2021-ის WSOP ლაივ სცენას უბრუნდება

2020-ში, კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, WSOP-ის სერია ონლაინ გაიმართა. განმეორებით ტურნირს, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ ჩატარდა, სკანდალი და აურზაური მოჰყვა. ამჯერად, ყველაფერი ნორმალურ ჩარჩოს უბრუნდება და 2021 წლის WSOP ჩვეულ ფორმატში, კაზინოში გაიმართება. 

სერიების მასპინძელი, ტრადიციულად, Rio All-Suite Hotel & Casino იქნება. WSOP-ის 51-ე გამოშვება სტარტს, ზაფხულის ნაცვლად, 30 სექტემბერს აიღებს. თუმცა, მოთამაშეებს საზაფხულო ონლაინ სერიებზე დასწრებაც შეეძლებათ. სერიის $10.000 დოლარიანი მეინ ივენთი 10 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული და მას 4 სასტარტო დღე ექნება. 

WSOP-ის აღმასრულებელი დირექტორის, თაი სტუარტის განცხადებით, მათი მიზანია პოკერის მოყვარულებისა და გულშემატკივრების თავმოყრა ნორმალურ, ჩვეულ გარემოში: "წლევანდელი ჩვენი თემაა: გაიკეთე ვაქცინა და დაბრუნდი ვეგასში!" ჯერჯერობით, უცნობია ზუსტი ივენთების დასახელება, ბაი-ინები და განრიგი, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ წლევანდელ WSOP-ზე საქველმოქმედო ტურნირი გაიმართება, რომელიც ექიმებსა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს დაეხმარება. 

რა თქმა უნდა, მეინ ივენთისა და სხვა 'გვერდითი' ტურნირების შემდეგ, ჩეხეთში, როზვადოვში მდებარე King's Casino-ში ევროპულ WSOPE გაიმართება, რომელიც სტარტს 19 ნოემბერს აიღებს. 

რუმები

ქართული უცხოური