ნიდერლანდებში ონლაინ გემბლინგის რეგულაციისთვის ემზადებიან

ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრმა, კლაას დიკჰოფმა, სახალხოდ დაუჭირა მხარი ქვეყანაში ონლაინ თამაშების რეგულირების კანონპროექტს. მინისტრის მხარდაჭერა იმედს აძლევს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სათამაშო ოპერატორებსა და მოთამაშეებს, რომ კანონპროექტი მალე ძალაში შევა. 
EGR Magazine-ზე დაყრდნობით, დიკჰოფმა ხელი მოაწერა 176 გვერდიან დოკუმენტს, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთ მხარდამჭერი ფაქტორი იქნება. დიკჰოფი იმედოვნებს, რომ ეს დოკუმენტი გააქარწყლებს მრავალ მითქმამოთქმასა და ჭორს ონლაინ თამაშების რეგულაციის შესახებ და ხელს შეუწყობს ინიციატივის კანონად ქცევას. 
დიკჰოფმა ასევე განაცხადა, რომ უკვე არსებულ ოპერატორებს, რომლებიც ოფშორულ ზონებში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, უნდა მიეცეთ შანსი ადგილობრივად შეძლონ ბიზნესის კეთება. კრიტიკოსების აზრით ასეთი სიტუაცია გარკვეულ ოპერატორებს აშკარა უპირატესობას მიანიჭებდა ბაზარზე ახალი მოთამაშეების წინააღმდეგ. თუმცა დიკჰოფს არ მიაჩნია ეს რეალურ საფრთხედ. მისი აზრით განსხვავებული პირობების შეთავაზება და განსხვავებული მოპყრობა არსებული ლიცენზიის მფლობელებსა და ბაზარზე ახლად შემოსულ მოთამაშეებს შორის, თანასწორობის პრინციპის მკვეთრი დარღვევა იქნება. 
კიდევ ერთი სადავო საკითხი იყო ახალი საგადასახადო შეთავაზება, რომელიც შემოსავლების მხოლოდ 20%-ს მოიცავდა. ეს მკვეთრად ნაკლებია არსებულ 29%-ზე, რომლითაც ამჟამად იბეგრებიან ქვეყნის ფარგლებში მოქმედი კაზინოები. დიკჰოფის აზრით, ლოიალური საგადასახადო პოლიტიკა აუცილებელია, რადგან ასეთი სახის შეღავათები, სათამაშო ბიზნესის ოპერატორებს საშუალებას მისცემს უფრო მიმზიდველი პირობები შესთავაზოს მომხმარებელს. ასევე ხელს შეუწყობს მათ, კონკურენტუნარიანი დარჩნენ არალიცენზირებული კონკურენტების მიმართ. 
"მომხმარებლისთვის ადვილია მოძებნოს სხვა ალტერნატივები. საგადასახადო პოლიტიკის ასეთი შემსუბუქება ონლაინ კაზინოებს საშუალებას მისცემს, მოთამაშეებს შესთავაზონ აზარტული თამაშების ფართო არჩევანი" - აცხადებს დიკჰოფი. 

რუმები

ქართული უცხოური