ევროპაში დაწყებულმა COVID-19-ის ახალმა ტალღამ WSOPE-ზე და EPT-ზე იმოქმედა

3 დეკემბერს, როზვადოვში მდებარე King's Casino-ში, WSOPE - World Series Of Poker Europe დაიწყო. შიშების მიუხედავად, რომელიც COVID-19-ის ახალ შტამს და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდება, ლეონ ცუკერნიკის კაზინო ფუნქციონირებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

პარალელურად, ჩეხეთის მთავრობამ 30 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც 10 საათის შემდეგ ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვასაც მოიცავს. საახალწლო ღონისძიებები და ქუჩაში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია. ახალი რეგულაციების მიხედვით, რესტორნებმა, კაფეებმა და კაზინოებმა მომხმარებლების იმუნიტეტის ბარათები ან კოვიდ-პასპორტები უნდა მოითხოვონ. WSOPE-ისთვის ყველაზე მძიმე დარტყმა ერთდროულად 1.000 ადამიანის შეკრების აკრძალვაა. 

მიუხედავად იმისა, რომ WSOPE-ჩვეულ რეჟიმში, გარკვეული ცვლილებებით მიმდინარეობს, მეორე დიდი ტურნირი, რომელიც პრაღაში იგეგმებოდა - European Poker Tour სრულად გაუქმდა. EPT-ის სერია 8-დან 19 დეკემბრამდე იყო დაგეგმილი. PokerStars-ის ადმინისტრაცია, რომელიც EPT-ის უწევს ორგანიზებას, აცხადებს, რომ ისინი სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად მოქმედებენ და მოთამაშეებს ევროპულ სერიებს მოგვიანებით შესთავაზებენ. 

თეგები
WSOPE 2021 ჩეხეთი

რუმები

ქართული უცხოური