WSOP Main Event-ის ჩიპ ლიდერი კორაი ალდემირია

როგორც წესი, WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულები მოყვარული ან ნახევრადპროფესიონალი მოთამაშეები ხდებიან. ეს იმით აიხსნება, რომ ყოველწლიურად, ამ კონკრეტულ ტურნირზე ათასობით მოთამაშე რეგისტრირდება, რაც იღბლის ფაქტორს მაქსიმუმამდე ზრდის, ხოლო პროფესიონალ მოთამაშეებს გამარჯვების შანსს უმცირებს.  პროფესიონალები კი, როგორც წესი, ან ძვირადღირებულ ტურნირებზე ბრწყინავენ, რომლებზეც 20-დან 50-მდე მონაწილე რეგისტრირდება, ან ქეშ-გეიმებში, რომელთა თამაში დიდ ფინანსურ კაპიტალს მოითხოვს. 

წლევანდელი WSOP-ის მეინ ივენთზე კი განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. 6.550-დან, თამაშში 9 მონაწილეა დარჩენილი. ჩიპების რაოდენობით კი პირველ ადგილზე გერმანელი პროფესიონალი მოთამაშე, კორაი ალდემირია. კიდევ ერთი დიდი სახელი, რომელსაც ჩემპიონობის კარგი შანსები ჰქონდა, ჩენს კორნუთი იყო, მაგრამ ის თამაშს მე-16 პოზიციიდან გამოეთიშა, $305.000 დოლარიანი ანაზღაურებით. 

საერთო ჯამში, წლევანდელმა მეინ ივენთმა $62.000.000 დოლარიანი საპრიზო ფონდის აკუმულირება შეძლო. ფინალურ მაგიდაზე, მოთამაშეებს სულ მცირე მილიონი დოლარი აქვთ გარანტირებული. გამარჯვებულისთვის კი $8 მილიონი დოლარია დაწესებული. 

რუმები

ქართული უცხოური