ლეონ ცუკერნიკი ფეისბუქს უჩივის

ჩეხი ბიზნესმენი და King's Casino-ს მფლობელი, ლეონ ცუკერნიკი ფეისბუქს უჩივის და სოც. მედია გიგანტისგან $24.000.000 დოლარის გადახდას ითხოვს. საქმე იმაშია, რომ ცენტრალური ევროპის რეგიონი ონლაინ რეკლამებით აჭრელდა, რომლებიც მომხმარებლებს სხვადასხვა სათამაშო აპლიკაციის ჩამოტვირთვას სთავაზობდნენ და, პარალელურად, King's Casino-ს ფოტოებს იყენებდნენ. 

რეკლამებში, რომლებიც ტელეფონების მფლობელებს სათამაშო აპლიკაციას სთავაზობდნენ, შემდეგი მესიჯი იყო: "ევროპის ყველაზე დიდი კაზინო უკვე ონლაინაა!" სოფტის ჩამოტვირთვის სანაცვლოდ, ონლაინ პლატფორმები მომხმარებლებს 3.000 ჩეხური კრონის ბონუსს სთავაზობდნენ, რაც დაახლოებით €115 ევროს ექვივალენტია. 

ნამდვილად, King's Casino ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე პოპულარული სათამაშო დაწესებულებაა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ის ინტერნეტში ნამდვილად არ ოპერირებს და მომხმარებელს საკუთარ მომსახურებას მხოლოდ როზვადოვში სთავაზობს. 

ცუკერნიკის განმარტებით, ონლაინ კაზინოები თაღლითურ სქემაში იყვნენ ჩართულები და მისი კაზინოს რეპუტაციას მნიშვნელოვნად აზიანებდნენ. ფეისბუქი კი ამაში ფულს იღებდა და თაღლითურ სქემას უწყობდა ხელს. მართლაც, რამდენადაც ჩეხეთში მხოლოდ ლიცენზირებულ ონლაინ თუ ოფლაინ კაზინოებს აქვთ ოპერირების უფლება, ფეისბუქი ვალდებულია მათი ლიცენზიები დროულად შეამოწმოს და მხოლოდ ამის შემდეგ დართოს რეკლამის განთავსების უფლება. 

როგორც ცუკერნიკი ამბობს, მათ არაერთხელ მიმართეს ფეისბუქს საეჭვო და არაკეთილსინდისიერ რეკლამებთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. 

რუმები

ქართული უცხოური