High Stakes Duel-ში ფილ ჰელმუტმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა

ფილ ჰელმუტმა High Stakes Duel კიდევ ერთხელ მოიგო, ამჯერად - ნიკ რაითთან. ჰედს-აპის სერიას, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობს, ჰელმუტი ანგარიშით 7-0 იგებს. ჯერჯერობით, არავინ ჩანს ისეთი, ვინც მის დამარცხებას შეძლებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ნიკ რაითი პროფესიონალი მოთამაშე არაა, ბევრი ვარაუდობდა, რომ S'n'G-ის ტიპის ჰედს-აპზე მას მოგების გარკვეული შანსი მაინც ჰქონდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ნიკ რაითს საკმაო გამოცდილება აქვს დაგროვილი ძვირადღირებულ ქეშ-გეიმებზე, რაც მას ფილ ჰელმუტთან მნიშვნელოვან გასაქანს აძლევდა. ჰედს-აპის საწყისი ფსონი $50.000 დოლარი იყო, რომლის დასრულების შემდეგაც, წყვილს განმეორებითი, $100.000 დოლარიანი მატჩის თამაშის საშუალება ჰქონდა. 

თამაშის დაწყებამდე, ფილ ჰელმუტის მოთხოვნით, ჰედს-აპის ლეველები 30 წუთით განისაზღვრა. როგორც WSOP-ის 15 ოქროს სამაჯურის მფლობელი ამბობდა, $50.000 დოლარი არ იყო ის თანხა, რომლის მფლობელიც იღბლით უნდა გამოვლენილიყო, ხოლო იღბლის დასამარცხებლად მინიმუმ 30 წუთიანი ლეველები იყო საჭირო. 

თამაშის დაწყებიდან 2 საათში, აშკარა გახდა, რომ ჰელმუტი აშკარა უპირატესობით სარგებლობდა. 5 საათის შემდეგ კი, მან საბოლოო გამარჯვება გაიფორმა. ანტონიო ესფანდიარისთან და დენიელ ნეგრანუსთან რამდენიმე განმეორებითი ჰედს-აპის მოგების შემდეგ, ყველა ვარაუდობდა, რომ ჰელმუტი ნიკ რაითის წინააღმდეგაც დამატებით ერთ ან ორ მატჩს გამართავდა. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, რაითმა განმეორებით თამაშზე უარი განაცხადა. 

რუმები

ქართული უცხოური