არა ტილტს. ნაწილი 1

აბსოლუტურად ყველამ იცის რომ ტილტი არის ერთერთი უდიდესი პრობლემა პოკერის მოთამაშეების და ძალიან ბევრს ამ პრობლემამ გზა მოუჭრა მაღალი ლიმიტებისაკენ. დღეს განვიხილავთ ამ ფენომენის  შესაძლო პრევენციის სხვავდასხვა შესაძლებლობებს პრაქტიკაში.

აღნიშნული თემა განხილული იქნება ორ ნაწილად. პირველ თემაში განვიხილავთ ტილტის მიზეზებს, პრობლემატკას და მოქმედების პრინციპებს. განვიხილავთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ მომზადებული მივუდგეთ თითოეულ სათამაშო სესიას და რამდენად მნიშვნელოვანია შევარჩიოთ შესაბამისი მაგიდები, ასევე მაგიდების რაოდენობა.

შემდეგ თემაში ვისაუბრებთ “Down-წესის” შესახებ. ჩვენ განვიხილავთ ბანკროლის შენარჩუნების და კონტროლის ღონისძიებებს, ასევე ყურადღებას მივაქცევთ სხვა ასპექტებს რომელიც დაგვეხმარება თავი დავაღწიოთ ტილტს.

მიზეზები

რატო ვვარდებით ტილტში? მთელი მიზეზი დისპესიაშია და იმაში რომ ამის გამო, კარგი თამაშის პირობებშიც კი ჩვენ ყოველთვის ვერ ვახერებთ მოგებას მოკლე დისტანციაზე. დისპერსია ისევე როგორც დაუნსვინგი და აფსვინგი, ბევრჯერ იყო ახსნილი სხვადასხვა მათემატიკური გამართლებით , და დღეს არ ვაპირებთ კიდევ ერთხელ შევაჩეროთ ამაზე ყურადღება.

დღეს არ შევჩერდებით იმ თემაზე თუ რა იწვევს ტილტს და როგორია ამ მდგომარეობის ემოციური მიზეზები. ამის შესახებ არსებობს სხვა უამრავი მასალა, რომელთაც შეიძლება გაეცნოთ. ამის ნაცვლად ჩვენ კონცენტრირებას მოვახდენთ იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ რომ შეძლებისდაგვარად თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ ტილტის საფრთხის შანსი.

პრობლემატიკა

რატომ არის ტილტი ერთერთი მთავარი პრობლემა პოკერის მოთამაშეებისათვის? ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ პოკერი ძალიან კარგად, სწორად გავათამაშოთ  პრეფლოპ და პოსტფლოპ რაუნდები, ვაკეთოთ სწორი ფსონები ველიუსთვის და სხვა, მაგრამ მიუხედავად ამისა აბსურდულ სიტუაციებში მაინც დავკარგოთ სტეკი. ბევრი მოთამაშე ზუსტად იმახსოვრებს ასეთ გათამაშებებს, და სესიის განმავლობაში თუ მის შემდეგ მოსვენებას არ აძლევს შეკითხვა: „როგორ შეიძლებოდა ეს ასე მომხდარიყო…!?“.

რა თქმა უნდა სტეკის არააუცილებელ დაკარგვას ყოველთვის ცუდად აღვიქვამთ, მაგრამ ყველაზე მთავარია რომ წაგებული გათამაშების გამო, გამოწვეული უკმაყოფილება ტილტში არ გადაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგულ სტეკს წმინდა სტატისტიკურად მინიმუმ 2 არაუცილებელი სტეკის წაგება დაემატება, რომელსაც დისპერსია აღარ დაგვიბრუნებს.

მოქმედების პრინციპი

როგორ ვლინდება ტილტი? ზოგიერთი მოთამაშე ხდება ძალიან პასიური, ზოგი კი ზედმეტად აგრესიული. ზოგიერთები ტილტში ხდებიან მანიაკები და ძალაინ ხშირად ბლეფობენ, სხვები პირიქით, გადაიქცევიან ავტომოპასუხეებად, ხშირად იმიტომ რომ მივიდნენ შოუდანამდე. ასეა თუ ისე ნათელია რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამისგან კარგი არაფერი გამოვა.

ნებისმიერი გადახვევა, ჩვენი სტანდარტული, სწორი თამაშისგან უარყოფითად მოქმედებს ვინრეითზე. ჩვენ ვიწყებთ თამაშში შესვლას ჩვენთვის არატიპიურ შემთხვევებში და შედეგად ვწყვეტთ კორექტულად თამაშს. ამასთან ერთად რა თქმა უნდა გვეკარგება კონცენტრაციაც. ჩვენ ვიწყებთ ყურადღების მეტად დათმობას ჩვენს კარტზე, ვიდრე ოპონენტის კარტზე და უმრავლეს შემთხვევაში თანდათანობით ვიწყებთ საკუთარი ხელის ზედმეტად ოპტიმისტურად შეფასებას.

მომზადება

ჩვეულებრივ სესიისთვის მზადებასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად მოთამაშეები იწყებენ სესიას არამოტივირებულები ან იმ ძირითად ი მოცემულობით - არ წავაგო. და წაგების შემთხვევაში, შემდეგ სპეციალურად ეძებენ ბედბითებს და აქვეყნებენ ფორუმებზე, და წუწუნებენ იმაზე რომ მათ არ უმართლებთ და რომ პოკერი ჩვეულებრივი აზარტული თამაშია  და მის მოსაგებად საჭიროა გამართლება.

თუ ჩვენს ყოველ სესიას დავიწყებთ ასეთი განწყობით, მაშინ შედეგად იგივე განწყობები დაგვეუფლება. შედეგად ასეთი მოთამაშე კარგავს გამბედაობას, თვითრწმენას და თავისი საკუთარი  თამაშის ნდობას. ის ყველა კუთხეში ელოდება წაგებას, რომელიც კიდევ ერთხელ დაარწმუნებს რომ, ყველაფერი ძალიან ცუდად არის.

თუ მუდმივად იქნებით იმის მოლოდინში რომ თქვენ დაკარგავთ მთელ სტეკს, მაშინ დარწმუნებული იყავით რომ ეს მართლა ასე მოხდება. შედეგად რას მოიცავს თავის თავში ასეთი მოცემულობა?  ფაქტიურდ მოთამაშე  იწყებს თავის სესიას  როცა უკვე იმყოფება ტილტის მდგომარეობაში!

რა უნდა გავაკეთოთ ასეთ სიტუაციაში? ბევრი სვამს შეკითხვას, აქვს თუ არა აზრი პაუზის გაკეთებას, თუ რაღაც არ გამოგვდის. პასუხი საკმაოდ მარტივია: თან კი და თან არა!

თუ თქვენ ყველაფრის მიუხედავად დარწმუნებული ხართ რომ ითამაშებთ კარგად და შედეგები თქვენზე არ მოახდენს ზეგავლენას, მაშინ უნდა გააგრძელოთ თამაში. სვინგი - ეს ნორმალური მოვლენაა, რომელიც ყველა ნორმალურმა მოთამაშემ უნდა გადაიტანოს, ვინაიდან მას უნდა ესმოდეს რომ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა.

თუ კი თქვენ თავიდანვე დგებით ტილტის საშიშროების წინაშე, ანუ თუ თქვენ სესიას იწყებთ ძალიან ცუდი განწყობით, მაშინ თქვენ ვალდებული ხართ გააკეთოთ სათამაში პაუზა. ყოველი სესიის წინ უკეთესია საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვა, გაქვთ თუ არა საერთოდ სათამაშო განწყობა, ხართ თუ არა საკმარისად კონცენტრირებული ამ მომენტში, შეგიძლიათ კი ითამაშოთ თქვენი საუკეთესო პოკერი? ამასთან ერთად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოთ კონცენტრაცია სესიის პერიოდში და არ უნდა დაივიწყოთ თამაშის თეორია.

თვითრწმენა სტარტის წინ

თუ თქვენ არ ხართ კმაყოფილი თქვენი თამაშით, მაგალითად თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში როდესაც ღებულობთ ძვირადღირებულ გადაწყვეტილებებს, მაშინ თქვენ უნდა მიიღოთ  შემდეგი ზომები.

სესიის წინ კონცნტრაცია უნდა გააკეთოთ და გაანალიზოთ თქვენი სუსტი მხარეები. თუ მე ვიცი რომ ხშირად ვაგებ სტეკს ოვერწყვილით ან კიდევ მაგალითად ჩემს სუსტ მხარეს წარმოადგენს თერნზე თამაში, ვინაიდან აქ მე სისუსტეს ვაჩენ, მაშინ ამ სესიის დროს ვალდებული ვარ მიზანმიმართულად ყურადღება გავამახვილო თამაშის ამ ასპექტებზე. რაც უფრო კონცენტრირებული ვარ სესიის დროს, მით ნაკლები ადგილი რჩება გონებაში ტილტისათვის.

ეცადეთ რომ თქვენს ირგვლივ შეიქმნათ სასიამოვნო ატმოსფერო. სასიამოვნო „სამუშაო ადგილი“, საყვარელი სასმელი, კარგი მუსიკა, რომელიც გამშვიდებთ.  აუცილებელია რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ თამაში დავიწყოთ სასიამოვნო განწყობით და საკუთარ თავში და საკუთარ ძალებში ვიყოთ დარწმუნებულები.
ასევე არის შესაძლებლობა ზუსტად სესიის წინ შეაფასოთ რომელიმე გათამაშება ან წაიკითხოთ რომელიმე თეორიული მასალა. სხვადასხვა ხელების განხილვისას ჩვენი გონება ასე  ვთქვათ „ხურდება“. შედეგად ჩვენ  ვიწყებთ სესიას  უკვე  მომზადებულები და უკვე  განწყობილები  პოკერ  აზროვნებისთვის. ამას  გარდა ჩვენ  შეიძლება გამოვიყენოთ რომელიმე მეთოდი ახალწაკითხული მასალიდან ან ვიდეოში ნანახიდან.

ნებისმიერ შემთვევაში ნახევარსათიანი გახურება სესიის წინ არავითარ შემთხვევაში არ დაგაზარალებთ. ამას გარდა ყოველი სესიის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი მუხტი მოტივაციისთვის რომ შეისწავლოთ და გადახარშოთ მოსაწყენი თეორია. მსგავსი მზადების პროცესი აუმჯობებსებს თქვენს კონცენტრაციას და საშუალებას გაძლევთ უკეთესად მოემზადოთ  შემდეგი სესიებისთვის.

მაგიდების შერჩევა

ტილტის პრობლემის განხილვისას, სათანადოდ არ ფასდება მაგიდების სწორად შერჩევის როლი. რატომ არ ანიჭებენ მოთამაშეები მაგიდების სწორად შერჩევას დიდ ყურადღებას  და ნამდვილად არის თუ არა ეს ასე მნიშვნელოვანი?

გარდა ამისა საინტერესოა ის საკითხი თუ რამდენ მაგიდაზე უნდა ვითამაშოთ? შემიძლია თუ არა განვსაზღვრო რამდენ მაგიდაზე შემიძლია ჩემი საუკეთესო პოკერის თამაში? ვიცი თუ არა სად არის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი?  ერთნაირია თუ არა ამ დროს ჩემი საათობრივი ვინრეითი?

დავიწყოთ განხილვა მაგიდების შერჩევით. ხშირ შემთხვევაში მიზეზი იმისა თუ რატომ არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას ამ ელემენტს არის - ბანალური სიზარმაცე. მე ვარჩევ მაგიდების რაოდენობას რომელზედაც უნდა ვითამაშო, ვჯდები, ვახარისხებ და მაშინვე შემიძლია თამაშის დაწყება. და მხოლოდ რაღაც დროის გასვლის შემდეგ ვხვდები რომ ესა თუ ის მაგიდა არ არის ოპტიმალური, ძალიან აგრესიულია, არ არი ან ფიშები ან მაქვს ცუდი პოზიცია. ახლა მე უნდა ვეძებო ახალი მაგიდა და ორიენტაცია უნდა ავიღოთ ბანკის ზომაზე და ერთ საათში გათამაშებული ხელების რაოდენობაზე, ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ არის თუ არა მაგიდაზე ფიშები და რამდენად ნაცნობი ოპონენტები არიან. ეს არ არის იოლი ამოცანა. ამავე დროს მე უყურდღებოდ მრჩება სხვა მაგიდები და შესაბამისად ვკარგავ კონცენტრაციას. და რა თქმა უნდა რჩება კითხვა, ნამდვილად იქნება თუ არა სხვა მაგიდაზე გადაჯდომა უკეთესი ვარიანტი? ხომ არ ვკარგავ ამ დროს ძვირფას გათამაშებებს, როდესაც ვხურავ ამ მაგიდას?

და თუ დავრჩი ამ მაგიდაზე, მაშინ მე უკვე არ განვიხილავ ჩემს უპოზიციობას მანიაკთან - როგორც პრობლემას და ამის ნაცვლად ვიწვევ მას ბრძოლაში. ასე რომ მე ვცდილობ გავაკეთო ფული სხვა მაგიდებზე და დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები ამ მაგიდაზე აგრესიული ოპონენტების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა როდესაც ვარჩევდი მაგიდებს მსგავსი მიზანი არ მამოძრავებდა. თუმცა ახლა. გარემოებათა გამო მე ვრჩები თამაშში და ჩემი ოპონენტებ ის აგრესიულობის გათვალისწინებით მე მზად ვარ გარკვეულ სიტუაციებში ვითამაშო მაგალითად 4-ბეთი.

ახლაც კი როდესაც უკვე ვიცი რომ მანიაკი სინამდვილეში კარგი მოთამაშეა, მისი 4-ბეთების წინააღმდეგ მე მაინც ვრჩები გათამაშებაში უფრო მეტი ლუზ ხელების სპექტრით, ვიდრე ჩვეულებრივ მაგიდასთან თამაშისას და ეს ბუნებრივია, ვინაიდან მე ადაპტირება უნდა გავუკეთო ჩემს თამაშს მსგავს ლუზ ოპონენტთან. ჩვენ ვიცით რომ ამ მაგიდაზე არ არის ფიშები და ფაქტიურად ჩვენ შეგვეძლო ეკონომია გავეკეთებინა დროის და ფულის თუ არ დავჯდებოდით ამ მაგიდაზე. მაგრამ ახლა ჩვენ ვრჩებით თამაშში და იძულებულები ვართ მივიღოთ რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც ამავე დროს იქნება საკმაოდ ძვირი და შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული დისპერსია . ნათელია რომ ასეთ მაგიდაზე თამაშისას ჩვენ პრაქტიკულად არ გვექნება +EV. თუ მაგიდაზე მხოლოდ ძლიერი მოთამაშეები სხედან, მაშინ არავინ არ გააკეთებს წამგებიან სვლებს და ამიტომ თქვენ უბრალოდ ითამაშებთ კაზინოსთვის რეიკის მისაცემად.

ამასთან ჩვენ ვადგავართ სწორ გზას შესაძლო ტილტთან. იმ დროს როდესაც სხვა მაგიდები ძალიან კარგად ერგება ჩვენს თამაშს, ნაცვლად იმისა რომ ვითამაშოთ ჩვენი საუკეთესო პოკერი ამ მაგიდებთან და კონცენტრირება გავაკეთოთ მომგებიან სიტუაციებზე, ამ დროს დიდ დროს ვუთმობთ ძლიერ მაგიდას რომელიც შეგვეძლო რომ დიდი ხნის წინ დაგვეხურა. ახლა ჩვენ კონცენტრირებული ვართ ძლიერ სვლებზე ძლიერ მაგიდაზე და ვცდილობთ გავაანალიზოთ სიტუაცია რომლებიდანაც არ გვინდა რომ გამოგვაგდონ ბანკიდან ბლეფით. ჩვენ ვცდილობთ დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები გარკვეულ –EV სიტუაციებში, და ამავე დროს უგულველეყოფთ სხვა მაგიდებს.

შემდეგ ხდება ის რაც ავღწერეთ. ჩვენ ვაგებთ სტეკს სხვა მაგიდაზე, შემდეგ კიდევ ერთ სტეკს ფიშთან გათამაშების დროს. შემდეგ ჩვენ ვიწყებთ მდგომარეობიდან გამოსვლას და გადაჭარბებით ვაფასებთ ტოპ წყვილს, შემდეგ კი ვკარგავთ ჩვენს მესამე სტეკს. ჩვენ ვეშვებით მთიდან და ვხვდებით ტილტის ფაზაში. ჩვენი პულსი ავარდა ზეცაში, კონცენტრაციაზე საუბარიც კი არაა, ჩვენს საუკეთესო თამაშზე საუბარიც კი არ ღირს.

ნაცნობი სიტუაციაა?

როგორ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება? საკმარისი იყო რომ ცოტა მეტი დრო დაგვეთმო მაგიდის შეფასებაზე და დაგვეტოვებინა ისეთი მაგიდა სადაც დანამდვილებით არ შეიძლებოდა გვეთამაშა მომგებიანად.

ამასთან ერთად რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ რამდენ მაგიდაზე ვთამაშობთ. ეს ძალიან სპეციფიური ასპექტია, რომელიც ბევრად არის დამოკიდებული კონკრეტული მოთამაშის შესაძლებლობებზე. ბევრი მოთამაშე უპრობლემოდ თამაშობს ძალიან ბევრ მაგიდაზე ერთდროულად . შესაძლებელია სხვებს არ ქონდეთ მსგავსი ტალანტი და ნიჭი. გადამეტებული მაგიდების რაოდენობის პირველი ნიშანი არის გადაწყვეტილებების ზერელედ მიღება. რატომ უნდა შევაფასო ოპნენტების მონაცემები თუ მე მაინც არ მაქვს დრო ზუსტად შევაფასო და ინტერპრეტირება გავუკეთო მათ თამაშის  და მივიღო ნამდვილად სწორი და კონცენტრირებული გადაწყვეტილება?

ის ვინც ცდილობს რომ გააუმჯობესოს თავისი თამაში და მიიღოს უკეთესი გადაწვეტილებები ოპონენტის სტატსებიდან გამომდინარე, თამაშობს არაუმეტეს 4 მაგიდისა. სხვა დანარჩენი რომელიც სცდება ამ რაოდენობას, უკვე დამოკიდებულია მოთამაშის შესაძლებლობებზე და განისაზღვრება პარქტიკით.

მოთამაშეები რომლებიც მაშინვე ათამაშებენ ძალიან ბევრ ხელებს, იძულებულნი არიან 15 წამის განმავლობაში შეაფასონ თავისი პოზიცია ძალიან ბევრი ოდენობის მაგიდაზე, შეაფასოს თავისი ხელი, ოპონენტები, მათი სტატისტიკა, შეაფასოს თამაშის შესაძლო ვარიანტები არა მხოლოდ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ,არამედ სხვა მომდევნო ქუჩებზეც, საერთო ჯამში უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება. თქვენ უნდა დაუსვათ თავს შეკითხვა, უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობენ თუ არა უფრო ნაკლები რაოდენობის მაგიდაზე თამაშისას და არის თუ არა ამ დროს მათი თამაშის ხარისხი  და თქვენი გადაწყვეტილებების საშუალო ეფექტურობა უკეთესი?

რაც უფრო მეტ მაგიდას თამაშობთ, მით მეტი პირობითად ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ამას გარდა თუ თამაშში გროვდება შეცდომები და თუ თქვენს თამაშში არის  თქვენი საუკეთესო თამაშიდან გადახვევები, მაშინ რვა მაგიდაზე უფრო მეტი დანაკარგი გექნებათ, ვიდრე ვთქვათ ოთხზე.

ასე რომ, ჩვენ უნდა დავისახოთ მიზნად ვითამაშოთ იმდენ მაგიდაზე რამდენსაც გავქაჩავთ თავისუფლად. ამასთან ერთად ყურადღებით უნდა მივუდგეთ მაგიდის შერჩევის მომენტს და მშვიდად დავტოვოთ მაგიდა თუ სათამაშო სიტუაცია მძიმდება. ამასთან უნდა ეცადოთ ითამაშოთ მხოლოდ მომგებიან სიტუაციებში და შეძლებისდაგვარად ვეცადოთ თავიდან ავირიდოთ ტილტში ჩავარდნა.

დასკვნა

დღეს ჩვენ განვიხილეთ მხოლოდ რამოდენიმე ასპექტი, თუ როგორ შეიძლება თავი ავარიდოთ ტილტში ჩავარდნას. ამასთან განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ სესიისთვის მომზადების პროცესს და მოტივაციის ამაღლებას, ასევე სათამაშო მაგიდების შერჩევას.

თეგები

რუმები

ქართული უცხოური