JayP-AA მილიონზე მეტი მოგებით და წლის ყველაზე წამგებიანი მოთამაშე - ფილ აივი
უცნობ მოთამაშეს, რომელიც პოკერსტარსზე თამაშობს ნიკით JayP-AA, არნახულად კარგი წელიწადი აქვს. ბოლო კვირის განმავლობაში მან, პოტ ლიმიტ ომაჰას $50/$100 ლიმიტზე, $152.000 დოლარი მოიგო, რის შემდეგაც მისმა მოგებამ 2015 წელს $1.06 მილიონი დოლარი შეადგინა.
სწორედ ეს თანხა აქცევს მას ერთადერთ მოთამაშედ, რომელსაც შეუძლია მილიონზე მეტი მოგებით იტრაბახოს ე.წ. nosebleed მაგიდებზე. 2015 წელს ფინელი ილარი საჰამისი ლიდერობდა $1.08 მილიონიანი მოგებით, მაგრამ მძიმე დაუნსვინგის შემდეგ მისი პროფიტი $628.420 დოლარით შემცირდა.
JayP-AA-ზე ბევრი არაფერია ცნობილი. ის ომაჰას მაღალი ლიმიტების რეგულარია 2011 წლის შემდეგ. ბოლო წარმატებული პერიოდი, მის კარიერაში საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს. მან მძიმე 2014 წელი გამოიარა დიდი წაგებებით, რის გამოც მისი კარიერული მოგება $800.000 დოლარზე ნაკლებს შეადგენდა.
ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ კი, წლის ყველაზე წარუმატებელ მოთამაშედ, სავარაუდოდ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პოკერის პროფესიონალი, ფილ აივი მოგვევლინა. 2015 წელი აივისთვის ონლაინ პოკერის მხრივ ძალიან მძიმე გამოდგა, იგი $1.584.470 დოლარს აგებს. ზოგადად კი, წლევანდელი წელი მისთვის ბევრი აღმართ-დაღმართით ხასიათდება. მან მოიგო Aussie Million Super High Roller ტურნირი, რომლისთვისაც $2.205.000 ავსტრალიური დოლარი გადაეცა. კრაისლერის რეკლამაში მისმა გამოჩენამ, ბოლო დღეებში, დიდი აჟიოტაჟი გამოწვია. მას ასევე მოქმედი სასამართლო პროცესი აქვს კაზინო "ბორგატას" წინააღმდეგ, სადაც მას აღნიშნული კაზინო $9.6 მილიონ დოლარს ედავება. შეგახსენებთ, რომ ფილ აივიმ 2012 წელს ბორგატაში, ბაკარას თამაშისას, $9.6 მილიონი დოლარი მოიგო, სადაც ის ე.წ. "edge sorting"-ს იყენებდა.
კრაისლერ300-ის რეკლამა ფილ აივის მონაწილეობით
[video:https://www.youtube.com/watch?v=zwC1icvy4mg align:left autoplay:0]