დუჰამელი და ჯეიკობსონი - ყველაზე რეიტინგული მსოფლიო ჩემპიონები
ყოველ კვირას, Global Poker Index (GPI) აქვეყნებს ტურნირების საუკეთესო 300 მოთამაშის სიას. სიის შესადგენად გამოიყენება ფორმულა, რომელიც ითვალისწინებს მოთამაშეთა ბოლო 6.5 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს. GPI წლის საუკეთესო მოთამაშეების სიასაც აქვეყნებს, რომელიც შედგენილია მოთამაშის 6 თვიანი ინტერვალის შედეგების მიხედვით.
2015 წლის GPI-ის საუკეთესო მოთამაშე
ადგილი | მოთამაშე | GPI ქულები | ცვლილება |
1 | დიმიტრი ურბანოვიჩი | 3380.70 | - |
2 | სკოტ სივერი | 3023.15 | - |
3 | ივან ლუკა | 2978.00 | - |
4 | კონორ დრინანი | 2919.17 | - |
5 | სტივ ო’დუაიერი | 2703.32 | +1 |
6 | ჯო ქიუთერი | 2545.91 | -1 |
7 | ნიკოლას პეტრანგელო | 2326.16 | - |
8 | რამინ ჰაჯიევი | 2228.48 | - |
9 | ვლადიმირ დობროვოლსკი | 2152.88 | - |
10 | სორელ მიცი | 2136.93 | +4 |
წინა კვირას, EPT-ის დასრულების შემდეგ, სიების მუდმივი ცვლილებები და მოთამაშეთა ზემოთ-ქვემოთ მოძრაობ ცოტა ხნით შენელდა. მაგრამ პაუზა დიდხანს არ გასტანს, რადგან 2015 წლის WSOP-ის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
დიმიტრი ურბანოვიჩი უკვე მეცხრე კვირაა პირველ პოზიციას ინარჩუნებს. სტივ ო’დუაიერმა და ჯო ქიუთერმა, ათეულში, ადგილები გაცვალეს. სორელ მიცი კი, 2015 წლის, ამსტერდამში ჩატარებულ WPT-ის მეინ ივენთზე მეათე ადგილის დაკავების შემდეგ, ოთხი პოზიციით დაწინაურდა და წლის მოთამაშეთა სიის ათეულში შევიდა.
GPI 300-ის ტოპ 10 მოთამაშე
ადგილი | მოთამაშე | GPI ქულები | ცვლილება |
1 | სკოტ სივერი | 3970.10 | - |
2 | ოლე შემიონი | 3859.58 | - |
3 | დენ სმიტი | 3828.71 | - |
4 | დევიდ კიტაი | 3754.14 | - |
5 | ბაირონ კავერმანი | 3670.28 | - |
6 | ჯეისონ მერსიერი | 3631.66 | - |
7 | სტივენ ჩედვიკი | 3606.35 | - |
8 | სორელ მიცი | 3495.18 | +1 |
9 | პრატიუშ ბუდიგა | 3451.41 | +1 |
10 | ბრაიან კენი | 3440.37 | -2 |
გლობალ პოკერ ინდექსის ტოპ მოთამაშეებში, ეს კვირა საკმაოდ მშვიდი გამოდგა. პირველ შვიდ ადგილზე არანაირი ცვლილება არ მომხდარა. სკოტ სივერი უკვე მეოთხე კვირაა ტურნირების საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. სორელ მიციმ, WPT-ის მეინ ივენთით, ამ ლისტშიც მოახერხა პოზიციის ამაღლება.
ჯონათან დუჰამელი და მარტინ ჯეიკობსონი, მსოფლიო ჩემპიონების იმ მცირერიცხოვან გამონაკლისს მიეკუთვნებიან, ვინც დღემდე აქტიურად არიან თამაშში ჩართულები და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა ნებისმიერ ლისტინგში მოწინავე პოზიციებს იკავებენ. 2013 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ჯონათან დუჰამელი GPI-ის ტოპ 30 მოთამაშიდან ერთხელაც არ ჩამოქვეითებულა.
ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია 2003 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონების ამჟამინდელი და საუკეთესო GPI პოზიციები.
WSOP-ის წელი | მოთამაშე | ამჟამინდელი GPI | საუკეთესო GPI |
2014 | მარტინ ჯეიკობსონი | 15 | 8 |
2013 | რაიან რისი | 303 | 199 |
2012 | გრეგ მერსონი | 487 | 63 |
2011 | პიუს ჰაინცი | 17.303 | 214 |
2010 | ჯონათან დუჰამელი | 29 | 5 |
2009 | ჯო კადა | 1076 | 316 |
2008 | პიტერ ისტგეიტი | 30629 | 1677 |
2007 | ჯერი იანგი | 7250 | 2565 |
2006 | ჯეიმი გოლდი | 3340 | 2724 |
2005 | ჯო ჰეშემი | 1917 | 78 |
2004 | გრეგ რეიმერი | 540 | 256 |
2003 | კრის მანიმეიკერი | 3090 | 275 |