WSOP Online 2021: მანიგ ლუსერმა მე-2 ივენთის გამარჯვებული გახდა

26 თვიანი პაუზის შემდეგ, 2021 წლის სექტემბერში WSOP ლას ვეგასს დაუბრუნდება. მანამდე კი, პოკერის გულშემატკივრებს, მოყვარულებსა და პროფესიონალ მოთამაშეებს ერთკვირიანი ონლაინ WSOP-ში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ. როგორც წესი, WSOP არაერთ ძვირადღირებულ ტურნირს მოიცავს, დიდი ანაზღაურებებით. ამჯერად კი, ონლაინ სერიის პირობებში, ანაზღაურება და შესაბამისად - სტეიკებიც, გაცილებით მოკრძალებულია. 

2021 წლის WSOP-ის ონლაინ გამოშვების მე-2 ივენთი მანიგ ლუსერის ტრიუმფით დასრულდა. ტურნირის ღირებულება $600 დოლარი იყო. 727 მოთამაშის რეგისტრაციის შემდეგ, ტურნირზე 311 რე-ბაი გაკეთდა, რამაც $560.520 დოლარიანი საპრიზო ფონდი შექმნა. მანიგ ლუსერს, პირველი ადგილისთვის, $104.313 დოლარი ხვდა წილად. 

Handon Mob-ის მიხედვით, მანიგ ლუსერის საერთო სატურნირო შემოსავალი $11 მილიონ დოლარს აჭარბებს. ლუსერი ერთ-ერთი იყო იმ ცნობილი მოთამაშეების სიიდან, რომლებსაც WSOP-ის ოქროს სამაჯური არ ჰქონდათ მოგებული. ის არაერთხელ მიუახლოვდა მთავარ ჯილდოს, მაგრამ თამაშს მე-2 და მე-3 პოზიციებიდან ეთიშებოდა. ამჯერად, ლუსერის მცდელობა წარმატებით დასრულდა და ის ოქროს სამაჯურის მფლობელთა კლუბში გაერთიანდა. 

რუმები

ქართული უცხოური