ვეგასის ქეშ-გეიმზე დუანმა ნახევარი მილიონი მოიგო, აივიმ $150.000 დაკარგა

ლას ვეგასში 2021 წლის WSOP მიმდინარეობს. წლის ამ პერიოდში იშვიათად მოიძებნება თამაში, რომელიც მსოფლიო სერიებს აჯობებს პოპულარობით, მაგრამ Hustler Casino-მ სწორედ ასეთი თამაში შექმნა. 

$200/$400 ულიმიტო ჰოლდემის ქეშ-გეიმზე, რომლის მინიმალური ბაი-ინი $100.000 დოლარი იყო, თამაშის ორგანიზატორებმა ტომ დუანი, ფილ აივი, მეტ ბერკი და გარეტ ადელშტაინი მიიწვიეს. რა თქმა უნდა, გულშემატკივრების განსაკუთრებული ყურადღება დუანისა და აივისკენ იყო მიპყრობილი. 

სესიის მსვლელობისას ადვილი შესამჩნევი იყო, რომ თამაში ფილ აივის ყურადღებას ვერ იპყრობდა. ის ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე თამაშობდა და, უმეტესად, ტოტალიზატორზე გაკეთებულ ფსონებს აკვირდებოდა. ინდიფერენტულობის, უყურადღებობისა, თუ უიღბლობის გამო, აივიმ $147.000 დოლარის წაგება მოახერხა, მაგრამ ამისდამიუხედავად, მას თამაშისკენ გული არ შემოუბრუნდა. როცა $147.000 დოლარის წაგება ყურადღებას არ იმსახურებს, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ზომის ფსონები ექნებოდა აივის გაკეთებული სპორტსბეთინგზე. 

მეგობრისგან განსხვავებით, ტომ დუანი სოლიდურ პლუსში გავიდა. ერთ-ერთი დიდი დარიგება მან დილან გენგის წინააღმდეგ მოიგო, როცა გენგმა 33-ით პრეფლოპ ოლინის გაკეთება გადაწყვიტა. დუანის AK-მა მაგიდაზე ხელშესახები კომბინაციის შეგროვება ვერ შეძლო, მაგრამ ბორდზე დადებული 1010-ითა და 88-ით, მან საუკეთესო ხელი აჩვენა. შედეგად, დუანმა $232.000 დოლარიანი ბანკი მიიღო. ერთ-ერთ მომდევნო ეპიზოდში, დუანის მსხვერპლი გარეტ ადელშტაინი გახდა, რომელსაც durrrr-მა JJJJ-ის ქუადსით $109.000 დოლარი მოუგო. 

 

რუმები

ქართული უცხოური