7 თებერვალი - ბლეფის საერთაშორისო დღე

გილოცავთ! დღეს ბლეფის საერთაშორისო დღეა, რომელიც PokerStars-მა დააწესა. 7 თებერვალი სპეციალურად შეირჩა პოკერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კონცეფტის აღსანიშნად: თებერვალი წლის მე-2 თვეა, ხოლო თარიღთან ერთად ის 72-ს - ტეხასური ჰოლდემის ყველაზე ცუდ შესაძლო საწყის ხელს ქმნის. 

თუ ნებისმიერი ჭკუათმყოფელი მოთამაშე 72-ს მომენტალურად მოიშორებდა, დიდ სატელევიზიო ქეშ-გეიმებზე 72 ბლეფის წინაპირობად იქცა. როგორც წესი, მოთამაშეები წინასწარ თანხმდებიან, რომ 72-ით გაკეთებულ ბლეფს მაგიდის ყველა მონაწილე დამატებით თანხას გადაუხდის. ერთ-ერთი პირველი ასეთი შემთხვევა ადრეული 2000-იანების სატელევიზიო შოუ High Stakes Poker-ში მოხდა, როცა ფილ ჰელმუტმა 72-ით მაიკ მატუსოუს KK დაამარცხა. მაშინ ჰელმუტმა $89.100 დოლარიანი ბანკი მოიგო. მას შემდეგ, 72 განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და არამხოლოდ ჰოლდემის ყველაზე ცუდ ხელთან, არამედ ბლეფთანაც ასოცირდება. 

PokerStars-ის მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში, ნახავთ 5 სხვადასხვა დარიგებას, რომლებიც ისეთი მოთამაშეების ბლეფებს აღწერენ, როგორებიც დენიელ ნეგრანუ, ილარი Ziigmund საჰამისი და ლუდოვიკ გეილიჰი არიან. 

თეგები
პოკერი ბლეფი

რუმები

ქართული უცხოური