იგორ კურგანოვმა ილონ მასკისგან $5.7 მილიარდი დოლარის დონაცია მიიღო

გასულ კვირას, რუსი პროფესიონალი პოკერის მოთამაშე, იგორ კურგანოვი დასავლური მედიის ცენტრში აღმოჩნდა.  კურგანოვით დაინტერესება ელონ მასკის საქველმოქმედო საქმიანობას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ელონ მასკი დიდი ჰედლაინებისთვის უცხო სახელი არ არის, მაგრამ პოკერის მოთამაშის ისეთ გამოცემებში მოხვედრა, როგორებიც Bloomberg და Reuters არიან, მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. 

რუსი პროფესიონალი მოთამაშე, რომლის საერთო სატურნირო შემოსავალი $19 მილიონ დოლარს აღწევს, საქველმოქმედო ფონდ REG-ს უდგას სათავეში. კურგანოვმა REG (Raising for Effective Giving) თავის შეყვარებულთან და ასევე პროფესიონალ მოთამაშესთან, ლივ ბურესთან დააარსა. როგორც წესი, საქველმოქმედო ორგანიზაციებს ხშირად ადანაშაულებენ ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში. ძირითადი პრეტენზია იმ ფაქტს ეხება, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის შეწირული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს საბოლოო ადრესატამდე. კურგანოვის ორგანიზაციის მიზანი კი აკუმულირებული თანხის სრულად საქველქმოქმედო მიზნებისთვის დახარჯვა წარმოადგენს. 

როგორც ირკვევა, ილონ მასკმა $5.7 მილიარდ დოლარიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც თანხა კურგანოვის საქველქმოქმედო ფონდს გადაეცემა. ილონ მასკი ხშირად მიმართავს თანხებს SpaceX-ის ახლომდებარედ არსებული ტეხასური სკოლების დასახმარებლად, ნახშიროჟანგის შესამცირებლად წარმოებული, ან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელი კვლევების დასაფინანსებლად. ამჯერად, მისი სამიზნე სწორედ კურგანოვის ორგანიზაცია აღმოჩნდა.

2+2 ფორუმზე მასკისა და კურგანოვის თანამშრომლობამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ფორუმის მომხმარებლების უმეტესობა ქველმოქმედების აქტიურად დაცვას შეუდგა, მაგრამ იყო შემდეგი კომენტარებიც: "წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როცა პოკერის მოთამაშეს $5.7 მილიარდ დოლარს აძლევ..."

 

რუმები

ქართული უცხოური