემიამ და ლაივ თამაშების მოულოდნელმა გაქრობამ გარკვეული კრიზისი გამოიწვია, რის გამოსასწორებლადაც ფართომასშტაბიანი ონლაინ კურსი შექმნა. 

ჯეიკობსონის განმარტებით, კურსი არა ინდივიდუალური, არამედ რამდენიმე მოთამაშეზე კონცენტრირებული იქნება: "პოკერი სოციალური თამაშია, სადაც ურთიერთობა და კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, რომ მე და ფარიდმა, რამდენიმე სტუდენტთან ერთად, დეტალურად განვიხილოთ კონკრეტული მიდგომა, კონცეფცია ან სტრატეგია."

 

რუმები

ქართული უცხოური