ეს კონცეფციები პოკერის ყველა სახეობაში გამოიყენება, მაგრამ ულიმიტო ჰოლდემის მაგალითზე იქნება ახსნილი, სადაც მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და თუ მის მაგალითზე გაიგებთ, სხვა სახეობებში აღარ გაგიჭირდებათ.
აუტსები და ოდსები ეს ის კონცეფციებია, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ საკუთარი შანსების სწორად შეფასებაში და შესაბამისად სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მათი სწორი გაგება გამარჯვების გარანტიაა. წაიკითხეთ რამოდენიმეჯერ, რათა გაარჩიოთ მომგებიანი სათამაშო სიტუაციები წამგებიანისგან.
აუტსები (Outs-კარტების ერთობლიობა, რომელიც კომბინაციას გვიმთავრებს)
აუტსი ჰქვია კარტს, რომელიც აძლიერებს ჩვენს ხელს (სავარაუდოდ) უძლიერესამდე.
მაგალითი:
ჩვენ გვყავს 7 6, ფლოპზე მოდის 8 5 2 , ყოველი 9-იანი და ყოველი 4-იანი გვაძლევს ნათსურ სტრეიტს (ნათსური სტრეიტი ვუწოდოთ ყველაზე მაღალ სტრეიტს მოცეულ მომენტში) და მაშასადამე ყველაზე ძლიერ ხელს თერნზე. ასე, რომ ჩვენ გვაქვს 8 აუტსი, ოთხი ცალი 9-იანი და ოთხი ცალი 4-იანი.
დისკონტირებული (ინგლისურიდან to discount, წართმევა,) აუტსები
როგორც ვთქვით აუტსი ეს არის კარტი, რომელიც აძლიერებს ჩვენს ხელს სავარაუდოდ საუკეთესომდე, მაგრამ არის სიტუაციები როცა კარტი აძლიერებს ჩვენს ხელს, მაგრამ არა საუკეთესომდე. ის აუტსები რომლებიც ვერ გვაძლიერებენ საუკეთესო ხელამდე მხედველობაში არ უნდა მივიღოთ.
მაგალითი 1
ჩვენ გვყავს 7 6 , ფლოპზე მოდის 8 5 2 , ამ შემთხვევაშიც 9-იანი და 4-იანი გვაძლევს სტრეიტს მაგრამ 9 და 4 , აკეთებენ შესაძლო ფლეშს რომელთანაც ჩვენ ვაგებთ. ამიტომ ყველა აუტსი მხედველობაში არ უნდა მივიღოთ, ერთი ოპონენტის შემთხვევაში შეგვიძლია აუტსების რაოდენობა 8-ად დავტოვოთ, რადგან არც ისე ალბათურია, რომ მას ფლეშ დრო ჰყავს (Flush Draw-4 ერთნაირი მასტის კარტი, ფლოპზე ან თერნზე.), 2 ან მეტი ოპონენტის შემთხვევაში კი 6 აუტსი უნდა ვიგულისხმოთ.
ოდსები(Odds)
მას შემდეგ რაც დავადგინეთ აუტსების რაოდენობა, შეიძლება დავადგინოთ მისი მოსვლის ალაბათობა, პოკერში ეს ალბათობა გამოისახება ოდსებში, მარტივად რომ ვთქვათ ოდსები ეს არის დამოკიდებულება ჩვენთვის არასასიკეთო მოვლენისა სასიკეთოსთან. გავიმეოროთ მაგალითი
ჩვენ გვყავს 7 6 , ფლოპზე მოდის 8 5 2 , ყოველი 9-იანი და ყოველი 4-იანი გვაძლევს ნათსურ სტრეიტს და მაშასადამე ყველაზე ძლიერ ხელს თერნზე. ასე, რომ ჩვენ გვაქვს 8 აუტსი 4 ცალი ცხრიანი და 4 ცალი ოთხიანი.
რადგან ულიმიტო ჰოლდემში ყოველთვის შეუძლია მოთამაშეს თქვას All in(All in ნიშნავს მაგიდაზე მქონე მთლიანი თანხის დადებას). ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ ოდსები არა მხოლოდ თერნისთვის არამედ რივერისთვისაც. (იმ შემთხვევესითვის თუ ოპონენტი All in-ს იტყვის ფლოპზე.) ვიცით, რომ სტრეიტის გაკეთების ოდსები ერთი კარტის შემთხვევაში (როცა მაგიდაზე კიდევ ერთი კარტი უნდა დადონ) არის 5:1-თან (ჩვენ ვიცით 5 კარტი, 2 ჩვენი და 3-იც მაგიდის, 52-5=47 ამ 47 კარტიდან ჩვენ გვაწყობს 8, ანუ ოდსები არის 39:8-ზე, რომ დავამრგვალოთ 5:1-ზე) ანუ 6 შემთხვევიდან ერთხელ ჩვენ გავძლიერდებით სტრეიტამდე. ამიტომ ალბათობა არის 1/6(8/47 მიახლოებით 1/6) , როგორც ხედავთ ალბათობა განსხვავდება ოდსებისგან. ოდსების შემთხვევაში არასასიკეთო შემთხვევები უპირისპირდება სასიკეთოებს, ხოლო ალბათობა გამოსახავს იმის შანსს, რომ სასიკეთო მოვლენა მოხდება.
იმის ალბათობა, რომ თერნზე მოვა აუტსი არის 1/6-ი, ახლა ჩვენ უნდა განვიხილოთ რივერიც. ანუ ის შემთხვევა როცა აუტსი არ მოდის თერნზე, მაგრამ მოდის რივერზე.
იმის ალბათობა რომ თერნზე აუტსი არ მოვა არის 5/6-ი. ოდსები იმისა რომ რივერზე მოვა აუტსი არის 38:8 (თერნზე კიდევ ერთი კარტი გახდა ცნობილი.) ან 4.75:1-თან , რომ დავამრგვალოთ 5:1-თან. ანუ რივერზე აუტსის მოსვლის ალბათობა კვლავაც 1/6-ია დაახლოებით. ახლა უნდა დავაჯამოთ რეზულტატები. თერნზე აუტსის მოსვლის ალბათობას პლიუს აუტსის თერნზე კი არა რივერზე მოსვლის ალბათობა, ანუ 1/6+5/6*1/6=1/3.27
ასე რომ თერნზე ან რივერზე აუტსის მოსვლის ალბათობა 1/3.27-ის ტოლია ოდსები ასეთ შემთხვევაში არის 2.27:1-ზე.
აქვე დავდებ ცხრილს რომელშიც გაწერილია ძირითადი კომბინაციების მოსვლის ოდსები როგორც თერნისთვის ისე რივერისთვის.
Outs | Odds from Flop to the Turn (1 card) | Odds from Flop to the River (2cards) | მაგალითები |
1 | 46:1 | 22.5:1 | Backdoor-Flushdraw (ორი ერთი ფერის კარტი თერნზე და რივერზე) |
2 | 22.5:1 | 11:1 | ჯიბის წყვილი, სეტად რომ გადაიქცეს |
3 | 15:1 | 7:1 | |
4 | 11:1 | 5:1 | Gutshot (მაგ, T8 76A ფლოპზე) |
5 | 8:1 | 4:1 | წყვილი, რომ არ გადაიქცეს ორ წყვილად ან ტრიპლეტად |
6 | 7:1 | 3:1 | |
7 | 6:1 | 2.5:1 | |
8 | 5:1 | 2:1 | OESD - იგივე სტრეიტ დროუ |
9 | 4:1 | 2:1 | Flushdraw (ფლეშ დროუ) |
10 | 3.5:1 | 1.5:1 | |
11 | 3.5:1 | 1:1 | |
12 | 3:1 | 1:1 | Flushdras + Gutshot |
13 | 2.5:1 | 1:1 | OESD და წყვილი |
14 | 2.5:1 | 1:1 | Flushdraw და წყვილი |
15 | 2:1 | 1:1 | Flushdraw და OESD |
არ შეგაშინოთ ამ ფორმულებმა ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ მინდა გაიგოთ გამოთვლის პრინციპი, კარგი იქნება თუ ძირითადი კომბინაციების მოსვლის ოდსებს დაიზეპირებთ, აქვე გეტყვით პატარა ტრიუკს, ძალიან მარტივს და გამოსადეგს.
4-ის და 2-ის წესი
ამ წესის მიხედვით აუტსების რაოდენობას ვამრავლებთ 4-ზე როცა კიდევ ორი კარტი უნდა მოვიდეს და 2-ზე როცა ერთი . ანუ თუ ფლოპზე ვართ აუტსებს ვამრავლებთ 4-ზე, ხოლო თუ თერნზე მაშინ 2-ზე უნდა გავამრავლოთ. მიღებული შედეგი პროცენტებში გვაძლევს იმის ალბათობას თუ რამდენი გვაქვს შანსი საუკეთესო კომბინაციის შედგენის, ჩვენს მაგალითზე რადგან ფლოპზე ვართ და გვაქვს 8 აუტსი, 8 უნდა გავამრავლოთ 4-ზე=32% ანუ ჩვენ დაახლოებით გვაქვს 32%. რაც იმას ნიშნავს რომ 100 შემთხვევიდან 32-ჯერ გავძლიერდებით სტრეიტამდე, შოუდაუნზე. ხოლო თუ თერნზე ვართ მაშინ ეს ჩვენი 8 აუტსი უკვე 2-ზე უნდა გავამრავლოთ და მივიღებთ 16%-ს(ასევე 16%-ია თერნზევე აუტსის მოსვლის ალბათობა). საკმაოდ მარტივი და ძალიან გამოსადეგი წესია, მაგრამ მაინც გირჩევთ ძირითადი კომბინაციების ოდსები დაიზეპიროთ.
4-ის და 2-ის წესის გამოყენებით ოდსების გამოთვლაც შეიძლება, რომ განვაზოგადოთ, თუ ვიცით ჩვენი ხელის სიძლიერე პროცენტებში ადვილია ოდსების გაგება. ჩვენს მაგალითზე ფლოპზე 4-ის და 2-ის წესის მიხედვით გვაქვს 32%-იანი შანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 თამაშიდან 32-ჯერ მოვიგებთ. ეს ოდსებში ასე გამოიხატება 68:32(რადგან როგორც ავღნიშნეთ. ოდსები ეს არის დამოკიდებულება, ჩვენთვის არასასიკეთო(68) მოვლენისა სასიკეთოსთან(32)) 68:32=2.125 ანუ ჩვენი ოდსები არის 2.125:1-თან რაც თითქმის იგივეა რაც 2.27:1-თან (ასეთი ოდსი მაშინ მივიღეთ როცა ალბათობით გამოვთვალეთ.), ანუ 4-ის და 2-ის წესი ძალიან ზუსტ შედეგს იძლევა და ის მუშაობს. მას პრობლემები ექმნება 13 და მეტი აუტსების შემთხვევაში. თუმცა მაგდენი აუტსით თითქმის არასდროს არის შეცდომა მთლიან სტეკზე თამაში, ცხადია თუ თქვენც და თქვენს ოპონენტსაც საკმარისი თანხა გაქვთ. (ამ თემაზე დაწვრილებით " მოსალოდნელი პოტ ოდსები " სტატიაში ვისაუბრებთ.)
პოტ ოდსები (Pot Odds)
პოტ ოდსი ეს არის სავარაუდო მოგების შეფარდება, ოპონენტის ფსონთან. ანუ მიმდინარე ბანკი+ოპონენტის ფსონი/ოპონენტის ფსონი.
მაგალითი:
რივერზე ბანკში დევს 16$, ჩვენი ოპონენტი აკეთებს 8$-იან ფსონს, ჩვენ უნდა გადავიხადოთ 8$ ქოლისთვის (Call) და შესაძლებლობისთვის, რომ მოვიგოთ 24$ (ბანკის ბოლო რაოდენობას დამატებული ჩვენი ოპონენტის ბეთი 16+8=24) ანუ პოტ ოდდსები ქოლისთვის შეადგენს 24:8=3:1.
პოტ ოდსების დათვლის დროს, ყურადღება არ მიაქციოთ თქვენს მიერ ვაჭრობის წინა რაუნდებში, გაკეთებულ ქმედებებს, რადგან მას შემდეგ რაც თქვენი ფული ბანკში გადადის, ის თქვენ აღარ გეკუთვნით და ის ფაქტი, რომ თქვენ წინა რაუნდში ფული ჩადეთ ბანკში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თამაში გააგრძელოთ უარყოფითი მათემატიკური ლოდინით. მხედველობაში მისაღებია, მხოლოდ ვაჭრობის მიმდინარე და მომავალი რაუნდები და არავითარ შემთხვევაში უკვე განვლილი რაუნდები.
მათემატიკური ლოდინის განსაზღვრა - აუტსების , ოდსების და პოტ ოდსების ურთიერთკავშირი
Expected Value (EV) - იგივე მათემატიკური ლოდინი, მოსალოდნელი მოგების ან წაგების რიცხვითი მნიშვნელობა.
პოკერში ყველა ქმედების მიზანი უნდა იყოს მაქსიმალური მათ. ლოდინის მიღწევა. ანუ მოვახდინოთ მოგების მაქსიმიზაცია და წაგების მინიმიზაცია. ჩვენს მიერ უკვე აღწერილი კონცეფციებით (ოდსები, აუტსები და პოტ ოდსები) შეგვიძლია განვსაზღვროთ ამა თუ იმ აქციის მათ. ლოდინი.
პრინციპში ყოველთვის იბადება კითხვა, მოვიგებთ ჩვენ იმაზე მეტს ამ დარიგებაში ვიდრე ჩავდეთ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა შევადაროთ ოდსები, პოტ ოდსებს.
დავუბრუნდეთ წინა მაგალითს:
რივერზე ბანკში დევს 16$, ჩვენი ოპონენტი აკეთებს 8$-იან ფსონს, ჩვენ უნდა გადავიხადოთ 8$ ქოლისთვის (Call) და შესაძლებლობისთვის, რომ მოვიგოთ 24$ (ბანკის ბოლო რაოდენობას დამატებული ჩვენი ოპონენტის ბეთი 16+8=24) ანუ პოტ ოდდსები ქოლისთვის შეადგენს 24:8=3:1
თუ ჩვენი ოდსები მოგებაზე შეადგენს 2:1-თან. ჩვენ 1/3 ჯერ მოვიგებთ 24$-ს და 2/3 ჯერ წავაგებთ 8$. საერთოდ კი საშუალოდ
2.67$-ს მოვიგებთ (1/3*24$-2/3*8$=+2.67$)
თუ ჩვენი ოდსები მოგებაზე არის 3:1-თან, მაშინ ჩვენ 1/4 ჯერ მოვიგებთ 24$ და 3/4 ჯერ წავაგებთ 8$-ს. ანუ საშუალოდ ჩვენი მოგება იქნება 0 (1/4*24$-3/4*8$=0)
თუ ჩვენი ოდსები მოგებაზე არის 4:1-თან, მაშინ ჩვენ 1/5 ჯერ მოვიგებთ 24$-ს, ხოლო 4/5 ჯერ წავაგებთ 8$-ს, საშუალოდ ჩვენ წავაგებთ 1.6$ (1/5*24$-4/5*8$=-1.6$)
რომ განვაზოგადოთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ პოტ ოდსები აღემატება, ოდსებს მოგებაზე, მაშინ აქციას დადებითი მათემატიკური ლოდინი აქვს და პირიქით, თუ პოტ ოდსები უფრო ნაკლებია ვიდრე ოდსები მოგებაზე, მაშინ აქციას უარყოფითი მათ. ლოდინი აქვს. ხოლო თუ პოტ ოდსები და ოდსები მოგებაზე ერთნაირია, მაშინ მათ. ლოდინი 0-ის ტოლია.
მაგალითი:
NL $100 ბლაინდები 0.5/1$ ჩვენ გვაქვს სრული სტეკი (100$) ჩვენ ვაკეთებთ რეიზს ადრეული პოზიციიდან KK -ით 4$-მდე, ყველა წვება მხოლოდ ბათონი(Button), რომელიც ძალიან აგრესიული მოთამაშეა იძახის All in-ს, მას 30$ ქონდა ბლაინდები წვებიან რა ვქნათ ჩვენ?
პასუხი ძალიან მარტივია ჩვენ ვაკეთებთ ქოლს.
მათემატიკოსი ამ გადაწყვეტილების მიღებისას: რა კარტით შეიძლება ეთქვა All in-ი ოპონენტს? ის ცუდი, ზედმეტად აგრესიულ მოთამაშეა, ამიტომ არ არის აუცილებელი მას ყავდეს AA, მას ამის გაკეთება ძალიან ბევრი სხვა ხელითაც შეეძლო მაგ. AA, KK, QQ,JJ, TT,AKs (s-suited, ერთი ფერის),AKo(o-offsuited, სხვადასხვა ფერის) ხელების ამ სპექტრის წინააღმდეგ ჩვენ ჩვენი KK-თი აშკარა ფავორიტები ვართ. კომპ. პროგრამა გვეუბნება, რომ ჩვენი ეკვიტი 66%-ის ტოლია. ეს იგივე რაც 34:66 ოდსებში ან რომ დავამრგვალოთ 1:2, ანუ ჩვენ 3 შემთხვევიდან
2-ჯერ ვიგებთ.
პოტ ოდსები ასე გამოითვლება:
ბანკი უკვე 35.5$-ს შეადგენს. 1.5$-ი ბლაინდების ასევე ჩვენი 4$-იანი რეიზი და ოპონენტის 30$-იანი რი რეიზი, სულ 35.5$ ქოლისთვის ჩვენ გვჭირდება 26$ (4$-იანი რეიზი გავაკეთეთ) ანუ პოტ ოდსები ასეთია 35.5:26-თან, ან დამრგვალებული 1.37:1-თან. პოტ ოდდსები აშკარად მეტია ვიდრე, ოდსები მოგებაზე ამიტომ ეს აშკარა ქოლია.
მათ. ლოდინი ასე ითვლება :
2/3 შემთხვევეაში ჩვენ ვიგებთ 35.5$, ხოლო 1/3 შემთხვევაში ვაგებთ 26$, საშუალოდ ჩვენ ვიგებთ 15$ (2/3*35.5$-1/3*26$=+15$)
მაგალითი 2:
NL $100 ბლაინდები 0.5/1$ ჩვენ გვაქვს სრული სტეკი (100$) ჩვენ გვყავს QJ და უკვე თერნზე ვართ მაგიდა ასეთია T73K, პრეფლოპზე ვცადეთ ბატონიდან მოგვეპარა ბლაინდები, დიდმა ბლაინდმა მიიღო ჩვენი რეიზი პრეფლოპზეც და ფლოპზეც. თერნზე მოვიდა K, ბანკში 19.5$-ია ჩვენი ოპონენტი დებს 10$, რა ვქნათ? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენ უკან ვართ, რადგან მაღალი კარტი ქალი ვერ მოიგებს ბანკს, ალბათ ოპონენტს ყავს ტოპ წყვილი ანუ 2 პაპა, ჩვენ გვაქვს 8 აუტსი, რომელიც გაგვაძლიერებს ნათსურ სტრეიტამდე (4 ტუზი და 4 ცალი 9-იანი) შევამოწმოთ საკმარისია, თუ არა ეს 8 აუტსი ქოლისთვის.
ყველა 8 აუტსი "სუფთაა" ანუ მათი დისკონტირება არ არის საჭირო, რადგან ვერცერთი მათგანი ვერ მისცემს ოპონენტს ჩვენზე ძლიერ კომბინაციას. ძნელად სავარაუდოა, რომ ოპონენტს ჩვენსავით QJ ყავს რაც ბანკის გაყოფას გამოიწვევს. ოდსები 8 აუტსის შემთხვევაში დაახლოებით 5:1-თანაა, ბანკში უკვე 29.5$-ია, 19.5 ფლოპიდან პლიუს ოპონენტის ფსონი. ქოლისთვის საჭიროა 10$, პოტ ოდსები კი 29.5:10-თან ან რომ დავამრგვალოთ 3:1-თან, ჩვენ ვხედავთ, რომ პოტ ოდსი აშკარად უარესია ვიდრე ოდსები მოგებაზე, ამიტომ ჯობია დავწვეთ, რადგან არ წავაგოთ უფრო მეტი ფული.
მათ. ლოდინი (საშუალო მოგება) ამ მაგალითზე აშკარად უარყოფითია, 1/6 შემთხვევაში ვიგებთ 29.5$-ს და 5/6 შემთხვევაში ვაგებთ 10$ საშუალო მოგება 1/6*29.5$-5/6*10$=-3.42$
პოკერში კი მნიშვნელოვანია გრძელ დისტანციაზე ვიყოთ პლიუსში, თუ მათემატიკური თვალსაზრისით სწორად ვთამაშობთ შეიძლება დღის ბოლოს წავაგოთ, მაგრამ თვის და წლის ბოლოს აუცილებლად პლიუსში ვიქნებით. როგორც ნათქვამია ერთი დღე პოკერში 90% გამართლება და 10% თამაშის ცოდნაა, ხოლო 1 თვე პოკერში 90% თამაშის ცოდნა და 10% გამართლებაა.