ონლაინ WSOP-ზე კრის მორმანმა საკუთარი მეუღლე, ქეითი ლინდსი დაამარცხა

კრის მორმანი ონლაინ პოკერის დიდი სახელია. გარდა იმისა, რომ ინტერნეტ სივრცეში ის ერთ-ერთ ყველაზე არასასურველ მეტოქედ ითვლება, მას ლაივ კარიერაშიც შთამბეჭდავი მიღწევები აქვს, რომლებსაც 2017 წელს მოგებული WSOP-ის ოქროს სამაჯური აგვირგვინებს, $498.682 დოლარიანი ჯილდოთი პირველი ადგილისთვის. 

მიმდინარე კვირაში კი მორმანი საკმაოდ არასტანდარტულ სიტუაციაში აღმოჩნდა. WSOP Circuit January Super Series-ის ფინალურ ჰედს-აპში, ის საკუთარი მეუღლის, ქეითი ლინდსის წინააღმდეგ აღმოჩნდა. წყვილმა ჰედს-აპამდე მიღწევა 200 მოთამაშეს შორის მოახერხა, საიდანაც დამატებით 202 რე-ბაი გაკეთდა. 402 ენტრანტის დამარცხება და ოჯახური პირველი ადგილი კი ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია. 

"ჩემი პირველი ოქროს ბეჭედი ყველაზე უცნაური ემოციით დამამახსოვრდება, - ყვება მორმანი, - ბოლო წლებში, ქეითი ყოველთვის მიყვებოდა, როგორ ოცნებობდა ოქროს ბეჭდის მოგებაზე. ჩემთვის კი ყველაფერი სხვანაირად იყო: ოქროს სამაჯურის დაუფლების შემდეგ, ოქროს ბეჭდის მოგება არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი. მასთან თამაში ძალიან გამიჭირდა, რადგან ვიცოდი, როგორ ოცნებობდა ამ გამარჯვებაზე. ჰედს-აპი ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან შინაგანად გავტყდი. საუკეთესო თამაში არ მიჩვენებია და აშკარა იყო, რომ მისი დამარცხება იღბლის ხარჯზე მოვახერხე. ვეცადე, რეალურად დავპირისპირებოდი, რადგან თუ ქეითი გამარჯვებას შეძლებდა, ეს დამსახურებული მოგება უნდა ყოფილიყო და არა თამაშის დათმობა." 

"მე და კრისი ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვეთამაშებით, - ყვება ქეითი ლინდსი, - ორივე სახლში ვიყავით, მაგრამ სხვადასხვა ოთახიდან ვთამაშობდით. სასაცილო იყო, დიდი დარიგებების შემდეგ, როგორ ვუყვიროდით ერთმანეთს. ძალიან გავერთე." რა თქმა უნდა, დაპირისპირების საგანი ტიტული იყო, რომელიც არცერთ მათგანს არ ჰქონდა მოგებული. როგორც წესი, კრის მორმანის რეზიუმე გაცილებით დიდ ანაზღაურებებს ითვლის. ამჯერად, მან $19.505 დოლარი მოიგო, ხოლო მისმა მეუღლემ - $14.443 დოლარი. 

რუმები

ქართული უცხოური