პიტერ ისთგეითი პოკერიდან წავიდა
World Series of Poker 2008-ის გამარჯვებულმა პიტერ ისთგეიტმა გადაწყვიტა აღარ ითამაშოს პოკერი პროფესიონალურ დონეზე. PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდის აწ უკვე ყოფილ წევრს აღარ სურს პოკერის თამაში და გადაწყვიტა სხვა რამით დაკავდეს ცხოვრებაში.
"როდესაც პოკერის თამაში დავიწყე მიზნად არ მქონდა მთელი ცხოვრება პოკერის პროფესიონალური მოთამაშე ვყოფილიყავი, უბრალოდ ფინანსური დამოუკიდებლობა მინდოდა, რომელსაც 2008 წელს მივაღწიე წლის უდიდეს ტურნირში გამარჯვებით"
ასეთი გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი მოტივაციის დაკარგვაც იყო. პოკერიდან წასვლით მან ავტომატურად უარი თქვა PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდის წევრობაზეც:
"WSOP მოგებიდან 20 თვის შემდეგ მე დავკარგე ყოველგვარი მოტივაცია, რათა უმაღლეს დონეზე ვითამაშო პოკერი. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ დადგა დრო გავარკვიო რას ვაპირებ ცხოვრებაში. მე ახლაც არ ვიცი რას ვიზავ. მინდა მადლობა გადავუხადო PokerStars-ს, ჩემს მეგობრებს და ოჯახს გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი 20 თვის განმავლობაში და ახლაც ისინი მხარში მიდგანან ამ გადაწყვეტილების აღსრულებისას"
PokerStars-ის წარმომადგენელმა შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: "ჩვენ ძალიან ვაფასებთ პიტერის ამ გადაწყვეტილებას. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეა და ამ ტიტულს ის ღირსეულად ატარებდა მთელი ამ დროის მანძილზე"
პიტერ ისთგეიტმა პოპულარობა 2008 წელს მოიპოვა, როდესაც მან შესძლო გაემარჯვა Main Event World Series of Poker-ში და $9.152.416-ით შეევსო საკუთარი ბიუჯეტი, ასევე იგი მეინ ივენთის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. ერთი წლის შემდეგ მისი მიღწევა ჯო კადამ გააუმჯობესა და ახლა ის გახლავთ ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული.
ამას გარდა ისთგეიტმა PokerStars Caribbean Adventure-ში იმარჯვა 2009 წლის იანვარში რისთვისაც ის $343.000-ით დააჯილდოვეს, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში მეორე ადგილზე გავიდა ლონდონის EPT-ში რისთვისაც $848.734 დასაჩუქრდა. მთლიანად კარიერაში აწ უკვე ყოფილმა პროფესიონალმა დანიიდან, ტურნირებში 11 მილიონი მოიგო .