დენიელ ნეგრანუმ PokerGo Cup-ის ტურნირი მოიგო

გუშინ, 9 თებერვალს, GG Poker-ის ამბასადორი და ვეტერანი კანადელი მოთამაშე, დენიელ ნეგრანუ PokerGo Cup-ის მფლობელი გახდა, $350.000 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. ღონისძიება PokerGo-ის სატურნირო სერიის ფარგლებში გაიმართა. წინა ივენთების გამარჯვებულები შონ პერი და ნიკ პეტრანგელო გახდნენ.

რა თქმა უნდა, სერიებზე ბაი-ინის ზრდასთან ერთად, მონაწილეების რაოდენობაც მცირდებოდა. უკანასკნელი მე-6 ივენთის შესატანი თანხა $25.000 დოლარს შეადგენდა და მასზე 35 მოთამაშე დარეგისტრირდა. ტურნირის საპრიზო ადგილებამდე ისეთმა მოთამაშეებმა ვერ მიაღწიეს, როგორებიც ალი იმსიროვიჩი და ჯეისონ კუნი არიან. სტივენ ჩედვიკმა და შონ ვინთერმა - მართალია ფინალურ მაგიდაზე მოხვდნენ, გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ფინალური მაგიდის ჩიპლიდერი სწორედ შონ ვინთერი, ხოლო მაგიდის შორთ სთექი თავად დენიელ ნეგრანუ იყვნენ. სტივენ ჩედვიკს კი შეცდომით ეგონა, რომ თამაშს ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა, მაგრამ მისდა სასიხარულოდ, ის მაგიდის რიგით მე-2 სტეკს ფლობდა. საბოლოოდ, ადგილები ასე გადანაწილდა:

ადგილიმოთამაშეანაზღაურება
1დენიელ ნეგრანუ$350.000
2შონ ვინთერი $227.500
3ვიკენტი შეგალი$140.000
4სტივენ ჩედვიკი$96.250
5ბროკ უილსონი$61.250

 

რუმები

ქართული უცხოური