ამ სტატიაში
- რაც უფრო მეტად გავს თქვენი ოპონენტი "ბანკომატს", მით მეტია მოსალოდნელი პოტ-ოდსები
- მოსალოდნელი პოტ-ოდსები-გაუმჯობესებული პოტ-ოდსებია
შესავალი
სტატიაში "აუტსები, ოდსები და პოტ-ოდსები", თქვენ გაეცანით მათემატიკურ საფუძვლებს, რომლებიც გვეხმარება გავიგოთ რამდენად მომგებიანად ვათამაშებთ დრო-ხელებს (ხელებს რომელთაც გაძლიერება სჭირდებათ). თქვენ ითვლით კარტებს, რომლებიც აძლიერებენ თქვენს ხელს საუკეთესომდე, ანუ აუტსებს, ასევე ითვლით იმის ალბათობას რომ რომელიმე მათგანი დაიდება მაგიდაზე, ანუ ოდსებს და შემდეგ ამ ოდსებს ადარებთ პოტ-ოდსებს.
რა განაპირობებს პოტ-ოდსებს? მართალია, ფული რომელიც უკვე ბანკში იმყოფება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ოპონენტი გააგრძელებს დადებას მაშინ როცა თქვენ შეეცდებით გააუმჯობესოთ თქვენი დრო-ხელი, ამ მოსალოდნელ მოგებას პოტ-ოდსის ცნება არ ითვალისწინებს.
აქ საქმეში ერთვება მოსალოდნელი პოტ-ოდსები, ეს არის პოტ-ოდსები, რომელიც ითვალისწინებს არამარტო იმ თანხას რაც ბანკშია, არამედ იმასაც რომელსაც დიდი ალბათობით დადებს ოპონენტი ვაჭრობის შემდგომ რაუნდებში. მაშ ასე მოსალოდნელი პოტ-ოდსები - ეს უკვე არა სუფთა მათემატიკაა, არამედ ისინი დამოკიდებულნი არიან ბევრ სათამაშო და ფსიქოლოგიურ ფაქტორზე, მაგრამ პირველ რიგში ოპონენტის ტიპზე, მის თავისებურებებზე. თქვენ უნდა შეაფასოთ რამდენს გადაიხდის ოპონენტი, თქვენი ხელის გაძლიერებისას და გაძლიერების შემდეგ.
რა არის მოსალოდნელი პოტ-ოდსები?
როგორც უკვე ავღნიშნეთ მოსალოდნელი პოტ-ოდსები, მოდიფიცირებული პოტ-ოდსებია, რომლებიც ითვალისწინებენ იმას, რომ ოპონენტი გააგრძელებს დადებას ვაჭრობის შემდგომ რაუნდებზე.
მოსალოდნელი პოტ-ოდსების მაგალითები შეგიძლიათ ნახოთ "საწყისი ხელების ცხრილში ლინკი". Call-20 ის წესი - თქვენ იღებთ ოპონენტის ფსონს, როცა ხელში გიჭირავთ დაბალი ან საშუალო წყვილი (22,33,..,99) თუ თქვენი და თქვენი ოპონენტის სტეკი (stack-ფული რომელიც მაგიდაზე გაქვთ) 20-ჯერ დიდია ფსონზე ანუ რეიზზე. რადგან ფსონის მიღების დროს თქვენ ცდილობთ ფლოპზე გააკეთოთ სეტი (ამოვიდეს ერთ-ერთი თქვენი აუტსი), ცხადია რომ თქვენ ხშირად მოგიწევთ დაწოლა ფლოპზევე, რადგან იმის ალბათობა რომ ფლოპზე ორიდან ერთი აუტსი მოვა საკმაოდ დაბალია, კერძოდ კი 12%. ამიტომ ხშირ შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ იმ ინვესტიციებს რომელიც ჩადეთ, მაგრამ თუ თქვენ დაიჭერთ სეტს ფლოპზე, დიდი შანსია რომ ოპონენტის სტეკის დიდი ნაწილი წამოიღოთ თუ მთლიანად არა.
თუ მხოლოდ პოტ-ოდსებს გავითვალისწინებთ, პრეფლოპზე ფსონი არ უნდა მიგვეღო, რადგან უარყოფითი მათ. ლოდინი ექნებოდა ასეთ ქოლს, მაგრამ ის მომგებიანია იმიტომ, რომ ვაჭრობის შემდგომ რაუნდებზე შეგვიძლია მოვიგოთ დიდი ბანკი, თუ საჭირო კარტი ამოვა. ოპონენტის რეიზის გათანაბრება იმის იმედად რომ სეტს გავაკეთებთ, ძალიან კარგ მოსალოდნელ პოტ-ოდსებს იძლევა, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ უნდა დავფიქრდეთ აქვს კი მას საკმარისი თანხა?
ფაქტია ის რომ ულიმიტო ჰოლდემში, ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიიღება არა პოტ-ოდსების, არამედ მოსალოდნელი პოტ-ოდსების საფუძველზე, რადგან ფსონები შეიძლება იყოს ძალიან დიდი, პოტ-ოდსებისთვის. ულიმიტო ჰოლდემი - მოსალოდნელი პოტ-ოდსების თამაშია. ხშირად იბადება ასეთი შეკითხვა "რამდენის მოგება შემიძლია, თუ მომივა საჭირო კარტი".
მოსალოდნელი პოტ-ოდსებისთვის მართებულია შემდეგი ტოლობა:
მოსალოდნელი პოტ-ოდსები=(მიმდინარე ბანკი+ოპონენტის შემდგომი ფსონები)/ოპონენტის მიმდინარე ფსონი
მაგალითი:
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are the BB | - UTG1, UTG2, UTG3 MP1 and MP2 fold
- MP3 and CO call $0.25
- BU folds
- 5B calls $0.15
- You check
| |
Flop - Active players(4): You, SB, MP3,CO - Pot: $1.0
| - SB bets $0.50
- You call $0.50
- MP3 and CO fold
|
Turn - Active players(2): You, SB - Pot: $2.00
| |
თქვენ ფლეშ-დრო გყავთ და ფლოპზე თქვენი პოტ-ოდსებია 3:1 თან. თქვენ 9 სუფთა აუტსი გყავთ, იდეაში თქვენ გჭირდებათ პოტ-ოდსები 4:1 თან, თუ მხოლოდ პოტ-ოდსების კონცეფციით ვიხელმძღვანელებთ უნდა დაწვეთ. მაგრამ არსებობს მოსალოდნელი პოტ-ოდსებიც, ოპონენტის ფსონი შეადგენს 0.5$, იმისთვის რომ ქოლი გამართლებული იყოს მათემატიკური თვალსაზრისით, ბანკში უნდა იყოს 2$, მაგრამ იქ მხოლოდ 1.5$-ია, არ გვყოფნის 0.5$. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს თანხა მოხვდება ბანკში იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაიჭერთ თქვენს ფლეშს თერნზე (Turn-მეოთხე კარტი). მაგალითში სამწუხაროდ თერნმა თქვენი ხელი ვერ გააძლიერა და ოპონენტი კვლავაც დებს და გაძლევთ პოტ-ოდსებს 2.1:1 თან, მაგრამ თქვენ მინიმუმ 4:1 თან მაინც გჭირდებათ. ამისთვის ბანკში უნდა იყოს 7$, არ ყოფნის 3.25$, თუ თქვენ მიიღებთ ფსონს ბანკი გახდება 5.5$. თქვენ ვერ იქნებით დარწმუნებულნი, რომ რივერზე თქვენ წაართმევთ ოპონენტს იმ თანხას, რაც საჭიროა სწორი ქოლისთვის, რადგან ხელის გათამაშების ხაზი ცხადად მიუთითებს, რომ თქვენ გყავთ დრო-ხელი და თუ საჭირო კარტი მოვა რივერზე, ოპონენტი ძალიან ფრთხილად ითამაშებს, ხოლო თანხა რომელსაც ჩვენ მისგან ველოდებით საკმაოდ დიდია, ნახევარ ბანკზე მეტი.
თუ ის ცუდი მოთამაშეა და არ შეუძლია რივერზე ორი ტუზის გადაგდება, მაშინ შეიძლება ქოლის გაკეთება თერნზე, მაგრამ როგორც წესი მოსალოდნელი პოტ-ოდსები, არასაკმარისია თერნზე ქოლისთვის.
რა ფაქტორები მოქმედებენ მოსალოდნელ პოტ-ოდსებზე?
სუფთა პოტ-ოდსებისგან განსხვავებით მოსალოდნელი პოტ-ოდსები, დამყარებულნი არიან მოლოდინებზე, ანუ იმაზე თუ მომავალში რამდენ ფულს ჩადებს ოპონენტი ბანკში.
ყველაზე გავრცელებული ფაქტორები რომლებიც მოქმედებენ მოსალოდნელ პოტ-ოდსებზე შემდეგია:
- რამდენად ლუზია (loose player-მოთამაშე რომელიც ბევრ საწყის ხელს თამაშობს) ოპონენტი?
ასევე მოთამაშე ითვლება ლუზად, თუ მას უყვარს შოუდაუნამდე მისვლა და უჭირს საკუთარ ხელთან შელევა. რაც უფრო უძნელდება მოთამაშეს დაწოლა მით უფრო ლუზია ის და შესაბამისად უფრო მაღალია მოსალოდნელი პოტ-ოდსებიც. ამის საპირისპიროდ დგას საკითხი, რადენად ლუზია მოთამაშე პრეფლოპზე? თუ თქვენი ოპონენტი ხშირად აკეთებს რეიზს პრე ფლოპზე, იკლებს იმის ალბათობა, რომ ის დაიჭერს მართლაც ძლიერ ხელს ფლოპზე. შესაბამისდ მცირდება თქვენი მოსალოდნელი პოტ-ოდსებიც. თუ რა თქმა უნდა მანიაკთან არ გვაქვს საქმე რომელსაც უყვარს დიდი ბლეფები პოსტფლოპზე. (მანიაკების წინააღმდეგ ყოველთვის მაღალია მოსალოდნელი პოტ- ოდსები) - რამხელა ძალის დემონსტრირებას ცდილობს ოპონენტი?
რაც უფრო ძლიერია მისი ხელი, მით უფრო გაუჭირდება მისი გადაგდება, შესაბამისად იზრდება მოსალოდნელი პოტ-ოდსებიც. - რამდენად ადვილია თქვენი ხელის წაკითხვა?
რაც უფრო ნათელია თქვენი ხელი, ცხადია მით უფრო დაბალია მოსალოდნელი პოტ-ოდსები, ფლეშ-დრო მაგალითად ადვილად იკითხება, დაბლ-ბელი-ბასტერი (სტრეიტ-დროს ნაირსახეობა, როცა მაგ. ჩვენ გვყავს 98 და ფლოპზე დევს J 7 5 , ყველა 6-იანი და 10-იანი სტრეიტს გვიკეთებს) კი პირიქით ძალიან ძნელად. ადვილად წაკითხვა არამარტო მაგიდის კარტებით არამედ თქვენი ქცევითაც ხდება.
მაგალითად ფლოპზე დევს ორი ერთი ფერის კარტი, ვთქვათ გულები, თქვენ იძახიდ ჩეკს, შემდეგ იღებთ ოპონენტის ფსონს და როცა თერნზე მოდის გული იწყებთ აგრესიის გამოვლენას, ახლა უკვე ყველამ იცის რა ხელი გყავთ თქვენ. (ალბათ მიხვდით რომ ეს ბლეფის სასწავლი მაგალითი არ არის :) მაგაზე შემდეგ ვისაუბრებთ) - იმყოფებით თუ არა პოზიციაში ოპონენტთან მიმართებაში?
გაცილებით ადვილია აიძულოთ ოპონენტი ჩადოს ბანკში დამატებითი თანხა, თუ თქვენ მის მიმართ იმყოფებით პოზიციაში, ანუ ვაჭრობის რაუნდებში გადაწყვეტილებას იღებთ მას შემდეგ რაც იცით რა ქნა ოპონენტმა. ასეთ შემთხვევაში თქვენი მოსალოდნელი პოტ-ოდსები უფრო მაღალია. - ფლოპზე იმყოფებით, თუ თერნზე?
მოსალოდნელი პოტ-ოდსები საზოგადოდ ფლოპზე უფრო მაღალია ვიდრე თერნზე, რადგან თქვენ მეტი შანსი გაქვთ ჩაადებინოთ ოპონენტს ფული, მაშინ როცა წინ კიდევ ორი ვაჭრობის რაუნდია და არა ერთი. - რამდენად დიდია დარიგებაში მონაწილეთა სტეკები?
ლოგიკურია რომ: რაც მაღალია სტეკი მით მეტი ფულის ამოღება შეიძლება მათგან.
მაგალითი
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are the CO | - UTG1 folds
- UTG2 calls $0.25
- UTG3, MP1, MP2 and MP3 fold
- You bet $1.25
- BU, SB and BB fold
- UTG2 calls $1
| |
Flop - Active players(2): You, UTG2 - Pot: $2.85
| - UTG2 checks
- You bet $2
- UTG2 raises to $6
- you call $4
|
Turn - Active players(2): You, UTG2 - Pot: $14.85
ფლოპზე თქვენ ფლეშ დრო და ორი ოვერქარდი (overcard-მაღალი კარტები რომელთა მოსვლის შემთხვევაში შეიძლება ავიღოთ ბანკი) გყავთ, ოპონენტის რეიზის შემდეგ თქვენ უნდა გადაიხადოთ 4$ იმისთვის რომ აიღოთ 10.85$-იანი ბანკი. პოტ-ოდსები 2.7:1. საჭიროა დაახლოებით 4:1-თან. თქვენმა ოპონენტმა 5.5$ მაინც უნდა დადოს თერნზე, რომ მომგებიანი ქოლი გამოვიდეს. ეს მოხდება ძალიან ხშირად, რადგან მისი ჩეკ/რეიზი ძალის დემოსტრირებას ახდენს.
მაშ ასე ხშირად აქ ქოლი გამართლებულია, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენი ეს გადაწყვეტილება სხვადასხვანაირი უნდა იყოს ოპონენტის ტიპის მიხედვით, ძალიან თაით (Tight Player - მოთამაშე, რომელიც ცოტა საწყის ხელს თამაშობს) მოთამაშის წინააღმდეგ თქვენ აკეთებთ ქოლს იმიტომ, რომ მას ხშირ შემთხვევაში ეყოლება ხელი- მონსტრი, სეტი, ორი წყვილი ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში მაღალი ჯიბის წყვილი (AA,KK,QQ), აქ თქვენ დაახლოებით 8 სუფთა აუტსი გყავთ, მაგრამ ასეთი ოპონენტი ხშირ შემთხვევაში მოგცემთ მთლიან თავის სტეკს, თუ დაასრულებთ საკუთარ დრო-ხელს.
თქვენს წინააღმდეგ თუ ძალიან ლუზი და აგრესიული ოპონენტია, ასეთი რამ არ მოხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ქალი და ტუზი აუტსებში გაიყვანოთ და შესაბამისად საჭირო პოტ-ოდსები 2:1 მდე დაიწევს. რადგან 12-13 აუტსი გაგიხდებათ.
თერნზე ვერ გაძლიერების შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში უკვე უნდა დაწვეთ თაით მოთამაშის წინააღმდეგ, ლუზის წინააღმდეგ კი რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რადგან 8$ უნდა გადაიხადოთ, იმისთვის რომ მოიგოთ კიდევ 10$, ბანკში 30.85 იქნება და ორივეს ათ ათი გექნებათ დარჩენილი, თუ ოპონენტს რამე მაინც ყავს ის არ დაწვება, თქვენ კი წააგებთ თუ არაფერი არ მოვა. მეორეს მხრივ ჩვენი მოსალოდნელი პოტ-ოდსები 4,1:1-ია საჭირო კი 4.1:1 სა და 5.1:1-ს შორისაა. მოკლედ რთული გადაწყვეტილებაა და პრინციპში არც ქოლია დიდი შეცდომა, მაგრამ გრძელ დისტანციაზე ასეთ ქოლებს მაინც უარყოფითი მათ. ლოდინი აქვთ.
დასასრულს
ულიმიტო ჰოლდემი - მოსალოდნელი პოტ-ოდსების თამაშია, მხოლოდ იმიტომ, რომ ფსონები ზევიდან შემოსაზღვრული არ არის და ყოველ შემდეგ რაუნდში ისინი იზრდებიან. ე.ი. ვაჭრობის გვიან რაუნდებში ბანკში ბევრად მეტი ფული შედის ვიდრე ადრეულში.
ყველა ზემოთთქმული რომ გავაერთიანოთ შემდეგის თქმა შეგვიძლია:
- რაც უფრო მეტ ძალას გვანახებს ოპონენტი
- რაც უფრო ძნელია თქვენი ხელის წაკითხვა
- რაც უფრო უჭირთ თქვენს ოპონენტებს საკუთარ ხელებთან განშორება
...მით მეტია თქვენი მოსალოდნელი პოტ-ოდსები, ამას დავამატოთ ისიც, რომ ფლოპზე უფრო მაღალია ვიდრე თერნზე და იზრდება მაშინ როცა პოზიციაში ვიმყოფებით.
მიუხედავად ამისა ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ არ შეიძლება თქვენი მოსალოდნელი პოტ-ოდსების გადაჭარბებით შეფასება, იყავით ფრთხილნი თქვენს გათვლებში, როცა ოპონენტისგან უფრო მეტი თანხის ამოღებას დააპირებთ.