პოკერის ტურნირების პროფესიონალ, ან ძლიერ მოყვარულ მოთამაშეებს ეცოდინებათ რა უპირატესობები აქვს მინიმალურ რეიზს ტურნირის თამაშისას. ეს მიდგომა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც სუსტი თამაში. ასეთმა მოთამაშეებმა ისიც იციან, რომ პრეფლოპ თამაში, საწყისი ხელები, მათი შესაბამისობა პოზიციასთან - არ არის აუცილებელი ჭეშმარიტება. რეალურად პრეფლოპ თამაშის სხვადასხვა იდეა გულისხმობს პრინციპს, როგორ მოვარგოთ ადეკვატურად ჩვენი ცოდნა კონკრეტულ სიტუაციებს.
კიდევ ერთი ტაქტიკა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, და ზოგჯერ ახლაც, განიხილებოდა როგორც "ფიშის ქცევა", გულისხმობს თამაშის დაწყებას ლიმპით, ანუ მხოლოდ ბლაინდის გადახდით, თუნდაც გვიანი პოზიციებიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს იდეა არ მოსწონთ ადამიანებს არის ის, რომ თუ შენ ლიმპს ითამაშებ რეიზის მაგივრად, მაშინ შენ კარგავ შანსს ფლოპამდე მოიგო დარიგება.
პრეფლოპ რეიზი პრეფლოპ ლიმპს წააგავს - ხშირად თეორეტიკოსები რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამა თუ იმ მოქმედებს, ხშირად გვათავაზობენ მის გამოყენებას. თითქოს ალოგიკურია, მაგრამ პრეფლოპ ლიმპმა, რეიზის ნაცვლად, შესაძლოა დიდი ალბათობით გაურთულოს მოწინააღმდეგეს ბანკის მოგება. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ ლიმპი გვეხმარება შევინარჩუნოთ რაც შეიძლება მცირე მოცულობის ბანკი, რაც მოწინააღმდეგეს გაურთულებს ოლ ინ გადაწყვეტილების მიღებას. მაგალითისთვის განვიხილოთ სიტუაცია, როცა ეფექტური სტეკი შეადგენს 20-25 ბიგ ბლაინდს. თუ გავაკეთებთ რეიზს, თუნდაც მინ-რეიზს, ოპონენტის ოლ ინ რირეიზი ბანკზე მხოლოდ 2-3-ჯერ დიდი იქნება - ეს კი აგრესიული მოთამაშისთვის ყოველთვის მიმზიდველი სიტუაციაა.
წარმოვიდგინოთ, რომ გვყავს ხელი, რომელიც კარგი იქნებოდა სათამაშოდ, მაგრამ ვერ გაუძლებდა ოლ ინს, ვერ მივიღებდით დარტყმას მთლიან სტეკზე. შემდეგ გამოვრიცხოთ რეიზის მიღება ქოლით, ის ან ფოლდით დასრულდება ან ოლ ინით. აგრესიულ ოპონენტს რა თქმა უნდა ადვილად შეუძლია სტეკზე შეტევით შეგვაწუხოს. თუ ჩვენ შევძლებთ პოტის (ბანკის) ზომის კონტროლს, ანუ არ გავზრდით მას და ვეცდებით იყოს რაც შეიძლება მცირე, მაშინ ოპონენტის დიდი რეიზი გახდება სრულიად უაზრო და ალოგიკური. ჩვენ თავიდან ავიცილებთ მძიმე სიტუაციას. თუ ოპონენტს მაინც სურს გაზრდა, ის ამას გააკეთებს 3-5 ბლაინდის ფარგლებში, რაც ჩვენ ყველა გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს - ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ოლინი, მივიღოთ ქოლით, ან საერთოდაც გადავყაროთ კარტი, არჩევანი ჩვენზეა.
წარმოვიდგინოთ, რომ გვყავს Q9o (სხვადასხვა ფერის), ან K5s(ერთი ფერის). საშუალო სტეკი არის 24 ბიგ ბლაინდი. ჩვენამდე ყველამ ფოლდი ითამაშა. ჩვენ არ გვინდა ასეთი ხელი გადავყაროთ ბატონის (button) პოზიციიდან, სადაც შემდგომ რაუნდებზე საუკეთესო სიტუაციაში ვიქნებით. არც ის გვინდა, რომ მთლიანი სტეკი გავრისკოთ. გარკვეულ სიტუაციებში, არა ყოველთვის რა თქმა უნდა, ლიმპი საუკეთესო თამაში იქნება.
ამ სტრატეგიის გამორჩეული მომხმარებელი იყო ფილ კოლინსი, რომელმაც აქტიურად ითამაშა ოფენ-ლიმპი WSOP-ის ფინალურ მაგიდაზე, 2011 წელს. მისმა თამაშმა ასევე აჩვენა ის, რომ თუ თქვენ გადაწყვიტეთ გვიანი პოზიციებიდან ითამაშოთ ლიმპით, თქვენ მოგიწევთ ასე თამაში არამხოლოდ იმ ხელებით, რომელთა გამოც გადაწყვიტეთ თამაშში ლიმპით შესვლა, არამედ იმ ხელებითაც, რომლებითაც სიამოვნებით გააკეთებდით ან მიიღებდით ოლ ინს. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენი მოქმედებებით არ უნდა იკითხებოდეს თქვენი ხელი. ამიტომაც ძლიერსა და ნაკლებად ძლიერ ხელებს ხშირად ერთნაირი გათამაშება სჭირდებათ. რა თქმა უნდა ცვლილებები და კორექტირება აქაც შეიძლება კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე.
ამომავალი ვარსკვლავი ვანესა სელბსტიც აქტიურად იყენებდა ამ სტრატეგიას წინა ზაფხულს WSOP-ის Event#2: $25,000 Mixed-max No-Limit Hold'em ტურნირზე, რომელიც მან მოიგო კიდეც. ის ჰედს-აპ თამაშის დროს, ჯეისონ მოს წინააღმდეგ, ხშირად თამაშობდა ოფენ ლიმპს. მის თამაშზე დაკვირვებისას შეიძლება ორი რამ დავასკვნათ:
1. არ უნდა გავაკეთოთ ლიმპი მხოლოდ რამდენიმე მარგინალური ხელით. მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ ყოველი დარიგება ლიმპით ვითამაშოთ. ჰედს-აპის ბოლო სტადიებზე ვანესა სელბსტი ხშირად ცვლიდა ოფენ-ლიმპს ოფენ-რეიზით და პირიქით.
2. ლიმპინგი არ არის სტრატეგია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ სუსტი ან ჰიპერ აგრესიული მოთამაშეების წინააღმდეგ. ისეთ ძლიერ ოპონენტთანაც კი, როგორიც ჯეისონ მო არის, სელბსტს ერჩივნა მიეღო მოქმედების ის ვარიანტები, რაც მას ლიმპის შემდეგ რჩებოდა, ვიდრე რეიზის შემდეგ დარჩენილი ვარიანტები.
მთლიანობაში სტრატეგიის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ 20-25 ბიგ ბლაინდის პირობებში, თუ ჩვენი რეიზის შემდეგ მივიღეთ აგრესია, გვრჩება ორი ვარიანტი - ქოლი ან ფოლდი. ხოლო ლიმპის შემთხვევაში - ქოლი, ფოლდი, რეიზი, ან სულაც ოლ ინი. შეიძლება ოპონენტმა საერთოდაც არ გამოიჩინოს აგრესია. ამ შემთხვევაში კი ბანკი რჩება მაქსიმალურად მცირე ზომის, რაც საშუალებას გვაძლევს უკვე ფლოპზე მივიღოთ თითქმის თავისუფალი გადაწყვეტილება, ყოველგვარი წნეხის გარეშე. რა თქმა უნდა ამ ტაქტიკას აქვს სუსტი მხარეც: ვკარგავთ ინიციატივას, თითქმის არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს მოთამაშის ხელზე, ვკარგავთ შანსს ფლოპამდე მოვიგოთ ბანკი და ა.შ. მაგრამ მისი გამოყენება პერიოდულად, სიტუაციის შესაბამისად, დიდ უპირატესობას მოგვცემს.