88 წლის დოილ ბრანსონი WSOP-ზე გამოჩნდა
დოილ ბრანსონის გამოჩენას WSOP-ზე არავინ ელოდა. ლეგენდარულმა მოთამაშემ სატურნირო კარიერა ოფიციალურად 2018 წლის საზაფხულო სერიებზე დაასრულა, როცა მონაწილეობა $10.000 დოლარიან 2-7 Single Draw ივენთში მიიღო. მაშინ, ბევრი ელოდა, რომ ბრანსონი დიდი პოკერიდან კიდევ ერთი დიდი გამარჯვებით წავიდოდა და საკუთარ კოლექციას მე-11 სამაჯურს შემატებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მან მხოლოდ მე-6 ადგილი დაიკავა და პირველობისკენ მიმავალი გზა მომავალ თაობას დაუთმო.
წელს კი, როგორც ჩანს, მისი შვილის - ტოდ ბრანსონის დაჟინებულმა თხოვნამ შედეგი გამოიღო და დოილ ბრანსონი დიდ პოკერში დაბრუნებაში დაარწმუნა. WSOP-ის 10 ოქროს სამაჯურის მფლობელმა მონაწილეობა $1.000 დოლარიან Super Seniors-ის ულიმიტო ჰოლდემის ტურნირში მიიღო. წარუმატებლობის მიუხედავად, ბრანსონის გამოჩენა ყველასთვის სასიხარულო მოვლენაა. ის პოკერის დიდების დარბაზის ყველაზე ხანშიშესული წევრია, რომლიც საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას ცდილობს.
ჩავარდნილი ტურნირის შემდეგ, გაირკვა, რომ 88 წლის ლეგენდა, რომელსაც ხშირად პოკერის ნათლიადაც მოიხსენიებენ, მიმდინარე WSOP-ის კიდევ რამდენიმე შერჩეული ღონისძიების თამაშს აპირებს.