ჯო მაკკიენმა US Poker Open მოიგო
2015 წლის WSOP Main Event-ის ჩემპიონმა, ჯო მაკკიენმა კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა. მან $10.000 დოლარიანი US Poker Open მოიგო, $200.2000 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. ტურნირი კაზინო Aria Resort-ში მდებარე Poker Go Studio-ში გაიმართა. ლაინ-აფი იმდენად გადატვირთული იყო დიდი სახელებით, რომ 7 მოთამაშიან ფინალურ მაგიდაზე 4 ვარსკვლავი მოხვდა: ჯო მაკკიენი, ალი იმსიროვიჩი, ჯეიკ შინდლერი და ბარი ჰატერი.
მაკკიენის გამარჯვება მართლაც შთამბეჭდავი იყო: მან ფინალური მაგიდა მასიური ჩიპლიდით დაიწყო და წარმოუდგენლად აგრესიული თამაში აჩვენა. რაც მთავარია, ფინალური მაგიდის ყოველი მონაწილე, ერთის გარდა, მაკკიენის კარტს ემსხვერპლა. ფინალურ სამეულში კი, მაკკიენმა ორივე ოპონენტი - რეი ქარტომი და ალი იმსიროვიჩი, ერთდროულად, JJJJ-ის ქუადსით გამოთიშა თამაშს და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ჯო მაკკიენი თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი დიდი სახელია. მისი სატურნირო კარიერა $17.000.000 დოლარს აჭარბებს. მის ანგარიშზე WSOP-ის 3 ოქროს სამაჯურია. მაკკიენმა პოკერის სამყაროში 2015 წელს გაიბრწყინა, როცა WSOP Main Event $7.683.346 დოლარიანი პირველი ადგილით დაასრულა.