ფილ ჰელმუტმა კიდევ ერთი ჰედს-აპ გამოწვევა მიიღო - ამჯერად, ტონი ჯისგან

პანდემიის პირობებში, როცა საერთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვების გამო, პოკერის ტურნირებიც გაურკვეველი ვადით გადაიდო, პოკერის სამყარო ჰედს-აპის ისტერიამ მოიცვა. ჯერ ფილ გალფონდმა გამართა ვრცელი სესიები თანამედროვე პოკერის დიდ სახელებთან; შემდგომ ერთმანეთს ესფანდიარი და ჰელმუტი დაუპირისპირდნენ; ამას მოჰყვა გახმაურებული მატჩი დაგ პოლკსა და დენიელ ნეგრანუს შორის, რომელიც პოლკის $1.2 მილიონიანი გამარჯვებით დასრულდა.

გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ ფილ ჰელმუტმა დენიელ ნეგრანუს ჰედს-აპ მატჩი შესთავაზა. შესაძლოა, პოკერის სამყარომ კიდევ ერთი დიდი დაპირისპირება იხილოს: ამჯერად, ტონი ჯისა და ფილ ჰელმუტს შორის. რა თქმა უნდა, ჰელმუტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა პოკერის მოყვარულებისთვის ნამდვილ სანახაობად იქცევა. და რა თქმა უნდა, ჰელმუტს ყველასთან პრობლემა აქვს. 

ფილ ჰელმუტი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და გამორჩეული მოთამაშეა, რომელიც თავისი 'აფეთქებებითაა' ცნობილი. ტომ დუანი ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, რომ ჰელმუტი მაგიდასთან და მაგიდის მიღმა ორი სხვადასხვა ადამიანია. იგივეს ამბობს ანტონიო ესფანდიარიც. ანტანას გუოგა, იგივე - ტონი ჯი ჰელმუტის დიდი ხნის მეგობარია, მაგრამ სათამაშო მაგიდასთან მის ყველაზე დიდ კოშმარად იქცევა ხოლმე. როგორც ჩანს, Poker Brat-ის 'წვალებით' ყველა ერთობა. 

რამდენიმე დღის წინ კი, ტონი ჯიმ ჰელმუტთან მატჩი დააანონსა: "როცა ფრენები აღდგება, ფილ ჰელმუტს საცეკვაოდ გამოიწვევ." უცნობია, დათანხმდება თუ არა მის გამოწვევას WSOP-ის 15 ოქროს სამაჯურის მფლობელი და თუ დათანხმდება - რა ლიმიტზე გაიმართება თამაში? ტონი ჯის კი ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: თამაში ტელევიზიით უნდა გადაიცეს ყველა კონტინენტზე და ის აუცილებლად საქველმოქმედო მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. 

რუმები

ქართული უცხოური