წინა ნაწილში ჩვენ განვიხილეთ ტილტის თემა და გავარჩიეთ რამოდენიმე ქმედება, რომლებიც შეიძლება დაგვეხმაროს რომ თავიდან ავირიდოთ ეს მდგომარეობა.
დღეს ჩვენ განვიხილავთ «Down-წესს», ასევე ბანკროლ მენეჯმენტის პრობლემატიკას და მის ზეგავლენას ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. ასევე გავამახვილებთ ყურადღებას სხვა ფაქტორებზეც.
თუ მოთაშეს შეგნებული აქვს რომ მას შეუძლია ებრძოლოს ტილტს, მაშინ აქვს აზრი დააყენოთ ზღვარი სესიის მაქსიმალური მინუსის, რომლის შემდეგაც აუცილებელია რომ დატოვოთ მაგიდა.
ამასთან ეს არ ნიშნავს არანაირ სვინგს, უბრალოდ ითვლება რომ დღეს ჩემი დღე არ არის და დღეს უბრალოდ ძალიან არ მიმართლებს.
თუ შეგიძლიათ თავი აარიდოთ ტილტში ჩავარდნას, მაშინ ეს წესი სავარაუდოდ თქვენ არ გამოგადგებათ, მაგრამ სინამდვილეში ვინ იტყვის რომ ეს პრობლემატიკა მას არ ეხება?
რეკომენდირებულია გამოიყენოთ „სამი სტეკის წაგების“. წესი. მიუხედავად იმისა რომ ეს კონსერვატიულად ჟღერს და მაშინაც რომ ვთვლი რომ ტილტში არ ჩავვარდნილვართ, მაინც კარგია ამ წესის გამოყენება. თუ სესიაზე დაკარგავთ სამ სტეკს, უკეთესია შეწყვიტოთ სესია.
ამასთან არ უნდა დაუსვათ თავს კითხვა, დღეს ძალიან ცუდად ვთამაშობდი თუ უბრალოდ იღბალი არ მწყალობდა? რა თქმა უნდა შეიძლება ისე მოხდეს რომ სესიის დასაწყისში ჯიბის მეფეებით წავაგო ჯიბის ტუზებთან, სეტით წავაგო მაღალ სეტთან და დიდ ბანკში ორი წყვილით სთერითთან. და ამასთან ზუსტად ვთქვა რომ ყველა ხელი გათამაშებული იყო ოპტიმალურად. კარგად უნდა გვესმოდეს რომ ეს იყო უბრალოდ ბედბითები. ასეთი სიტუაციის წინააღმდეგ უძლურები ვართ და უნდა გვესმოდეს რომ ეს არის პოკერის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი.
ამასთან რა კითხვები უნდა დავუსვათ თავს: როგორ დავკარგავ IV ან V სტეკს? მაშინაც კი სამჯერ ოპტიმალურად ვითამაშე და უბრალოდ არ გამიმართლა, შევძლებ კი მეოთხეჯერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ კიდევ გავაკეთო ჩემი საუკეთესო ხელის დემონსტრირება? გავლენას ახდენს ჩემს თამაშზე ის რომ მე დავკარგე სამი სტეკი? ხომ არ ვიწყებ ჩემი ხელების ზედმეტად ოპტიმისტურად გათამაშებას? მინდა თუ არა გავაგრძელო ჩემი იღბლის გამოცდა დღეს? რამე მეუბნება იმას რომ მე დღეს უნდა შევწყვიტო სესია და გავაანალიზო ნათამაშები დაარიგებები, რის შემდეგაც რამოდენიმე საათის შემდეგ კვლავ განვაგრძო სესია ახალი ძალებით?
სინამდვილეში კი ძალიან რთულია სამი სტეკის დაკარგვის შემდეგ შეინარჩუნო სიმშვიდე და შესაბამისად გააგრძელო შენი საუკეთესო პოკერის თამაში. სრულიად შესაძლებელია რომ ტილტის მდგომარეობა დარჩეს შეუმჩნეველი და შეიძლება მხოლოდ გამოიხატოს რამოდენიმე მარგინალურ გადაწყვეტილებით პრეფლოპ ეტაპზე. მაგრამ შედეგად ზუსტად ეს გადაწყვეტილებები გვაყენებენ მძიმე სიტუაციებში რომელშიც ვრისკავთ დავაკარგოთ მორიგი სტეკი.
ხშირად ხდება რომ სესიის მიმდინარეობისას დიდი ხნის განმავლობაში არ გვიმართლებს და მხოლოდ თამაშის ბოლოს ვამჩნევთ რომ ნამდვილად ტილტის მდგომარეობაში ვთამაშობდით და უკანასკნელი სტეკიც ამის გულისათვის წავაგეთ. თუ მე დავკარგე მხოლოდ ერთი სტეკი კვირაში ტილტის გამო, როგორ გამოიხატება ეს ჩემს ვინრეითზე? ამ სტატიის ფარგლებში თავს შევიკავებთ მათემატიკური თეზისებისგან და ყველა შესძლებს თავისთვის განსაზღვროს ამ კითხვაზე პასუხი დამოუკიდებლად. გავაკეთოთ უნდა თუ არა ყველაფერი იმისათვის რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი დანაკარგები?
ამასთან ეს წესი დაგვეხმარება ჩვენ არამარტო ერთი სესიის მიმდინარეობისას. ხშირად გვსმენია სხვა მოთამაშეებისგან რომ ერთი სესიის მიმდინარეობისას დაკარგეს 10 სტეკი და ეხლა სრულიად პარალიზებული არიან.
სინამდვილეში, უმრავლეს შემთხვევებში სესიისას 10 სტეკის დაკარგვაში წვლილი მხოლოდ იღბალს არ მიუძღვის, არამედ ჩვეული სწორი თამაშისგან გადახვევას, კონცენტრაციის და თვითრწმენის დაკარგვას. ასეთი რამ უბრალოდ არ უნდა მოგვივიდეს.
ასეთი რამ რომ არ მოგივიდეთ და თავი დაიცვათ მსგავსი სიტუაციებისგან, უბრალოდ 3 სტეკის დაკარგვის შემდეგ უმჯობესია დაამათავროთ სესია.
ამიტომ თქვენ ყოველთვის დარწმუნებული იქნებით საკუთარ თავში რომ ყველაზე ცუდ დღესაც თქვენ ერთ სესიაზე არ წააგებთ ბანკროლის მნიშვნელოვან ნაწილს, ვინაიდან თქვენ დაცული ხართ ამისგან თუ მკაცრად დაიცავთ Down-წესს. ძალიან ბევრ მოთამაშეს ეს წესი ეხმარება.
რა თქმა უნდა მეტად სავარაუდოა რომ ტილტში ჩავარდე მხოლოდ რამოდენიმე სტეკის დაკარგვის შემდეგ. დავუშვათ რომ ჩვენ ვამჩნევთ როგორ ავენთეთ ემოციურად როდესაც წავაგეთ პირველი ორი ხელი. მაგრამ ამასთან ვიცით რომ თუ კიდევ ერთ სტეკს წავაგებთ, იძულებული ვიქნებით დავამთავროთ სესია. რა თქმა უნდა სულაც არ მოგვწონს იდეა რომ დავამთავროთ სესია მაშინ როცა სულ რამოდენიმე ხელი ვითამაშეთ. აი ზუსტად ეს გვიბიძგებს იქითკენ რომ მესამე სტეკს არ დავემშვიდობოთ საეჭვო სიტუაციაში. ამ წესის დამსახურებით შესაძლებელია კვლავ მაქსიმალურად კონცენტრირებულად ითამაშოთ და ეს იძულებულს გაგხდით რომ კვლავ ითამაშოთ თქვენი საუკეთესო პოკერი.
თუ თქვენს თამაშშიც ხედავთ ანალოგიურ პრობლემებს მაშინ აუცილებლად შესასრულებელი რეკომენდაციაა რომ სინჯოთ ამ წესის გამოყენება პრაქტიკაში. თუ თქვენ არ გინდათ შეასრულოთ ეს წესი იმიტომ რომ დასაწყისში გაქვთ მცირეოდენი ტილტი, მაშინ ვალდებული ხართ აიძულოთ თქვენი თავი რომ ითამაშოთ თქვენი საუკეთესო პოკერი.
ბანკროლ-მენეჯმენტი
ბანკროლ-მენეჯმენტი - ეს ერთერთი უმთავრესი წინაპირობაა პოკერის წარმატებულად თამაშისათვის. ყველაზე გამორჩეული უნარიც კი ვერ დაგემხარებათ, თუ კი თქვენს ფულს ჩადებთ კოინფლიპში (ან წითელზე და შავზე რულეტკაში). რა თქმა უნდა ეს ყველაზე უკიდურესი შემთხვევაა, მაგრამ სინამდვილეში თითქმის ამ ფორმით გამოიყურება ბანკროლის დაკარგვა.
აქაც არ გამოვიყენებთ მათემატიკურ გამოთვლებს, მხოლოდ პირველ რიგში გვინდა შევხედოთ როგორ არის ბანკროლ-მენეჯმენტი დაკავშირებული ტილტთან. ძირითადი რჩევა ასე გამოიყურება: ვინც ხშირად ვარდება ტილტში, ვალდებულია აწარმოოს კონსერვატიული ბანკროლ მენეჯმენტი. დარწმუნებით შეიძლება ითქვა რომ ეს გამოთქმა სწორია მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის არ არის მოხმარებადი.
ჩვენს თემაში განვიხილავთ ჩვეულებრივ ტილტს, რომელიც ერთჯერ მაინც დამართნია ყველას. ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა არის თავი ავარიდოთ ამ მოვლენას. ის რჩევა რომ იქონიოთ 50 სტეკის ოდენობის ბანკროლი, არ არის საკმარისი იმისათვის რომ ეს დაგეხმარებათ გაექცეთ ტილტს.
ნათელია რომ ამის ძირითად ასპექტს მაინც წარმოადგენს ის რომ ძალიან კონსერვატიული ბანკროლ-მენეჯმენტისას, ერთი სტეკის დაკარგვა არც ისე მტკივნეულია ვიდრე აგრესიული ბანკროლ-მენეჯმენტისას. შეკითხვა რომელიც თავს უნდა დავუსვათ, მდოგმარეობს შემდეგში : გავლენას ახდენს თუ არა ჩემი ბანკროლი ჩემს გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ვღებულობთ მაგიდაზე?
განსხვავება აგრესიულ და კონსერვატიულ ბანკროლ-მენეჯმენტებს შორის ნათელია: აგრესიულის დროს ჩვენ სწრაფად ავდივართ ლიმიტებზე თუ ყველაფერი ვითარდება წარმატებულად, მაგრამ ამავე დროს უნდა იცოდეთ ისევე სწრაფად დაეშვათ ქვედა ლიმიტზე თუ ვკარგავთ სტეკებს. ზუსტად ამისათვის ბევრი მოთამაშე არ არის მზად, ვინაიდან ყოველი ლიმიტის შემცირებას ისინი აღიქვავენ როგორც პირად მარცხს. კონსერვატიულის დროს კი ჩვენ ზალიან ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ რომ ავიდეთ უფრო მაღალ ლიმიტზე. მაგრამ შედეგად, ამის ხარჯზე ჩვენ შეგვიძლია გაცილებით დიდ ხანს ვითამაშოთ ამ ახალ ლიმიტზე, მაშინაც კი თუ უიღბლო ზოლში ვართ.
რა არის უკეთესი? ბანკროლის მართვის ორივე ვარიანტს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუ აგრესიული ბანკროლ-მენეჯმენტის დროს მე ადრე ვვარდები დაბალ ლიმიტზე, ისევე მალე შემიძლია დავბრუნდე უფრო მაღალ ლიმიტზე. ხოლო თუ კონსერვატიულის დროს მოგვიწია უფრო დაბალ ლიმიტზე გადასვლა, მაშინ ცხადია მეტი დრო დაგვჭირდება უკან დასაბრუნებლად. შემიძლია თუ არა არ ჩავვარდე დიდხნიან ტილტში, თუ დავკარგავ 10 სტეკს მაღალ ლიმიტზე?
ამას გარდა ჩნდება საშიშროება იმისა რომ ჩვენ უგულისყუროდ მოვეკიდოთ სტეკებს. და მართალია, თუ ჩვენ გვაქვს 50 სტეკი ამ ლიმიტზე, პრინციპში შეიძლება მშვიდად დავკარგოთ რამოდენიმე სტეკი მოკლე დისტანციაზე. ასე ხომ არ მივეჩვევით ჩვენ იმას რომ, ტილტი ჩვენ არ გვიჯდება საკმაოდ ძვირად და შედეგად დავიწყებთ საეჭვო სიტუაციებში ერთი ან ორი სტეკის რეგულარულად დაკარგვას და არ მივანიჭებთ ამას სათანადო მნიშვნელობას? ყველა ეს საფრთხეები დამალულია კონსრვატიულ ბანკროლ-მენეჯმენტში. ასე რომ სწორია თუ არა ეს გზა?
ბანკროლის მართვის რომელი წესი ავირჩიო, იმისთვის რომ წყნარად გატილტვის გარეშე, ჩავიდე და ავიდე ლიმიტებზე? როგორ არ დავრჩეთ ერთ ლიმიტზე დიდხანს? თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა განვსაზღვროთ რა გავლენას ახდენს ჩვენს თამაშზე ბანკროლ-მენეჯმენტი და ბანკროლის მართვის რომელი ტიპი ავარჩიოთ, მაშინ უნდა
ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს: პირადად ჩემთვის ბანკროლ-მენეჯმენტის რომელი ვარიანტია სახიფათო ტილტისთვის? როდესაც მე ვიცი რომ ჩემს ყოველს სტეკს აქვს მაღალი ფასი, თუ როდესაც მე ვიცი რომ მაქვს საკამრისი მარაგი სათამაშოდ? ხომ შეიძლება ისე იყოს რომ მე ნაკლებად ვიტილტები როცა ვიცი რომ ყოველ სტეკს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს? თუ ვამჯობინებ საიმედოობის გრძნობას და მინდა ვიცოდე რომ მე სტეკების კარგი მარაგი მაქვს?
რა თქმა უნდა ამ კითხვებზე არ შეიძლება საერთო პასუხის გაცემა და ყველამ თავისთვის უნდა გასცეს ამაზე პასუხი, ინდივიდუალურად.
დამთავრებისას კიდევ ერთი შენიშვნა: ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს რომ Down-წესის გამოყენებისას, ჩვენ ის აუცილებლად უნდა დავაკავშიროთ ბანკროლის მართვის ტიპს. ვინაიდან, მაგალითად აგრესიული მართვის დროს ჩვენ გვეცოდინება რომ ჩვენ არ შეგვიძლია სესიის დროს დავკარგოთ სამ სტეკზე მეტი და ამავე დროს ყველა ამ სტეკს ჩვენთვის აქვს გაცილებით დიდი მნიშვნელობა. შეძლებს თუ არა ასეთი აღქმა დაგვიცვას ტილტისგან უკეთესად, ვიდრე 50 სტეკიანი ბაკროლ-მენეჯმენტი დაგვიცავდა?
არავითარი პროვოკაცია
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა რომ ყველასათვის ნათელია რომ ამის კეთება არ შეიძლება, ბევრი მოთამაშე მაინც, პერიოდულად ერთვება ჩეთის არასახარბიელო დისკუსიებში. რამოდენიმე ბედბითის და ოპონენტის სულელური კომენტარების შემდეგ მოთამაშეები ფეთქდებიან და იწყებენ ოპონენტისთვის პასუხის გაცემას.
მოთამაშე ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტს და დასცინოს მას. ხშირია შემთხვევები როცა კარგი მოთამაშეები სხვადასხვა ლიმიტებზე ცვლიან თავის ვინრეითს იმის შესაძლებლობაში რომ აჩვენონ სხვას თუ როგორი კარგი მოთამაშეები არიან.
ნუთუ ეს კარგია როდესაც თქვენმა ოპონენტებმა იციან რომ თქვენ მომგებიან პოკერს თამაშობთ? რატო არ გინდათ მისცეთ ფიშებს საშუალება რომ დარჩნენ ფიშებად? რატომ აყენებთ შეურაცხყოფას თქვენთვის სასარგებლო ოპონენტს და აიძულებთ დატოვოს მაგიდა? რომ მის ადგილას მოვიდეს თაგი?
რატომ უნდა მიუთითოთ ოპონენტს შეცდომაზე და ეცადოთ რომ აიძულოთ ის გახდეს მოთამაშე რომელიც ფიქრობს?
დავადანაშაულო უნდა თუ არა თაგ მოთამაშე, რომელმაც მოარტყა ბორდში და მოიქცა ისე როგორც ჩვენ მოვიქცეოდით? დაბოლოს კითხვა რომელიც ყველას აინტერესებს პირველ რიგში: რას ნიშნავს ჩვენთვის +EV? ტილტი ჩათში ეს ჩვენთვის არის +EV? რა უპირატესობას ვაღწევთ ამ ლაყბობით?
როდესაც ჩვენ ვფეთქდებით აქტიურად ვიყენებთ ჩათს, და შევძლებთ კი ჩვენ ამ დროს ვითამაშოთ ჩვენი საუკეთესო პოკერი? ვინც იწყებს სიტყვიერ შეხლაშემოხლას ის ვარდება ტილტში და უკვე აღარ შეუძლია კონცენტრირება გააკეთოს თამაშზე და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები.
როგორ შეიძლება აერიდოთ ასეთ სიტუაციებს? ან მთლიანად რთავთ ჩათს, ან არ მიაქციოთ ყურადღება. ჩვენი მთავარი მიზანია თავიდან ავირიდოთ ტილტი და ეს ნიშნავს რომ არ უნდა ჩავებათ მიმოწერაში და ყურადღება არ მივაქციოთ მასაც კი ვინც მოგვაყენა შეურაცხყოფა.
თამაშის შემდეგ თვითკონტროლი
სანამ თქვენ დარწმუნებულები ხართ თქვენს თამაშში და თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში, თქვენ შეგიძლიათ სვინგის შემთხვევაშიც ებრძოლოთ ტილტს. მაშინ რა იქნება თუ თქვენს თავში არა ხართ დარწმუნებულები? აქ შეიძლება შემდეგი რეკომენდაციების მოცემა:
1. ხელის მუდმივი შეფასება
მუდმივად შეაფასეთ ნათამაშები ხელები, განსაკუთრებული ყურადღება იმ დარიგებებს მიაქციეთ, რომლის დროსაც თვითდაჯერებულობა გაკლდათ. კიდევ ერთი ნაბიჯი: ფორუმზე დადეთ ის ხელები სადაც ბევრი წააგეთ. დადეთ ის ხელები რომელიც ითამაშეთ ტილტში და გააკეთეთ ცუდი ქოლები.
თქვენ არ გინდათ თქვენი თავის სულელად წარმოჩენა სხვა მომხმარებლების წინაშე? დაივიწყეთ ეს! თქვენ სწავლობთ საკუთარ შეცდომებზე და ასწავლით სხვასაც. თუ თქვენ გინდათ გახდეთ პოკერის წარმატებული მოთამაშე, ეს არამარტო დიდი დროისა და შრომის ფასად მიიღწევა, არამედ გარკვეულ მომენტებში საკუთარი მედიდურობის და სიამაყის ფასადაც.
2. ვიდეოს ჩაწერა.
ჩაიწერეთ თქვენი ვიდეო და აჩვენეთ მწრთვნელს და სხვა მოთამაშეებს. დადეთ ფორუმის შესაბამის განყოფილებაში და სერიოზულად აღიქვით კრიტიკა. თუ ვიდეოში ძალიან ცუდად თამაშობთ, მაშინ ეს ვიდეო უფრო ძვირფასია საერთო ანალიზისათვის.
3. თქვენს თამაში აყურებინეთ სხვა მოთამაშეებს
თუ თქვენს თამაშს თვალს მიადევნებენ სხვა მოთამაშეები, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა რომ გაიუმჯობესოთ საკუთარი თამაში. არ აქვს მნიშვნელობა ვინ უყურებს თქვენ თამაშს. თუ თქვენს სვლებს უხსნით სხვა მოთამაშეებს, მაშინ ტილტი თანდათანობით გაქრება და კვლავაც დაგიბრუნდებათ თვითდაჯერება. შეიძლება ასევე რომ თქვენ სულაც ითამაშოთ სულ სხვა სტილით, რომელსაც თვლით რომ უკეთესად აუხსნით მას. ასე თუ ისე ეს მომენტი დადებით ზეგავლენას მოახდენს თქვენს თამაშზე როდესაც თქვენ ჩვეულ სამუშაო რეჟიმში გადახვალთ.
ქეშაუთი
ქეშაუთს შეუძლია ტილტის შეჩერება. საკმაოდ მარტივია უარყოფითი ემოციების დაგროვება თამაშის დროს, როდესაც თქვენ ხვდებით რომ კარგავთ იმას, რასაც დიდი ხანი აგროვებდით. თქვენ დახარჯეთ საკმაო დრო სწავლისათვის და გინდათ დაინახოთ შედეგი. თქვენი წარმატების ერთადერთი მაჩვენებელი არის თქვენი ბანკროლი და აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ თუ ის იკლებს, ეს უარყოფითად აისახება თქვენს განწყობაზე.
მხოლოდ ქეშაუთს შეუძლია გამოგიკეთოთ ხასიათი. შეიძინეთ რამე სასარგებლო ამ ფულით და უკეთესია ისეთი რამ , რაც თამაშის დრო ს იქნება თქვენს წინ. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად ახალი მონიტორი ან ახალი კლავიატურა. ასე რომ მომავალში თამაშისას თქვენ გეცოდინებათ რომ თქვენ ხართ მომგებიანი მოთამაშე ვინაიდან ეს ნივთი მხოლოდ და მხოლოდ პოკერის დამსახურებით შეიძინეთ და შესაბამისად ყველაფეერი არც თუ ისე ცუდადაა.
დასკვნა
თითოეულმა თქვენგანმა ამ სტატიის წაკითხვისას თავს უნდა დაუსვას შეკითხვა, ეხება თუ არა პირადად მას ის საკითხები, რომლებიც ზემოთ იყო აღწერილი. სინამდვილეში კი თითქმის ყოველ მოთამაშეს შეხებია სტატიაში ნახსენები ესა თუ ის ასპექტი, ვინაიდან ეს ყველაფერი პოკერის განუყოფელი ნაწილია. შესაძლებელია ზოგიერთი მოინიშნავს თავისთვის იმ მომენტებს, რომლებიც მომავალში დაეხმარებიან უკეთ იგრძნოს თავი პოკერის მაგიდასთან, რაც თავისთავად დაეხმარება მათ კონცენტრაციასა და თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენებაში. თუ ეს ასე იქნება მაშინ წრმატებული პოკერის კარიერა დიდხანს არ გალოდინებთ.