ვიქტორ მალინოვსკიმ Europe SHRB-ის მეინ ივენთზე $3.690.000 დოლარი მოიგო

კვიპროსში გამართული Europe Super High Roller Bowl-ის სერია $250.000 დოლარიანი მეინ ივენთით დაგვირგვინდა. ტურნირის გამარჯვებული ვიქტორ მალინოვსკი გახდა, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებული ლაინ-აფი დაამარცხა და $3.690.000 დოლარის მფლობელი გახდა. 

41 დარეგისტრირებული მოთამაშის შემდეგ, რომელთა შორის ფილ აივი, სტივენ ჩედვიკი, ტიმოთი ადამსი და დევიდ პიტერსი იყვნენ, საპრიზო ფონდმა $10 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ვარაუდობდნენ, რომ კანადელი ტიმოთი ადამსი ჰეტთრიქის შესრულებას შეძლებდა. წარსულში, მან ავსტრალიისა და რუსეთის SHRB-ის მეინ ივენთები მოიგო, საიდანაც საერთო ჯამში $5 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა. მართალია, ტიმოთი ადამსმა ფინალურ მაგიდას მიაღწია, მაგრამ ანაზღაურების გაცემა მხოლოდ მე-6 პოზიციიდან ხდებოდა. ადამსისა და ალი იმსიროვიჩის გავარდნის შემდეგ, ფინალური მაგიდის მონაწილეებმა, შეიძლება ითქვას, შვებით ამოისუნთქეს. მე-6 ადგილზე გასული მოთამაშისთვის, მინიმუმ $512.500 დოლარი იყო გარანტირებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფულში შესული მოთამაშე შესატანი თანხის გაორმაგებას შეძლებდა. 

ფინალურ ჰედს-აპში ერთმანეთს ივან ლიუ და ვიქტორ მალინოვსკი დაუპირისპირდნენ. მიუხედავად აქტიური და დაძაბული ორთაბრძოლისა, შესვენებებზე, ორივე მოთამაშის ნახვა სიგარეტით ხელში იყო შესაძლებელი. ისინი მშვიდად და მეგობრულად საუბრობდნენ, რამდენიმე წუთში კი მაგიდასთან მილიონობით დოლარის ბედს წყვეტდნენ. 

მაგიდაზე მიმდინარე "სმოლ ბოლ პოკერის" მიუხედავად, ბლაინდები იზრდებოდა, რაც მოთამაშეებს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას აიძულებდა. საბოლოოდ, დაპირისპირებული მხარეები ოლ ინ სიტუაციაში აღმოჩდნენ: მალინოვსკი AK-ით, ლიუ - A4. მიუხედავად იმისა, რომ ბორდს ორივე მოთამაშე მნიშვნელოვნად აცდა, მალინოვსკიმ პრეფლოპ უპირატესობა შეინარჩუნა და მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. ივან ლიუმ, მეორე ადგილისთვის, $2.460.000 დოლარი მიიღო. 

"ჩემი საუკეთესო თამაში ნამდვილად არ მიჩვენებია, - ყვება ვიქტორ მალინოვსკი, - მაგრამ ბოლოს AK შემხვდა, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა."

რუმები

ქართული უცხოური