დენიელ ნეგრანუმ 'ტვიჩის' პირდაპირ ეთერში მოშარდა

'ტვიჩის' ლაივ სტრიმინგის მზარდი პოპულარობის შესახებ ინფორმაცია, ჩვენ მკითხველს აქამდეც ექნებოდა გაგონილი. აპრილის დასაწყისში, 'ტვიჩის' ექაუნთზე, კანადელი პროფესიონალი, დენიელ ნეგრანუ დარეგისტრირდა და მისი პირველი თამაში ათასობით მაყურებელს აჩვენა. თუმცა ეს ფლეი მანი მაგიდებზე ხდებოდა, რაც ნამდვილად არ იყო საკმარისი აჟიოტაჟისთვის. 20 აპრილს, კანადელმა მოთამაშემ უკვე სერიოზულად მოკიდა საქმეს ხელი და თავისი ქეშ გეიმ სესიების პირდაპირ ეთერში გაშვება დაიწყო. პირველი, სამსაათიანი $400/$800 8-game-ის თამაშის შემდეგ, ნეგრანუმ $50.000 დოლარი მოიგო.

მას ამჟამად 14.000 ფოლოუერი ყავს, ხოლო მის თამაშებს, მთელი მსოფლიოდან, მილიონობით ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებს. მისი არხი, დროსთან ერთად, უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს და შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე ხშირად ყურებადი სტრიმერია 'ტვიჩზე'. ცხადია, ნეგრანუსგან ამ ფაქტის გამოუყენებლობა "უხერხული" იქნებოდა. ერთ-ერთი სესიის დროს, 'კიდ პოკერმა' თავისი ადამიანური ბუნება ასიათასობით ადამიანის წინაშე წარმოაჩინა. 

 

რუმები

ქართული უცხოური