ფსიქოლოგიური მომზადება

შესავალი

ამ სტატიაში

  

· ფსიქოლოგიური  მომზადება  პოკერში
· განსხვავებაფსიქოლოგიასა და ფსიქოლოგიურ მომზადებას შორის
· А-თამაშის  მდგომარეობაში შესვლა

ავტორის შესახებ: კარსტენ ბრუნსი წარმატებული მწრთვნელი და ფსიქოლოგია. ის წრთვნიდა და უტარებდა სემინარებს როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ პოკერის მოთამშეებს.უკვერამოდენიმე წელიწადია ის თავადაც წარმტაბულად თამაშობს პოკერს საშუალო და მაღალ ლიმიტებზე.

რა არის ფსიქოლოგიური მომზადება?

ფსიქოლოგიური ასპექტები ამა თუ იმ ფორმით კავშირშია აზრებთან და აზროვნებასთან. შესაბამისად საუბარი ეხება საკუთარი აზრების და რეაქციების კონტროლს, უფრო ზუსტად კი იმას, რომ არ მისცეთ საკუთარ აზრებს საშუალება გაკონტროლონ თქვენ. მაგალითად ბედბითის შემდეგ აღარ აჰყვეთ ემოციებს და არ მისცეთ საშუალება გრძნობებს, აჯობონ გონებას. თქვენ უნდა შესძლოთ გვერდიდან უყუროთ თქვენს ნეგატიურ ემოციებს. საბოლოო ჯამში ფსიქოლოგიური მომზადების მიზანია დაამყაროს შინაგანი ბალანსი, რომლის მეშვეობითაც გარეშე ფაქტორები ვეღარ იმოქმედებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

ფსიქოლოგიური მომზადება პოკერში

თუ დასაწყისში ოპონენტებთან მიმართებაში უპირატესობის მოპოვება წიგნების და სტატიების კითხვით ხდებოდა, ხოლო შემდეგ სასწავლო ვიდეობის ყურებით და ფორუმებზე დარიგებების გარჩევით. ახლა დადგა დრო  ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები იმისთვის რომ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ, როგორც მოთამაშეებმა.  უმაღლესი დონის პოკერის თამაშისას ფსიქოლოგიური მომზადება ცალსახად უმნიშვნელოვანესი ასპექტია.  ფილ ჰელმუთი, ანტონიო ესფანდიარი და პატრიკ  ანტონიუსი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია პროფესიონალების იმ დიდი სიიდან, რომლებმაც აიყვანეს ფსიქოლოგიური მომზადების მწრთვნელები და საკუთარი თამაშის აშკარა გაუმჯობესების კონსტანტირებას ახდენენ.

"მე მომბეზრდა მოგება. მე არ მქონდა სურვილი გამემარჯვა. ცხადია მინდოდა მოგება, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ ჩემთვის სულერთი იყო მოვიგებდი თუ არა. ჩემი ცხოვრება ძალიან კომფორტული იყო და მე მას მივეჩვიე. სემთან (მისი მწრთვნელი ფსიქოლოგიაში) მუშაობის შემდეგ, მე ჩავამატე საკუთარ თამაშში ის ასპექტები, რომლებიც მე მან მასწავლა. ახლა ისე მინდა გამარჯვება, რომ ვერ ვითმენ მომდევნო ტურნირის დაწყებამდე" ფილ ჰელმუტი.
"ბევრი არასაკმარისად აფასებს უნარს გაინთავისუფლოს თავი, ზედმეტი აზრებისგან, რათა მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება. დამიჯერეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია". დასტი "Leatherass" შმიდტი.
"მიუხედავად იმისა მოგწონთ ეს თუ არა, პოკერის მაგიდასთან შიშვლდება ადამიანის რეალური სახე და თუ ოპონენტებმა იმაზე მეტი იციან მოთამაშეზე ვიდრე თავად ამ ადამიანმა საკუთარ თავზე, მაშინ მან მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს. სანამ ის არ იქნება მზად დაინახოს საკუთარი თავი ისე, როგორც ხედავენ მას სხვები. ანუ დაინახოს საკუთარი ნაკლოვანებები, მანამდე ის წააგებს როგორც კარტში, ასევე ცხოვრებაშიც ". ენტონი ჰოლდენი.
თუ შევამაჯამებთ შეგვიძლია ვთქვათ თუ რას გულისხმობს ფსიქოლოგიური მომზადება:
"ფსიქოლოგიის მწრთვნელი პოკერში- ეს არის კომპანიონი იმ გზაზე, რომლის მიზანიც მოთამაშის იმ მდგომარეობამდე მიყვანაა, რომ ის რაც შეიძლება დიდხანს თამაშობდეს საკუთარ საუკეთესო თამაშს".

 

განსხვავება ფსიქოლოგიასა და ფსიქოლოგიურ მომზადებას შორის

 

ფსიქოლოგია - ეს არის მეცნიერება რომელიც აღწერს და ხსნის ადამიანის მოქმედებებს. ამ მეცნიერების მთავარი შეკითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ და როგორ აკეთებენ ადამიანები ამას. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას რომ, ფსიქოლოგიის მთავარი მიზანია გაიგოს ადამიანური მოტივები და პასუხი გასცეს შეკითხვას „რატომ?“.
ფსიქოლოგიური მომზადება - პირიქით, ეს არის სავარჯიშოების, მეთოდიკის და ტექნიკის კრებული, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ გახადოს ადამიანი უფრო კონცენტრირებული, მოტივირებული, დისციპლინირებული და ა.შ.  მისი ძირითადი იდეა სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და შედეგის მიღწევაა.

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური მომზადება

პრობლემის გააზრება

პრობლემის გადაწყვეტა

რატომ?

როგორ?

ანალიზი

გამოყენება

მიზეზი

შედეგი

 

А-თამაშის მდგომარეობაში შესვლა

 

განმარტების თანახმად ფსიქოლოგიაში მწრთვნელის მთავარი დანიშნულებაა, იზრუნოს იმაზე, რომ თქვენ თითქმის ყოველთვის ითამაშოთ А-თამაში. მაგრამ რა არის А-თამაში? პირველ რიგში მოვიყვანოთ ტერმინის განმარტება:

·      "A-თამაში - ეს არის სრულფასოვანი გამოყენება, ყველა იმ სტრატეგიული თუ ფსიქოლოგიური რესურსის, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ მომენტში ".

სრულფასოვანი ნიშნავს 100%-ს, ანუ  ოპტიმალური მსგომარეობიდან ნებისმიერი სულ მცირე გადახრაც  კი

ნიშნავს, В-თამაშამდე დაქვეითებას. სტატიაში მოყვანილი კონცეფციების უფრო თვალსაჩინო ილუსტრაციის მიზნით ჩვენ განვასხვავებთ A-, B-, C-, D- და E-თამაშებს. ეს განსხვავებები არ არის ცალსახა, რადგან თითოეული მოთამაშე სხვადასხვანაირად აფასებს საკუთარ თამაშს. შესაბამისად მოყვანილი განმარტებები უნდა განიხილოთ როგორც საერთო ინსტრუქცია. თქვენ ცხადია შეგიძლიათ თავადვე მოახდინოთ უფრო დეტალური კლასიფიკაცია.

·      B-თამაში: ოპტიმალური თამაშიდან, პრაქტიკულად შეუმჩნეველი გადახრა. A-თამაშის 95-99%.

А-თამაშიდან გადახრა თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ თქვენ პერიოდულად თვალთახედვიდან გეპარებათ ესა თუ ის მომენტი. მაგალითად ვერ შეამჩნიეთ თაით შორტსტეკი დიდ ბლაინდზე. ჩნდება პატარა მექანიკური შეცდომები და იკარგება კონცენტრაცია. მიუხედავად ამისა მსგავსი გადახრა პრაქტიკულად არანაირად არ მოქმედებს თქვენს ვინრეიტზე.

·      C-თამაში: პატარა გადახრა ოპტიმალური თამაშიდან. A-თამაშის 85-94%.

ამ ეტაპზე ჩნდება დაუკვირვებლობის ნიშნები. რამდენიმე დარიგება არ ითამაშეთ ისე, როგორც ითამაშებდით „ნორმალურ“ პირობებში, და თქვენ გამუდმებით
ფიქრობთ: "რეები გავაკეთე იმ დარიგებაში?". თამაშის გაგრძელების მომგებიანობა დამოკიდებულია თქვენს ვინრეიტზე. ზოგი მოთამაშე ამ ეტაპზე კვლავაც იგებს, ზოგი კი იწყებს წაგებას.

·      D-თამაში: ოპტიმალური თამაშიდან შესამჩნევი გადახრა, A-თამაშის 70-84%.

ამ ეტაპზე უმრავლესობა იწყებს ნერვიულობას და ყოყმანს. თქვენ უნდა შეწყვიტოთ თამაში არაუგვიანეს ამ მომენტისა.

·      E-თამაში: ძლიერი გადახრა ოპტიმალური თამაშიდან, A-თამაშის 0-69%.

ქვედა ზღვარი. თქვენ ძალიან იშვიათად გადაუხვევთ საკუთარი А-თამაშიდან 50%-ზე მეტით. მასშტაბების და ტენდენციების გათვალისწინებით, უკვე ბევრი ხელი თამაშდება ყოველგვარი კონტროლის გარეშე. თითქმის ყველა ოპონენტი მაგიდასთან (თქვენზე გაცილებით სუსტებიც), ძალიან მარტივად ამჩნევენ თქვენი თმაშის ცვლილებას. ამავე კატეგორიაშია უკონტროლო ოლინები პრეფლოპზე და ძალიან ბევრი უაზრო ბლეფი. თქვენი თამაში კატასტროფულად წამგებიანია და თქვენ ყოველგვარი გადამეტების გარეშე ქარს ატანთ საკუთარ ბანკროლს.
ერთი შეხედვით А-თამაშიდან მსგავსი გადახრა ძალიან უსიამოვნოა. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ ის როგორც შესაძლებლობა, რომელსაც თქვენს სასარგებლოდ გამოიყენებთ. თამაშიდან გადახრა არ ნიშნავს რომ თქვენ თამაში არ იცით, ეს გადახრები დაახლოებთ ისე უნდა განიხილოთ როგორც თქვენი თამაშის კომენტარი. მსგავს მდგომარეობაში თქვენს სტრატეგიულ თუ ფსიქოლოგიურ უნარებს სერიოზული გამოცდა ელით და ყველა სისუსტე სწრაფადვე გახდება ნათელი. სწორედ დისკომფორტის იმ გრძნობას, რომელიც თან ახლავს მსგავს მდგომარეობას და რომელსაც თქვენ ინტუიციურად იკავებთ და კლავთ თქვენში, შესწევს ძალა ყველაზე მეტად დაგეხმაროთ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განვითარებაში. სწორედ ამ დისკომფორტის უკან იმალება მიუღებელი მოქმედებები და ამ დისკომფორტზე ძალიან ცხადად მიანიშნებს ადამიანის ორგანიზმი. უფრო სიღრმისეულად ამ პრობლემის შესწავლა ფსიქოლოგიის კომპეტენციაა და შესაბამისად ამ სტატიაში ამ თემას აღარ ჩავუღრმავდებით.
მოახდენთ თუ არა სისუსტეების გამოყოფას და ეცდებით თუ არა მათ გამოსწორებას, ამ ეტაპზე მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ ან გაქვთ უპირატესობა ოპონენტების უმრავლესთობასთან მიმართებაში, ან უკვე აგებთ ფულს იმ მოთამაშეებთან, რომელთაც ეს სისუსტეები არ აქვთ.
ფსიქოლოგიური მომზადება გთავაზობთ პრობლემის გადაწყვეტას. თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ფსიქლოგიური მომზადება, ზუსტად ისევე როგორც თანმიმდევრულად ანვითარებთ თქვენი თამაშის ტექნიკურ ასპექტებს. პირველ რიგში თქვენ უნდა გაიგოთ, რაში მდგომარეობს თქვენი სისუსტეები, რომლებიც მოცემულ მომენტში, დიდი ალბათობით ამა თუ იმ ფორმით კავშირში არიან ფსიქოლოგიურ მომზადებასთან.


ფსიქოლოგიური დღიური

მე შევიმუშავე პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ როდის და რა მაშტაბებით იხრებით თქვენი А-თამაშისგან. დინამიკის მსგავსი აღრიცხვა დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ იცვლება თქვენი თამაში А დონედან Е დონემდე. მიზანი გახლავთ ის, რომ ყოველი სათამაშო დღის ბოლოს, აღნიშნოთ რა დონეზე ითამაშეთ, გაიგოთ ცუდად თამაშის მიზეზი და შემდეგ ჩაინიშნოთ ეს ინფორმაცია ცხრილში. ამ მეთოდით თქვენ სწრაფად გაიგებთ, სად იმალება თქვენი სისუსტეები. ამასთან დროთა განმავლობაში, საკმაოდ სწრაფად მიხვდებით, რომ არ იმყოფებით ოპტიმალურ კონდიციებში.

გადმოწერეთ ფსიქოლოგიური ჟურნალი

დასასრულს

ამ სტატიაში საუბარი გვქონდა ფსიქოლოგიური მომზადების როლზე პროფესიონალურ სპორტში. ასევე განვიხილეთ მისი სამომავლო როლი პოკერში. ფსიქოლოგიური მომზადების მწრთვნელის მოვალეობაა, მოგამარაგოთ აუცილებელი რესურსებით იმისთვის, რომ თქვენ მაქსიმალურად ხშირად და დიდხანს თამაშობდეთ თქვენს А- თამაშს. 

ალბათ შეამჩნიეთ რომ ამ სტატიაში არცერთხელ არ გვიხსენებია სიტყვა „ტილტი“. ჩემი აზრით ამ ტერმინს ზოგჯერ არასწორად იყენებენ. ამასთან ის მოიცავს მკაცრად გამოხატულ ნეგატიურ კონტექსტს. ამიტომ ვარჩიეთ ამ სტატიაში არ შევხებოდით ამ თემას. თუმცა ჩვენ ვგეგმავთ მომავალ სტატიებში ოდნავ სხვა კუთხით გავაანალიზოთ ეს ფენომენი.

 

თეგები

რუმები

ქართული უცხოური