პრაღის EPT High Roller-ის გამარჯვებული ტიმოთი ადამსი გახდა

მიუხედავად იმისა, რომ European Poker Tour-ის სოჭის სერიები რუსული სამხედრო დანაშაულების გამო გაუქმდა, ევროპულ პოკერს არაფერი დაკლებია. EPT-ის საგაზაფხულო სერიებს ჩეხეთის დედაქალაქი მასპინძლობს, სადაც არაერთი ძვირადღირებული ტურნირი იმართება. უკანასკნელ წლებში, პრაღამ ცენტრალური ევროპის ლას ვეგასის სტატუსი შეიძინა.  ის პოკერის მოთამაშეების ერთ-ერთ საყვარელ ლოკაციად სახელდება. 

EPT-ის საგაზაფხულო სერიების €50.000 ევროიანი ჰაი როლერის გამარჯვებული კანადელი სუპერვარსკვლავი, ტიმოთი ადამსი გახდა, რომელმაც თავის $25 მილიონ დოლარიან სატურნირო შემოსავალს კიდევ €7420.000 ევრო დაუმატა. დარეგისტრირებული 45 მოთამაშიდან, ტურნირის მეორე დღისთვის მხოლოდ 6 შემორჩა, მათ შორის ტიმოთი ადამსი, ნიკ პეტრანგელო, ადრიან მატეოსი და კრის ბრიუერი იყვნენ. 

მაყურებლების ფავორიტი თურქი მოთამაშე, ორფენ კისაჯიკოგლუ გახდა. ის საჯაროდ გამოდის რუსული აგრესიის წინააღმდეგ და აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო საქმიანობაში ომით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად. ტურნირის დაწყებამდე, კისაჯიკოგლუ აცხადებდა, რომ უკრაინული ოჯახებისთვის €10.000 ევროს რიცხავდა, მაგრამ მოწინავე პოზიციებზე გასვლის შემთხვევაში, დონაციას გაასამმაგებდა. თურქის სასახელოდ უნდა ითქვას, ეს სწორედ ასე მოხდა. მან უკან ადრიან მატეოსი და ნიკ პეტრანგელო ჩამოიტოვა და ფინალური ჰედს-აპი ტიმოთი ადამსთან გამართა. კანადელმა თავისი სტეკის უპირატესობა ბოლომდე გამოიყენა და თურქს თამაშის შემობრუნების საშუალება არ მისცა. საბოლოოდ, ტიმოთი ადამსს €742.000 ევრო, ხოლო ორფენ კისაჯიკოგლუს €512.990 ევრო შეხვდათ. 

რუმები

ქართული უცხოური