დენიელ ნეგრანუ: რატომ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ბედბითებს?
ბოლო თვეების განმავლობაში, დენიელ ნეგრანუ, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პოკერის ფსიქოლოგიურ ასპექტებს და მოთამაშის მენტალურ მდგომარეობას. მან გააკეთა ახალი ბლოგ-პოსტი, სადაც იგი საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა აღიქვა იღბალი.
მიუხედავად იმისა, რომ იღბლის ფაქტორი პოკერში აშკარად არ შეიძლება უგულებელყოფილი და გაუთვალისწინებელი იყოს, ნეგრანუ თვლის, რომ მოთამაშეები მაინც დიდ ყურადღებას უთმობენ თამაშის ამ ნაწილს. მისი აზრით იღბალზე ფიქრი და ყურადღების გამახვილება არაპროდუქტიულია და ყოველი ბედ ბითის შემდეგ, ჩვენ უნდა დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს: მიუხედავად ბედ ბითისა, შეგვეძლო თუ არა ეს ხელი უკეთ გვეთამაშა?
მან კიდევ ერთი მაგალითი განიხილა, თუ რატომაა ბედ ბითების გამო წუწუნი კონტრპროდუქტიული:
"წარსულში ხშირად ვთამაშობდი ქეშ გეიმს. მაგიდასთან ხშირად მიწევდა თამაში ჩემს მეგობართან, მაიკ მატუსოუსთან, რომელიც იყო მსოფლიოში ყველაზე უიღბლო მოთამაშე იმ პერიოდისთვის, - მისი აზრით, რა საკვირველია. მას სჯეროდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, მაგრამ მისი ბანკროლის მტრად მხოლოდ იღბალი მიაჩნდა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ ფულს აგებთ მაგიდასთან ამ ინფორმაციის გაზიარებით. წარმოიდგინეთ, ეთამაშებით ოპონენტს, რომელიც დარწმუნებულია თავის უიღბლობაში. ასეთი ადამიანის შევიწროვება ბევრი სხვადასხვა ხერხით შეიძლება. მაიკ მატუსოუსთან მე ხშირად ვთამაშობდი ბლეფს. ვიცოდი მისი აზრები: "რა თქმა უნდა მან დაასრულა თავისი ფლეში. შეხედეთ როგორ არ მიმართლებს!" და ის აჩვენებდა თავის ტოპ სეტს მაგიდის დანარჩენ მოთამაშეებს. "თქვენ ერთი თვეც კი ვერ გაძლებდით ასეთი იღბლის პირობებში! ხუთჯერ ზედიზედ მომცა ფლოპმა სეტი და ხუთჯერვე ფლეშთან წავაგე", - მატუსოუს გაუთავებლად შეეძლო ელაპარაკა თავის უიღბლობაზე. ის ყრიდა თავის ხელს და მე ჩუმად ვკრეფდი მის ჩიპებს ჩემი საშუალო წყვილითა და ბექდორ ფლეშით, რომელიც რა თქმა უნდა, არ დამსრულებია".