4 დღის ინტერვალით ანდრაშ ნემეტმა EPT High Roller-ის 2 ტურნირი მოიგო
13 მარტს, 9 საათიანი შეუჩერებელი თამაშის შემდეგ, ანდრაშ ნემეტმა EPT-ის €25.000 ევროიანი ჰაი როლერი €211.760 ევროიანი გამარჯვებით დააგვირგვინა. 4 დღის შემდეგ, 17 მარტს, უნგრელმა მოთამაშემ იგივე შედეგი გაიმეორა და მეორე €25.000 ევროიანი ჰაი როლერის პირველი ადგილი მოიპოვა.
მეორე გამარჯვება ნემეტისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან მისი ჰედს-აპ მეტოქე - მარტინ კაბრელი მას წინააღმდეგობას არამხოლოდ ჩიპებით, არამედ სიტყვიერი თავდასხმებითაც უწევდა. რა თქმა უნდა, ზედმეტია იმის თქმა, რომ კაბრელის დონის მოთამაშისგან ადგილი არ ჰქონია არანორმატიულ ლექსიკას ან შეურაცხყოფას. სინამდვილეში, მარტინ კაბრელმა ფილ ჰელმუტის როლის მორგება და პოკერის მოსაწყენი სესიის გამხიარულება გადაწყვიტა. ჰედს-აპ დაპირისპირების ერთი წუთიც კი არ გასულა ხუმრობის, ტრავმული 'აფეთქებისა' და მოწინააღმდეგეზე ჰელმუტისთვის დამახასიათებელი 'სიტყვიერი თავდასხმის' გარეშე.
გარდამავალი უპირატესობის მიუხედავად, გამარჯვება ანდრაშ ნემეტს დარჩა, რომელმაც თავისი სატურნირო შემოსავლები $4.000.000 დოლარამდე გაზარდა. €181.520 ევროს მოგებამდე, ნემეტმა უკან ისეთი მოთამაშეები ჩამოიტოვა, როგორებიც დენიელ დვორესი, ნიკ პეტრანგელო, სტივენ ჩედვიკი და პაბლო ბრიტო სილვა არიან.