პოკერის რეკორდები, რომელთა გამეორება შეუძლებელია

პატრიკ ანტონიუსი - ყველაზე დიდი მოგება ონლაინ პოკერის ისტორიაში


პოტი, რომელიც გათამაშდა პატრიკ ანტონიუსსა და ვიკტორ "ისილდურ1" ბლომს შორის, ითვლება ყველაზე დიდ მოგებად ონლაინ პოკერის ისტორიაში. 2009 წლის ნოემბერში, ფინელმა და შვედმა მოთამაშეებმა ომი გამოუცხადეს ერთმანეთს, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ დღემდე გრძელდება. სწორედ ნოემბრის სესიებზე ითამაშეს მათ ონლაინ პოკერის ისტორიაში 10 უდიდესი ბანკიდან 9, ხოლო ყველაზე დიდი მათგანი შეადგენდა $1.356.946 დოლარს. 


ანტონიო ესფანდიარი - ყველაზე დიდი სატურნირო მოგება


2012 წელს, WSOP-ის ფარგლებში, ჩატარდა Big One for One Drop. ის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი, რომლის ბაი ინი $1.000.000 დოლარს შეადგენდა. ანტონიო ესფანდიარი, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო, ისტორიაში შევიდა, როგორც უდიდესი ფულადი პრიზის მფლობელი, რომელიც მსოფლიოს აქამდე არ ახსოვს. მან ამ ტურნირის მოგებით  $18.346.673 დოლარი მოიგო. 

 

დენ კოლმანი - ყველაზე დიდი მოგება წლის განმავლობაში


შეიძლება ითქვას, რომ 2014 წელი დენ კოლმანისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ამაზე მეტს ვერცერთი მოთამაშე ვერ ისურვებს. სწორედ ამ 12 თვის განმავლობაში მან WSOP-ის სამაჯურთან და საპრიზო თანხასთან ერთად, $22.389.481 დოლარი მოაგროვა. მის რეკორდთან ახლოს ვერავინ მივა, გარდა უკვე ნახსენები ანტონიო ესფანდიარისა, რომელსაც კოლმანმა $5 მილიონი დოლარით გაუსწრო. 

ფილ ჰელმუტი - ყველაზე მეტი WSOP სამაჯური

გვიყვარს თუ გვძულს, უნდა ვაღიაროთ, რომ ფილ ჰელმუტს წარმოუდგენელი სატურნირო კარიერა აქვს. 50 წლის თვითაღიარებულ "ტყვიაგამძლე" მოთამაშეს 13 WSOP სამაჯური აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მან ორი მეინ ივენთი მოიგო სხვადასხვა კონტინენტზე, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. მის რეკორდის გამეორების ან გაუმჯობესების რეალური შანსი, მხოლოდ ფილ აივის აქვს. 

მარკ ნიუჰაუსი - ზედიზედ გაკეთებული "ნოემბრის ცხრიანი"


ლეგენდარული დენ ჰარინგტონი ზედიზედ ორჯერ მოხვდა WSOP-ის მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე 2003 და 2004 წლებში. თუმცა ტურნირის მოთამაშეთა რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, მისი რეკორდი ამ მხრივ გააუმჯობესა მარკ ნიუჰაუსმა, რომელმაც ორჯერ გაიარა 6000 კაციანი ტურნირი და ორჯერ ზედიზედ ითამაშა მეინ ივენთის ფინალური მაგიდა. თუ მათემატიკას მოვიშველიებთ, მის წინააღმდეგ შანსები 525.000:1 იყო. 

ბარი დენსონი - ყველაზე ხანგრძლივი სესია

პოკერის მოყვარულთათვის, ყველაზე დიდი სათამაშო სესიისთვის, ფილ ლააკია ცნობილი, რომელმაც პოკერის მაგიდასთან 115 საათი გაატარა. 2012 წელს კი ბრიტანელმა ლააკის რეკორდი გააუმჯობესა და 120 საათი და 20 წუთი ითამაშა. 

რუმები

ქართული უცხოური