ელი ელეზრამ US Poker Open-ზე $183.000 დოლარი მოიგო

პოკერის ლეგენდარულმა მოთამაშემ, ელი ელეზრამ US Poker Open-ის მე-6 ივენთზე $183.000 დოლარიანი გამარჯვება მოიპოვა. $10.000 დოლარიანი ტურნირის მე-3 ადგილიდან ელეზრამ დიდი ხნის მეგობარი და ასევე ვეტერანი მოთამაშე, დენიელ ნეგრანუ გამოთიშა. 

8-Game-ის $10.000 დოლარიანი ტურნირი აქამდე გამართულ US Poker Open-ის ივენთებს შორის ყველაზე პოპულარული გამოდგა - მასზე 68 მოთამაშე დარეგისტრირდა. 8-Games სატურნირო პოკერის სპეციალური სახეობაა, რომელზეც პოკერის 8 განსხვავებული ვერსია ითამაშება: ლიმიტირებული ჰოლდემი, ულიმიტო ჰოლდემი, პოტ ლიმიტ ომაჰა, ლიმიტირებული ომაჰა ჰაი-ლოუ, რაზი, სტადი, სტად ჰაი-ლოუ და ლიმიტირებული 2-7 თრიფლ დროუ. 

ტურნირის ჩიპლიდერი, დევიდ ბეიკერი თამაშს AA-ით გამოეთიშა. მას AK-ის წინააღმდეგ არ გაუმართლა, რომლითაც WSOP-ის 2 ოქროს სამაჯურის მფლობელმა, სტივ ზოლოტოვმა ფლეში დაასრულა. ფინალურ სამეულში სწორედ ზოლოტოვი, ელი ელეზრა და დენიელ ნეგრანუ დარჩნენ. კანადელმა მოთამაშემ საკუთარი სტეკი ძველ მეგობარს ნელ-ნელა დაუთმო. მისმა ანაზღაურებამ $88.400 დოლარი შეადგინა. ისრაელის არმიის ყოფილმა ლეიტენანტმა ასევე სახლში გაისტუმრა ჰედს-აპში დარჩენილი ზოლოტოვიც, რომელსაც ჰაი-ლოუ სტადის დარიგება მოუგო.

მიუხედავად იმისა, რომ პოკერის ყველაზე პოპულარული სახეობა ულიმიტო ტეხასური ჰოლდემია, ელი ელეზრა სწორედ სტადში, რაზში და ომაჰაში ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. 

რუმები

ქართული უცხოური