შესავალი
ამ სტატიაში...
- ძლიერი მზა ხელებით - შეუტიეთ!
- ძლიერი დროუ ხელები გაათამაშეთ პოტ ოდსების მიხედვით, ზოგჯერ შეუტიეთ
- არ ითამაშოთ დიდი ბანკები საშუალო სიძლიერის მზა ხელებით
სიტუაცია როდესაც თქვენ დაქოლავთ რეიზს იშვიათად შეგხვდებათ, რადგან მსგავსი ქოლები იშვიათად არიან მომგებიანები, თქვენი მიზანია აკონტროლოთ სიტუაცია დარიგებაში, ხოლო თუ ინიციატივა არ გაქვთ გაგიჭირდებათ ამის გაკეთება.
თუმცა მსგავსი ქოლები მაინც კეთდება, მაგალითად ჯიბის დამალი წყვილებით. მათი გათამაშება პოსტფლოპზე ძალიან ადვილია, რადგან ისინი ან გამოუსადეგარნი გახდებიან ან მონსტრები, რომლებითაც სტეკზე თამაშს მოისურვებთ.
ამასთან ოპონენტებს გაუჭირდებათ თქვენი ხელის წაკითხვა, რადგან თუ ფლოპზე სეტი გახდებით,ორივე თქვენი კარტი მაგიდის მხოლოდ ერთ კარტთან იქნება მიბმული. შესაბამისად რთული იქნება მაგიდის სტრუქტურიდან თქვენი კომბინაციის წაკითხვა, სტრეიტის, ფლეშის ან ფლეშ-დროუს წაკითხვა გაცილებით უფრო ადვილია ვიდრე სეტის.
საწყისი ხელების ცხრილის მიხედვით, ჯიბის დაბალი წყვილები ერთადერთი საწყისი ხელებია, რომლითაც პრეფლოპზე ქოლს ვაკეთებთ გარე პოზიციაში, გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევა როდესაც ჩვენამდე გაკეთდა მინრეიზი ან ოპონენტებმა დაქოლეს რეიზი.
ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც პოზიცია გაქვთ პრეფლოპ აგრესორთან მიმართებაში, თქვენ შეგიძლიათ დაქოლოთ დაბალი ერთი ფერის კონექტორებითაც, მაგალითად 76 ან 89. მაგრამ ასეთი ქოლებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს თქვენი და თქვენი ოპონენტების სტეკების სიდიდე.
თქვენ არ უნდა დაქოლოთ მარგინალური ხელებით თუ ოპონენტს სტეკის ნახევარი ან უფრო ნაკლები აქვს, რადგან მას ასეთ შემთხვევაში არასაკმარისი თანხა აქვს იმისთვის რომ გადაგიხადოთ თქვენს მონსტრ ხელში, რომლის აწყობასაც ცდილობთ მსგავსი ქოლებით. საერთო რეკომენდაცია: 100BB სტეკების შემთხვევაში, თქვენ შეგიძიათ დაქოლოთ 4-5 BB ის რეიზი თუ ერთმა ან ორმა ოპონენტმა გაასწორა არსებული რეიზი.
EXAMPLE 1 - ჯიბის დაბალი წყვილი
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are on the BU |
|
ყველაფერი ძალიან მარტივია, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ თამაშში რადგან რეიზერს და თქვენ მთლიანი სტეკები გაქვთ, call 20-ის წესის მიხედვით. რომელიც ამბობს რომ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ქოლდქოლი პრეფლოპზე (ქოლი როდესაც აგრესორთან იმყოფებით პოზიციაში, მაგრამ თქვენს შემდეგ კიდევ არიან მოთამაშეები) დაბალი ჯიბის წყვილებით, თუ რეიზერის სტეკი მინიმუმ 20 ჯერ მეტია ვიდრე გასათანაბრებელი თანხა. ეს მოთხოვნა ამ მაგალითში თითქმის კმაყოფილდება, თანაც თამაშში შეიძლება შემოვიდნენ როგორც ლიმპერები ასევე ბლაინდებიც.
EXAMPLE 2 - ერთი ფერის კონექტორები
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are on the CO |
|
ეს სიტუაცია ცოტა უფრო რთულია, თქვენ ერთი ფერის კონექტორები გყავთ და რეიზიც პატარაა, თუმცა თქვენ პოზიცია გაქვთ პრეფლოპ აგრესორთან და არსებობს იმის მაღალი ალბათობა რომ თამაშში სხვა მოთამაშეებიც შემოვლენ, შესაბამისად თქვენ შეგიიათ წყნარად დაქოლოთ და დაელოდოთ ფლოპს.
EXAMPLE 3 - ერთი ფერის კონექტორები
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are the SB |
|
რეიზის დაქოლვა პატარა ბლაინდიდან ერთი ფერის კონექტორებით გამართლებული არ არის, რადგან თქვენ არ გაქვთ პოზიცია, საწყისი ხელი სპეკულაციურია და გათამაშებაც პასიური, შესაბამისად ასეთ სიტუაციებში გაგიჭირდებათ ხელის მომგებიანად გათამაშება
EXAMPLE 4 - ერთი ფერის კონექტორები
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are on the CO |
|
აქ უფრო ქოლია ვიდრე ფოლდი, თქვენამდე ორმა ოპონენტმა გაასწორა არც თუ ისე დიდი რეიზი, მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვერ იქნებით მათთან პოზიციის შენარჩუნებაში (არსებობს რირეიზის საშიშროება, ან ბათონიდან ქოლის) ჯობია დაქოლოთ და დააკვირდეთ მოვლენების განვითარებას.
როგორი კომბინაციების შედგენა გინდათ?
ჩვენ უკვე დავადგინეთ რომ პრეფლოპზე ქოლდ ქოლს დაბალი ჯიბის წყვილებით და ერთი ფერის კონექტორებით ვაკეთებთ, შესაბამისად კომბინაციების დიაპაზონი რომელსაც პოსტფლოპზე ველოდებით შემოსაზღვრულია. თქვენ გინდათ დაინახოთ სეტი, ორი წყვილი, ორმხირივი სტრეიტდროუ ან ფლეშ-დროუ.
კომბინაციების 5 კატეგორიას თქვენ უკვე იცნობთ, წინა სტატიებიდან, ესენია:
- გამოუსადეგარი-ხელები
ყველა ის კომბინაცია, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს. - სუსტი-დროუ
მაგალითად გათშოტი, ინიციატივის გარეშე მათ იგივე ფასი აქვთ რაც გამოუსადეგარ ხელებს. - ძლიერი-დროუ
ორმხრივი სტრეიტ-დროუ ან ფლეშ დროუ, მოკლედ დროუ რომელსაც 8+ აუტსი აქვს. - საშუალო სიძლიერის მზა ხელები
ამ კატეგორიაში გადიან ტოპ წყვილები დაბალი ან საშუალო კიკერით ასევე სხვა სახის წყვილები, მსგავსი ხელებით თქვენ ძირითადად წინ ხართ, მაგრამ ვერ შეძლებთ წინ აღუდგეთ დიდ აგრესიას, როგორც კი ბანკი ზრდას დაიწყებს თქვენ მსგავსი ხელების გადაყრა მოგიწევთ. - ძლიერი მზა ხელები
მაგიდის სტრუქტურის გათვალისწინებით, ორი წყვილი ან უკეთესი კომბინაცია ითვლება ძლიერ მზა ხელად და შესაბამისად უნდა გათამაშდეს.
მაგიდის სტრუქტურას ნაკლები მნიშვნელობა აქვს ვიდრე მაშინ როდესაც თქვენ ხართ პრეფლოპ აგრესორი, თქვენ თამაშიდან არ გადიხართ მხოლოდ ძლიერი მზა ხელებით და ძლიერი დროუ ხელებით.
მაგიდის სტრუქტურას მსგავს სიტუაციებში მაშინ აქვს მნიშვნელობა, როდესაც თქვენ განიხილავთ სლოუფლეის შესაძლებლობას, ანუ გათამაშების პასიურ ხაზს, როდესაც თქვენ ცდილობთ დამალოთ თქვენი ხელის რეალური ძალა.
იმისთვის რომ სლოუფლეის შესაძლებლობა დაუშვათ, მაგიდაზე არ უნდა იყოს ძლიერი დროუხელების შესაძლებლობა, იმის ალბათობა რომ თქვენს ხელს გადაასწრებენ უნდა იყოს ძალიან პატარა, ასევე თქვენ არ უნდა გყავდეთ 2 ოპონენტზე მეტი, თუ ეს მოთხოვნები არ სრულდება ითამაშეთ აგრესიულად, ცხადია თუ ფულ ჰაუსი ან კარე არ გყავთ.
მაშ ასე ამ სტატიაში ჩვენ უნდა გავარკვიოთ რამდენიმე საკითხი:
- როდის უნდა გამოვიყენოთ სლოუფლეი ძლიერი მზა ხელით?
- როდის გავათამაშოთ დროუ აგრსიულად ან პასიურად?
- როგორ მოვიქცეთ საშუალო სიძლიერის მზა ხელებით, მაგალითად პატარა ოვერ წყვილებით, როდესაც ჩვენ გავასწორეთ რეიზი 88-ანით და ფლოპზე 237 ამოვიდა?
როგორ ვითამაშოთ ფლოპზე?
თქვენ ძლიერი მზა ხელი გყავთ
სიტუაცია როდესაც ფლოპზე ძლიერი მზა ხელი გყავთ ყველაზე საინტერესო და მომგებიანია მაშინ როდესაც ინიციატივა არ გვაქვს. ასეთი ხელებია სეტი, მზა სტრეიტი, ფლეში ან სულაც ფულ ჰაუსი, ორი წყვილიც ძლიერ მზა ხელად ითვლება, მაგრამ ის გაცილებით უფრო სუსტია ზემოჩამოთვლილებზე და არსებობს საკმაო ალბათობა იმის რომ მას გადაასწრებენ შემდეგ ქუჩებზე.
გათამაშების ხაზი, განსაკუთრებით სლოუფლეის ვარიანტი დამოკიდებულია ოპონენტების რაოდენობასა და მაგიდის სტრუქტურაზე. შემდეგი გადამწყვეტი ფაქტორი პოზიციაა პრეფლოპ აგრესორთან მიმართებაში.
თქვენ არ გაქვთ პოზიცია პრეფლოპ აგრესორთან მიმართებაში
მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, როდესაც ქოლავთ პრეფლოპ რეიზს ბლაინდების პოზიციიდან ან ადრეულ პოზიციაში ლიმპით შესვლის შემდეგ ასწორებთ რეიზს. თუ ფლოპზე ძლიერი მზა ხელი გყავთ რჩება მხოლოდ 3 ოფცია:
- თქვენ აკეთებთ ფსონს (დონკბეთი).
- თქვენ აკეთებთ ჩეკს, იმისთვის რომ შემდეგ გაზარდოთ (check/raise ხაზი).
- თქვენ აკეთებთ ჩექს იმ მიზნით რომ უბრალოდ გაათანაბროთ (check/cal ხაზი, სლოუფლეი).
საზოგადოდ ჩეკით თქვენ აძლევთ მოწინააღმდეგეს შანსს გააკეთოს ფსონი - ე.წ. კონტბეთი, გამოიყენებს თუ არა ის ამ შანსს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე.
თუ ის ადეკვატური მოთამაშეა მან იცის ეს ფაქტორები და ითამაშებს შესაბამისად. სტატიაში პოსტფლოპი: მაშინ როცა ინიციატივა გვაქვს უკვე განვიხილეთ მსგავსი ფაქტორები. ოპონენტი გააკეთებს კონტბეთს თუ მას ძლიერი მზა ხელი, ძლიერი დროუ ხელი ან ცოტა ოპონენტი ყავს.
რაც უფრო მეტი ოპონენტია დარიგებაში მით უფრო მაღალია შესაძლებელი დროუ ხელების ალბათობა. შესაბამისად მით უფრო უნდა გადაიხაროთ დადებისკენ. 3 ოპონენტის წინააღმდეგ ძალიან აგრესიული მოწინააღმდეგეც კი იშვიათად იბლეფებს და რადგან ის ხშირად აცდება ფლოპს არ გააკეთებს ბლეფურ კონტბეთს.
თუ ფლოპი გადაბმულია აგრესორი მითუმეტეს არ გააკეთებს ბლეფურ კონტბეთს და საბოლოო ჯამში დიდი შანსია გადაასწრონ ჩვენს სეტს.
თუ თქვენ პრეფლოპ აგრესორთან ერთი ერთზე დარჩით მაშინ შესაძლებელია სლოუფლეის განხილვა, ანუ ჩეკ/ქოლ ხაზის, ხოლო თუ ფლოპზე დროუ ხელების შესაძლებლობაა მაშინ ჩეკ/რეიზ ხაზის გათამაშება უფრო მომგებიანი იქნება დისტანციაზე.
მისასალმებელია კრეატივიც თამაშისას, არ არის აუცილებელი ყოველთვის ჩეკ/რეიზ ხაზის გათამაშება, აგრესიული ოპონენტების წინააღმდეგ აზრი აქვს დონკბეთსაც რეიზის პროვოცირების მიზნით.
თქვენ პოზიციაში ხართ პრეფლოპ აგრესორთან მიმართებაში
განვიხილოთ უმარტივესი შემთხვევა: თქვენამდე ყველა ჩეკი გააკეთა, შესაბამისად პრეფლოპ აგრესორს რომელსაც უნდა გაეკეთებინა კონტბეთი, არ გააკეთა, თუ ჩვენ არ ჩავდებთ ბანკში ფულს ის იქ ვეღარ მოხვდება.
თუ კი აგრესორმა გააკეთა კონტბეთი, მაშინ სიტუაცია უფრო საინტერესო ხდება დიდი მნიშვნელობა ენიჭება მაგიდის სტრუქტურას, განსაკუთრებით დროუ ხელების შესაძლებლობას. თქვენ უნდა შეაფასოთ რამდენად უსაფრთხოა ყოველი შემდეგი კარტი თქვენთვის.
არასდროს არ იქნება შეცდომა რეიზის პირდაპირ ფლოპზე გაკეთება, მაგრამ თუ მაგიდა უსაფრთხოა და ოპონენტიც შესაბამისი, უნდა დავფიქრდეთ უბრალო ქოლზეც.
მზა ფლეში და ორი წყვილი ყოველთვის აგრესიულად უნდა გაათმაშოთ. ძალიან ხშირად თქვენ გეყოლებათ დაბალი ფლეში და დაბალი ორი წყვილი, ასეთი სპექტრის წინააღმდეგ თქვენს ოპონენტს ყოველთვის ეყოლება არც თუ ისე ცოტა აუტსი, ხოლო თქვენ ცდილობთ სტეკზე ითამაშოთ მხოლოდ მაშინ როდესაც ფავორიტები ხართ.
მზა სტრეიტი გაცილებით უკეთესია სლოუფლეისთვის, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მაგიდაზე ფლეშ დროუ არ დევს.
მაგალითი 5 - სეტი
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are on the BU |
|
Flop - Active Players (3): You, BB, UTG1 - Pot: $3.10
|
კარგი მაგალითია სიტუაციის როდესაც აზრი აქვს სლოუფლეის. ფლოპი აბსოლუტურად მშრალია. ის ძალიან უსაფრთხოდ გამოიყურება და ასევე ტუზიც დევს. ეს ერთ ერთი მაგალითია როდესაც სტატიაში მაშინ როცა ინიციატივა გვაქვს განხილული იყო როგორც კარგი მაგალითი კონტბეთის გაკეთებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ ეს იდეალური ფლოპია, რომელსაც ბევრი მოთამაშე გამოიყენებს იმისთვის რომ კონტბეთი გააკეთოს, მაშინაც კი თუ ფლოპს საერთოდ აცდნენ.
ამ მაგალითში ოპონენტმა რეიზი ადრეული პოზიციიდან გააკეთა. მას ხშირად ეყოლება ტუზი ან ჯიბის წყვილი მაგალითად ათიანები ან ვალეტები. თუ თქვენ უბრალოდ დაქოლავთ ფლოპზე არის იმის საკმაო ალბათობა რომ ასეთ ფლოპზე მსგავსი ხელებიდან მიიღებთ დამატებით ველიუს, ვაჭრობის შემდეგ რაუნდებზე.
თუ თქვენ ფლოპზევე გააკეთებდით რეიზს, ოპონენტი გადაყრის ბევრ ისეთ ხელს მაგ. ათიანების წყვილს რომლითაც შესაძებელი იქნებოდა დამატებითი ველიუს აკრეფვა. თერნზე ბანკი $8-ს შეადგენს თუ ოპონენტი კიდევ დადებს თერნზე და თქვენ კვლავაც დაქოლავთ რივერზე ბანკი $20 იქნება სტეკში კი მხოლოდ $15 დაგრჩებათ, ანუ თქვენ ასწრებთ მთლიანი სტეკის ბანკში ჩადებას, თუ ოპონენტს ტუზი ჰყავს და გათამაშების პასიურ ხაზს აარჩევთ.
მაგალით 6 - ფლეში
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are on the BU |
|
Flop - Active Players (4): You, UTG1, MP3, CO - Pot: $4.35
|
ამ მაგალითში მიუხედავად იმისა რომ ძლიერი მზა ხელი გყავთ, ნებისმიერ ოპონენტს, რომელსაც თქვენს მაღალი ყვავი ყავს აქვს საკმაო აუტსები თქვენს წინააღმდეგ. როგორც ავღნიშნეთ ასეთ სიტუაციებში თქვენ ფლოპზევე ცდილობთ ოლ ინ სიტუაციის შექმნას და მაქსიმალურად ზრდით ბანკს.
მაგალითი 7 - სეტი
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are the SB |
|
Flop - Active Players (4): You, UTG1, MP1, BU - Pot: $5.25
|
ეს ზღვრული სიტუაციაა. თუ თქვენ იცით რომ ბათონი ძალიან აგრესიული მოთამაშეა შეგიძლიათ ითამაშოთ ჩეკ/რეიზი, ანუ გაჩეკოთ და დაარეიზოთ ოპონენტის კონტბეთი, ხოლო თუ ბათონი აგრესიულობაში შემჩნეული არ გყავთ თავად დადეთ, დარიგებაში იმდენი მონაწილეა რომ იშვიათად დადებენ თავად, თქვენ კი არ გინდათ ვინმეს უფასო თერნი აჩუქოთ, თანაც ამ ხაზის შემთხვევაში არსებობს რირეიზის შესაძლებლობაც, რაც მხოლოდ ჩვენ გვაძლევს ხელს.
მსგავს სიტუაციებში ჯობია ჩვენ მოვიპოვოთ ინიციატივა.
მაგალითი 8 - სეტი
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are the SB |
|
Flop - Active Players (2): You, BU - Pot: $2.25
|
იგივე სიტუაცია, ამჯერად თქვენ ერთი ერთზე ხართ პრეფლოპ აგრესორთან, ბანკის სწრაფად გაზრდის მიზნით საუკეთესო ხაზი ჩექ/რეიზი იქნება.
თქვენ გამოუსადეგარი ხელი ან სუსტი დროუ გყავთ
იმის მოყოლა თუ როგორ უნდა გაათამაშოთ მსგავსი ხელები ძალიან ადვილია, თქვენ მათ უბრალოდ არ ათამაშებთ. მხოლოდ ძალიან იშვიათად, მაშინ როდესაც აგრესორთან ერთი ერთზე დარჩით და ის ძალიან პატარა კონტბეთს აკეთებს თქვენ შეგიძლიათ იბლეფოთ, ორი ოპონენტის წინააღმდეგ თქვენ უკვე გჭირდებათ ისეთი სიძლიერის ხელი რომლის გახსნაც შოუდაუნზე არ შეგრცხვებათ.
EXAMPLE 9 - ჯიბის დაბალი წყვილი
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are in MP2 | UTG1, UTG2, UTG3 and MP1 fold You call $0.25 MP3 and CO fold BU bets $1.25 SB folds BB and you call $1 |
Flop - Active Players (3): You, BB, BU - Pot: $3.85
BB and you check BU bets $2.25 BB and you fold |
მოსაყოლიც არაფერია, პრეფლოპზე ხელი მომგებიანად გაათამაშეთ, მაგრამ მთლიანად აცდით ფლოპს და უკვე აბსოლუტურად გამოუსადეგარი ხელი გყავთ, შესაბამისად უნდა დაწვეთ.
EXAMPLE 10 - ჯიბის დაბალი წყვილი
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25 | ||
You are on the BU | UTG1, UTG2 and UTG3 fold MP1 bets $1 MP2, MP3 and CO fold You call $1 SB and BB fold | |
Flop - Active Players (2): You, MP1 - Pot: $2.35 | ||
MP1 checks You bet $1.40 |
აქ თქვენს ხელს არ აქვს დიდი ფასი, მაგრამ პრეფლოპ აგრესორმა გაჩეკა, ორი ვარიანტია ის ან მახეს გიგებთ ან დანებება გადაწყვიტა, იმის გამო რომ ხშირ შემთხვევაში მას ფლოპი არ მოეწონებოდა აქვს აზრი ფსონის გაკეთებას რადგან ის უფრო დაწვება ვიდრე მახეს დაგიგებთ.
თუ კი მან რეიზი ან ქოლი გააკეთა თქვენ მაშინვე უნდა დაივიწყოთ თქვენი მცდელობები ბანკის წაღების შესახებ. რადგან ის ან ეშმაკურად ათამაშებს თავის კომბინაციას ანაც უბრალოდ არ სჯერა თქვენი ხელის სიძლიერის, ორივე შემთხვევაში უნდა შევწყვიტოთ ბანკში დამატებითი თანხის ინვესტირება.
თქვენ ძლიერი დროუ გყავთ
ძლიერი დროუ ხელის გათამაშებისას მოქმედებს იგივე პრინციპი რაც ისეთ ბანკებში როდესაც არავის აქვს ინიციატივა. უმეტეს შემთხვევებში აგრესიული თამაში ვერ გამართლდება, რადგან ბანკის თქვენი შანსები 25% დან 45%-მდე მერყეობს.
ცხადია თქვენ გაქვთ საკმარისი შანსები იმისთვის, რომ ვაჭრობის მომდევნო რაუნდებში მოიგოთ ბანკი და უფრო მეტი თანხა ჩაადებინოთ მოწინააღმდეგეს თუ მასაც ყავს ძლიერი კომბინაცია, მაგალითად თუ მას ტოპ ან ოვერ წყვილი ყავს და თქვენ დაასრულებთ დროუს თერნზე, შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ რომ დამატებით მინიმუმ ერთ ფსონს მოუგებთ, მანამ სანამ მიხვდება რომ აგებს, ზოგჯერ კი საერთოდ ვერ მიხვდება და მთლიან სტეკს ჩადებს ბანკში. როგორ გაათამაშოთ მსგავსი ხელები თქვენ უკვე იცით სტატიიდან „მოსალოდნელი პოტ ოდსები“ და „ოდსები და აუტები“
სტანდარტული წესი: თქვენ უნდა გქონდეთ შესაძლებლობა მოიგოთ ფლოპზე ჩადებული ინვესტიციების მინიმუმ ორმაგი ოდენობა, იმისთვის რომ მომგებიანად დაქოლოთ დიდი ფსონი. შესაბამისად თქვენც და თქვენს ოპონენტსაც საკმარისი რაოდენობის სტეკები უნდა გქონდეთ, მაგრამ თქვენ არ უნდა დაქოლოთ ისეთი ფსონები რომლებიც ბანკის რაოდენობას სცილდება.
მაგალითი 11 - ფლეშ დროუ
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are on the BU | UTG1 and UTG2 fold UTG3 bets $0.50 MP1 calls $0.50 MP2, MP3 and CO fold You call $0.50 SB folds BB calls $0.25 |
Flop - Active Players (4): You, BB, UTG3, MP1 - Pot: $2.10
BB checks UTG3 bets $1.75 MP1 folds You call $1.75 |
როგორც ჟარგონზე იტყვიან „Easy Call“ ანუ ყოველგვარი დაფიქრების გარეშე შეგიძიათ დაქოლოთ, თქვენ პოზიციაში ხართ პრეფლოპ აგრესორთან, ფლოპზე ძლიერი დროუ გყავთ, ხოლო ოპონენტმა რეიზი გააკეთა ადრეული პოზიციიდან შესაბამისად დიდი ალბათობით ძლიერი ხელი ეყოლება, რომლითაც ის გააგრძელებს დადებას თერნზე და რივერზე, მაშინაც კი თუ დროუ დაიხურება
EXAMPLE 12 - ორმხრივი სტრეიტ-დროუ
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are on the BU |
|
Flop - Active Players (4): You, BB, UTG3, MP1 - Pot: $2.10
|
ამ შემთხვევაში ფოლდი, საუკეთესო ალტერნატივაა. თქვენი ოპონენტი დებს ორმაგ ბანკს, დიდი ფსონი უკვე იძლევა სათანადო საფუძველს იმისთვის რომ დავწვეთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც თქვენი დროუ არც თუ ისე ძლიერია.
სტატიაში „ოდსები და აუტსები“ თქვენ გაეცანით დისკონტირებული აუტსები თემას. ამ მაგალითში თქვენ უნდა მოახდინოთ აუტსების დისკონტირება, რადგან მაგიდაზე ფლეშ-დროუ დევს. ჯვრის რვიანი და სამიანი კი გაძლევთ სტრეიტს, მაგრამ არსებობს იმის ალბათობა რომ ოპონენტს ფლეშდროუს დაუხურავს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით თქვენი შანსები მცირია, არ იქნებოდა მართებული დიდი რაოდენობის თანხის ჩადება მოგების დაბალი შანსების პირობებში.
თქვენ საშუალო სიძლიერის მზა ხელი გყავთ
ამ კატეგორიის კომბინაციების გათამაშება ყველაზე რთულია, ერთის მხრივ თქვენ ძლიერი ხელი გყავთ იმისთვის რომ დაწვეთ, ხოლო მეორეს მხრივ არც თუ ისე ძლიერი იმისთვის რომ დიდ აგრესიას გაუძლოთ.
ხშირად თქვენ წინ იქნებით, მაგრამ ამის გასარკვევად ასევე ხშირად დიდი თანხის გადახდა მოგიწევთ. ცნობილი წესის „დიდი ბანკები დიდი ხელებისთვისაა, ხოლო პატარები პატარებისთვის“ მიხედვით თქვენ ისეთი კომბინაციებით როგორიცაა ტოპ წყვილი სუსტი კიკერით ან შუათანა წყვილით, უნდა ეცადოთ ბანკის რაოდენობა იყოს მაქსიმალურად პატარა და მაქსიმალურად იაფად მიხვიდეთ შოუდაუნამდე. მსგავს სიტუაციებში ბანკის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად ინსტა ფოლდი ოპონენტის ადეკვატურ ფსონზე არ იქნება დიდი შეცდომა.
პრობლემა იმაშია, რომ თქვენ ვერასდროს ვერ იქნებით დარწმუნებული თუ სად იმყოფებით, თუ ფლოპზე წინ ხართ ოპონენტს მაინც ეყოლება შესაბამისი აუტსები იმისთვის, რომ თერნზე ან რივერზე გადაგასწროთ.
თქვენ პოზიციაში ხართ პრეფლოპ აგრესორთან მიმართებაში
თუ თქვენს გარდა კიდევ ვინმემ დაქოლა პრეფლოპ რეიზი, აგრესორის კონტბეთზე დაწოლა აჯობებს.
თქვენ უკვე იცით მიზეზი: რაც უფრო მეტი ოპონენტია, მით უფრო იშვიათად იქნბა კონტბეთი ბლეფი. თუ მოწინააღმდეგემ დაარეიზა პრეფლოპზე და ფლოპზე 3 ოპონენტის წინააღმდეგ კონტბეთს აკეთებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას ნამდვილად ძლიერი ხელი ყავს.
თუ აგრესორთან ერთი ერთზე დარჩით, მაშინ რეალურად ბევრი არაფერი იცვლება. ასეთ შემთხვევაშიც უნდა გადაყაროთ საშუალო სიძლიერის მზა ხელი, რადგან ფლოპზე წინაც რომ იყოთ ოპონენტს ენება საკმარისი აუტსები იმისთვის, რომ შემდგომ გადაგისწროთ, ასევე რეიზი ადრეული პოზიციიდან იშვიათად მიანიშნებს სუსტ ხელზე, შესაბამისად შოუდაუნამდე მისვლა არ დაჯდება იაფი.
თუ კი რეიზი საშუალო ან გვიანი პოზიციიდან განხორციელდა, იმის შანსები რომ თქვენ წინ ხართ იზრდება. უსაფრთხო მშრალ მაგიდაზე თქვენ შეგიძლიათ დაქოლოთ ოპონენტის კონტბეთი, თუმცა თუ აგრესია თერნზეც გაგრძელდა სერიოზულად უნდა განიხილოთ ფოლდის ვარიანტი, რადგან გათამაშების მსგავსი ხაზი იშვიათად მიანიშნებს ბლეფზე.
არსებობს ფლოპზე რეიზის გაკეთების ვარიანტიც. თუ ოპონენტი სწრაფად დაწვება მაგას რა ჯობია, ხოლო თუ რირეიზს გააკეთებს, უნდა გამოხვიდეთ იქიდან რომ უკვე უკან ხართ.
თუ დაქოლავს თქვენს რეიზს, გათამაშების ფრთხილ რეჟიმზე უნდა გადაერთოთ. თუ თერნზე პირველი დადებს უნდა დაწვეთ, ხოლო ჩექის შემთხვევაში თქვენც დაჩექოთ, რადგან მას აუცილებლად ეყოლება რაღაც რითიც ფლოპი დაქოლა და ეს რაღაც დიდი ალბათობით მზა ხელი იქნებოდა.
ყველაფერი სხვანაირად გამოიყურება თუ კი მაგიდაზე ბევრი დროუს შესაძლებლობაა. ასეთ შემთხვევაში ერთი ოპონენტის წინააღმდეგ ყოველთვის უნდა დაარეიზოთ. თქვენი მთავარი მიზანი - ბანკის იმწამსვე მოგებაა, თუ ოპონენტი არ დაწვება ე.ი. გათამაშების თქვენმა ხაზმა ვერ გაამართლა, ეცადეთ ამ დარიგებაში აღარ ჩადოთ ზედმეტი თანხა.
თქვენ ან იაფად მიდიხართ შოუდაუნამდე ან წვებით.
თქვენ გარე პოზიციაში ხართ პრეფლოპ აგრესორთან მიმართებაში
ასეთ შემთხვევაში უკეთესია თავად გააკეთოთ პირველი ფსონი. რამდენიმე ოპონენტის წინააღმდეგ თამაშის დროსაც მსგავსი სვლა კარგი და იაფი გზაა იმის გასაგებად თუ სად იმყოფებით. თუ ვინმე რეიზს გააკეთებს თქვენ წვებით, იმის და მიუხედავად თუ ვინ გააკეთებს მას. თუ რომელიმე ოპონენტმა ქოლი გააკეთა თქვენ ახლიდან უნდა შეაფასოთ სიტუაცია და გადაწყვიტოთ ღირს თუ არა კიდევ ერთი ფსონის გაკეთება.
EXAMPLE 13 - ოვერწყვილი
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are the BB |
|
Flop - Active Players (5): You, MP3, CO, BU - Pot: $4.10
|
აქ არ აქვს აზრი ზედმეტი ინვესტიციების გაკეთებას. მიუხედავად იმისა რომ ამ მომენტში ოვერწყვილი გიჭირავთ პრაქტიკულად ოპონენტების ნებისმიერ ხელს საკმაოდ ბევრი აუტსი აქვს თქვენს წინააღმდეგ, ასევე დანამდვილებით ვერ ვიტყვით რომ საერთოდ წინ ვართ. მსგავს სიტუაციებში ტუზ ყვავს გაცილებით დიდი შოუდაუნ ველიუ აქვს ვიდრე თქვენს შვიდიანებს, ამ კარტით დიდი ბანკის მოგების შანსი ძალიან მცირეა.
EXAMPLE 14 - ოვერწყვილი
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are the BB |
|
Flop - Active Players (3): You, MP3, CO - Pot: $3.10
|
ამ მაგალითში თქვენ უფრო ცოტა ოპონენტი გყავთ, მაგიდის სტრუქტურა გაცილებით ნაკლებ დროუ ხელს გულისხმობს ვიდრე წინა შემთხვევაში, შესაბამისად აქვს აზრი დონკბეთის გაკეთებას, თუ ოპონენტი რეიზს გააკეთებს მარტივად შეგვიძლია დავწვეთ, თუ რომელიმე უბრალოდ გაათანაბრებს, თერნზე ახლიდან უნდა შეაფასოთ სიტუაცია და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოთ.
EXAMPLE 15 - საშუალო წყვილი
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are the MP1 |
|
Flop - Active Players (2): You, UTG1 - Pot: $2.35
|
ადრეული პოზიციიდან გაკეთებული რეიზის წინააღმდეგ არ ღირს მსგავს სიტუაციებში დამატებითი ინვესტიციების გაკეთება, ცხადია ზოგჯერ თქვენ საუკეთესო ხელი გეყოლებათ, მაგრამ ოპონენტის მთლიან სპექტრთან თქვენ უკან ხართ და წინაც რომ იყოთ ოპონენტს მაინც ეყოლება რამდენიმე აუტსი თქვენს წინააღმდეგ.
EXAMPLE 16 - ოვერწყვილი + ორმხრივი სტრეიტ დროუ
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are on the CO |
|
Flop - Active Players (2): You, MP3 - Pot: $2.35
|
მსგავსი სიტუაცია თქვენთვის გაცილებით უფრო ხელსაყრელია ვიდრე წინა დანარჩენი. მიუხედავად იმისა რომ თქვენ ყველაზე სუსტი ოვერწყვილი გყავთ, მას ზურგს უმაგრებს ორმხრივი სტრეიტ დროუც. თქვენი ხელის პოტენციალი საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ დაწვეთ.
თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში წყნარად შეგიძლიათ დაქოლოთ კონტბეთი, თანაც თქვენ გყავთ ერთი ოპონენტი, რომელმაც რეიზი საშუალო პოზიციიდან გააკეთა და არა ადრეულიდან, როგორც წინა მაგალითში. მისი დიაპაზონის წინააღმდეგ თქვენ წინ ხართ და თუ მაინც უკან ხართ, თქვენ გყავთ ორმხრივი სტრეიტ დროუ რაც საკმარისია მომგებიანი ქოლის გასაკეთებლად.
ზოგჯერ პირდაპირ რეიზზეც შეიძლება ფიქრი, მაგრამ თქვენი ხელი საკმაოდ კარგია ასეთი ხაზისთვის, თუ ოპონენტი რირეიზს გააკეთებს, სამწუხაროდ თქვენ ძალიან პერსპექტიული ხელის დაყრა მოგიწევთ.
EXAMPLE 17 - ოვერწყვილი
Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25
You are on the BU |
|
Flop - Active Players (2): You, CO - Pot: $2.35
|
ამ მაგალითში საუკეთესო გამოსავალი პირდაპირი რეიზია ფლოპზე. მაგიდაზე რამდენიმე შესაძლო დროუ დევს, ძალიან ალბათურ ტუზს აქ გათშოტი ყავს. თუ თერნზე ცხრიანზე მაღალი კარტი ამოვა, მაგალითად პაპა ან ქალი, თქვენ ვეღარ იგრძნობთ თავს კომფორტულად.
მსგავს სიტუაციებში ჯობია პირდაპირ რეიზი გავაკეთოთ. თუ ოპონენტი რირეიზს გააკეთებს, თქვენ დარწმუნებული იქნებით რომ უკან ხართ. თუ უბრალოდ ქოლს გააკეთებს თერნზე ახლიდან შეაფასებთ სიტუაციას.
როგორ ვითამაშოთ თერნზე?
ჩვენ ძლიერი მზა ხელი გვყვავს
ძლიერი მზა ხელით, ჩვენი სტრატეგია თერნზე, თითქმის არ იცვლება. თუ აქამდე აგრესია არ გამოგვივლენია, სწორედ ახლაა კარგი მომენტი აგრესიის გამოსავლენად. სლოუფლეი (პასიური თამაში) შეიძლება კარგი იყო ფლოპზე, მაგრამ ახლა მოქმედების დროა.
ერთადერთი მიზეზი არააგრესიული თამაშის გასაგრძელებლად შეიძლება ის იყოს, რომ მოწინააღმდეგე თვითონ იყოს იმდენად აგრესიული, რომ დიდი ალბათობით თვითონვე დადებს ოლინს ჩვენი პასიური თამაშის გამო, ხოლო ჩვენი აგრესიის შემთხვევაში კი ხელიდან გავიდეს. მაგრამ მაინც ბევრი სლოუფლეი (პასიური თამაში), ბევრი არ გამოყენებული შესაძლებლობები და შანსებია.
ჩვენ ავაწყვეთ დროუ
ჩვენ ყოველთვის აგრესიულები უნდა ვიყოთ, როდესაც თერნზე დროუს ავაწყობთ. ფსონის არგაკეთება როდესაც მოწინააღმდეგე პოზიციაშია, ყოველთვის შეცდომაა.
ჩვენ გამოუსადეგარი ხელი ან სუსტი დროუ გვყავს.
არც გამოუსადეგარი ხელითა და სუსტი დროუთი იცვლება ჩვენი სტრატეგია დიდად. ჩვენ ვფოლდავთ მოწინააღმდეგის ფსონზე, თუკი თერნი უკეთეს დროუს არ გვაძლევს და მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე არ გვყავს. თუ ჩვენმა მოწინააღმდეგემ, ფლოპზე ჩეკი გააკეთა და თერნზეც ჩეკს აკეთებს, მაშინ დიდი ალბათობით არაფერი ყავს და შეიძლება ბლეფზე დავფიქრდეთ.
როგორც ყოველთვის, ბლეფისათვის მთავარი პირობებია: ჩვენს ოპონენტს უნდა შეეძლოს კარტის დაყრა, თუ ჩვენ ვფიქრობთ რომ მოწინააღმდეგეს რაღაც შეიძლება ყავდეს რითიც გადაიხდის მაშინ ჯობია ბლეფს თავი დავანებოთ. მაგრამ მაინც შეიძლება ღირდეს ცდა, ოღონდ რათქმაუნდა ცოტა ოპონენტის წინააღმდეგ.
ეს რათქმაუნდა ნახევრად ბლეფია, რადგან ზემოთ როგორც ვთქვით: თერნმა უკეთესი დროუ მოგვცა. რათქმაუნდა სრულიად ნაგავი ხელით არასოდეს უნდა ვიბლეფოთ თერნზე.
ჩვენ საშუალო ძალის მზა ხელი გვყვავს
საშუალო ძალის მზა ხელის თამაში თერნზე, შედარებით ძნელია. თუ ფლოპზე პოზიციიდან გავასწორეთ ფსონი, თერნზე უკვე დაყრა მოგვიწევს მოწინააღმდეგის გაგრძელებულ აგრესიის გამო. მაგრამ თუ ჩეკს გააკეთებს, ჩვენ დავდებთ ფსონს, მის რეიზზე კი ყოველთვის ვფოლდავთ.
მიზეზი ფსონის გაკეთბისა როცა მოწინააღმდეგე ჩეკავს: მისი გათამაშების ხაზი „ბეთი ფლოპზე/ ჩეკი თერნზე“ სისუსტის ნიშანია, (ალბათ ცდილობს პოტი პატარა დარჩეს) და დიდი ალბათობით დაფოლდავს, ვიდრე ამ ხელში ინვესტირებას გააგრძელებს.
მაგრამ სულ სხვა სიტუაციაა როდესაც მოწინააღმდეგემ ფლოპზე ფსონი გააკეთა ჩვენ კი დავურეიზეთ.
თუ ამის შემდეგ ის თერნზე მაინც აგრესიას გვაჩვენებს და ფსონს გააკეთებს - ყოყმანის გარეშე შეგვიძლია დავფოლდოთ, დიდი ალბათობით მოწინააღმდეგე, ჩვენს ხაფანგში ჩათრევას ცდილობს.
მაშინაც ფრთხილად უნდა ვიყოთ როდესაც მოწინააღმდეგე ჩეკს გააკეთებს. უსაფრთხო სვლა იქნება ჩეკი და რივერის ნახვა. ჩვენ ასეთ შემთხვევაში, არ ვიმყოფებით მომგებიან სიტუაციაში: ან სუსტ ხელს თამაშიდან გავაგდებთ, ან ძლიერ ხელთან წავაგებთ.
ჩვენ ორი არჩევანი გვაქვს როდესაც პოზიციაში არ ვიმყოფებით. თუ ჩვენს მოწინააღმდეგეს ფლოპზე ფსონი არ გაუკეთებია, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და გავაკეთოთ ფსონი თერნზე.
თუ მოწინააღმდეგემ გაგვითანაბრა ფსონი ფლოპზე, მაშინ თერნზე ფსონის გაკეთებას თითქმის აზრი ეკარგება. ამით ვერაფერს მივაღწევთ, იშვიათად თუ გაასწორებს ასეთ ფსონს სუსტი ხელი, სხვა სიტყვებით ჩვენი ხელი ბლეფად გადაიქცევა.
აღარ აქვს მნიშვნელობა იმას რომ ძლიერი ხელი გვყვავს და შოუდაუნის მოგება შეგვიძლია. ასეთ შემთხვევაში ფსონის გაკეთება ბლეფია. სუსტი ხელი ვერ დაგვიქოლავს ამ ფსონს და ერთადერთი პოზიტიური შედეგი რაც ამ ფსონმა შეიძლება მოგვიტანოს, ისაა რომ უკეთესი ხელი შეიძლება დავაფოლდინოთ მოწინააღმდეგეს. ეს კი ბლეფია.
ჩვენ შეიძლება სველ ბორდზე (ბორდზე რომელზეც რამოდენიმე დროუა შესაძლებელი) გავაკეთოთ ფსონი, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში: უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ხშირად ქოლავს ფლოპზე და ფოლდავს თერნზე.
მაგალითი 18 - სეტი
Before the flop - NL25 Blinds:$0.10/$0.25
You are the SB |
|
Flop - Active players (2): You, BU - Pot: $2.25
|
Turn - Active Players (2): You, BU - Pot: $12.25
|
სამწუხაროდ ცხრიანი არც თუ ისე კარგი კარტია ჩვენთვის. KQ ახლა უკვე გვიგებს, ან მოწინააღმდეგეს შეიძლება შეეშინდეს და თამაში აღარ გააგრძელოს. მაგრამ ჩვენ მაინც ძლიერი ხელი გვყვავს და ბევრი სუსტი ხელია რომელმაც შეიძლება გადაგვიხადოს, ოლინიც კი შეგვიძლია გავაკეთოთ თუკი მოწინააღმდეგე დაგვირეიზებს.
მაგალითი 19 - სეტი
Before the flop - NL25 Blinds:$0.10/$0.25
You are in MP1 |
|
Flop - Active players (4): You, UTG1, SB, BU - Pot: $5.25
|
Turn - Active Players (2): You, UTG1 - Pot: $11.25
|
UTG1-ის ქოლი ფლოპზე, შეიძლება ბევრ რამეს ნიშნავდეს. მას შეიძლება ყავდეს დროუ KQ, Q9 ან 89, ანდაც მზა ხელი J ან T. არც ისე დიდია იმის ალბათობა, რომ მას ორი წყვილი ან უკეთესი ყოლოდა.
როდესაც მეორე J გამოჩნდა თერნზე, ჩვენმა მოწინააღმდეგემ გამოავლინა აგრესია და გააკეთა ფსონი. JT ალბათ ერთადერთი რეალური ხელია, ამ შემთხევაში, მაგრამ მცირეა იმის შანსი რომ მოწინააღმდეგეს სწორედ ეს ორი კარტი ყავდეს. შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ წინ ვართ და შევეცადოთ რაც შეიძლება მეტი თანხა მოვაგროვოთ პოტში. მის $7 ფსონს შეგვიძლია ოლინითაც ვუპასუხოთ.
არც თუ ისე ჭკვიანური იქნება ამ შემთხვევაში ქოლის გაკეთება. მოწინააღმდეგე დარწმუნებულია რომ კარგი ხელი ჰყავს, ამას გარდა შეიძლება სტრეიტ-დროუთიც გადაგვიხადოს. რამოდენიმე ცუდი კარტიცაა რომელიც შეიძლება რივერზე გამოჩნდეს, მაგალითად T. სწორედ ახლაა საუკეთესო მომენტი ოლინის გასაკეთებლად.
მაგალითი 20 - სეტი
Before the flop - NL25 Blinds:$0.10/$0.25
You are on the BU |
|
Flop - Active players (3): You, BB, UTG1 - Pot: $3.10
|
Turn - Active Players (2): You, UTG1 - Pot: $8.10
|
ფლოპი მშვენიერ შესაძლებლობას გვაძლევს სლოუფლეისათვის, მაგრამ რადგან ახლა მოწინააღმდე ჩეკს აკეთებს, დროა ჩვენ დავდოთ ფსონი, რომ ბანკი გავზარდოთ. ჩვენს მოწინააღმდეგეს რომ გაეკეთებინა ფსონი $4.50 ჩეკის ნაცვლად ჩვენ უბრალოდ დავქოლავდით. თუ უფრო ნაკლებს დადებდა მაშინ დავარეიზებდით, რადგანაც აქ ჩვენი მიზანი ოლინია.
მაგალითი 21 - ფლეში
Before the flop - NL25 Blinds:$0.10/$0.25
You are on the BU |
|
Flop - Active players (4): You, BB, UTG3, MP1 - Pot: $2.10
|
Turn - Active Players (2): You, UTG3 - Pot: $5.60
|
ამ შემთხვევაში ჩვენ, ნატს ფლეში გვყავს თერნზე. უბრალოდ ქოლის გაკეთებაც შეიძლება, რადგან უკეთესი ფლეში უბრალოდ ვერ აეწყობა. მაგრამ რეიზი უკეთესია რადგან ჩვენ გვინდა მოწინააღმდეგეს მთელ მის სტეკზე ვეთამაშოთ.
მაგალითი 22 - ფლეშდროუ +შიდა სტრიტდროუ( GUTSHOT)
Before the flop - NL25 Blinds:$0.10/$0.25
You are on the BU |
|
Flop - Active players (4): You, BB, UTG3, MP1 - Pot: $2.10
|
Turn - Active Players (2): You, UTG3 - Pot: $5.60
|
ეს არც თუ ისე მარტივი ქოლი ან ფოლდია. ჩვენ ერთის მხრივ არ შეგვიძლია ვიყოთ დარწუნებული რომ მოწინააღმდეგე, რივერზე კიდევ ჩადებს ფულს ამ ხლეში. ფლეშდროუთი ქოლისათვის კი პოტ ოდსები არ გვაქვს.
მაგრამ მეორეს მხრივ, რადგანაც შიდა სტრეიტ-დროუც გვყვავს შესაძლებელია ქოლი. თერნს რომ შიდა სტრეიტდროუ არ მოეცა მაშინ ნათელი ფოლდი იყო.
მაგალითი 23 - საშუალო წყვილი
Before the flop - NL25 Blinds:$0.10/$0.25
You are on the BB |
|
Flop - Active players (3): You, MP3, CO - Pot: $3.10
|
Turn - Active Players (2): You, CO - Pot: $7.10
|
ჩვენ გადავწყვიტეთ ფსონის გაკეთება ფლოპზე და გაგვითანაბრა მოწინააღმდეგემ რომელსაც ამ ხელში ინიციატივა არ ქონია. ხელების დიაპაზონში, რომლითაც ის ფლოპზე დაგვიქოლავდა J არ ჯდება, სწორედ ამიტომ შესაძლებელია ისევ წინ ვიყოთ.
ჩვენს მოწინააღმდეგეს შესაძლებელია უფრო დაბალი წყვილი ყავდეს ან დროუ. არ შეიძლება რივერი უფასოდ ვაჩვენოთ. ჩვენ ასევე გვინდა ინფორმაცია მივიღოთ რომელიც მხოლოდ ფსონის გაკეთებითაა შესაძლებელი.
ფსონის გაკეთება ერთადერთი სწორი სვლაა. თუ მოწინააღმდეგე რეიზს გაგვიკეთებს დავფოლდავთ, მაგრამ თუ უბრალოდ დაგვიქოლავს, მაშინ თავიდან მოგვიწევს ხელის შეფასება რივერზე. ტუზი ან როლიმე ყვავის კარტი თუ ამოვა რივერზე, დიდი ალბათობით ჩვენს მოწინააღმდეგეს დაეხმარება და ჯობია დავნებდეთ.
მაგალითი 24 - ოვერწყვილი
Before the flop - NL25 Blinds:$0.10/$0.25
You are on the BU |
|
Flop - Active players (4): You, CO - Pot: $2.35
|
Turn - Active Players (2): You, CO - Pot: $12.35
|
ეს შემდეგი რთული სიტუაციაა. თუ ჩვენ ვიცით რომ ჩვენს ოპონენტს დანებება არ უყვარს და ხშირად მიდის შოუდაუნამდე, შეგვიძლია ფსონი გავაკეთოთ. კარგი მოთამაშე კი დიდი ალბათობით ჩვენზე წინაა. ის გარე პოზიციიდან მხოლოდ დროუთი არ დაქოლავდა და სავარაუდოდ რაიმე მზა ხელი ყავს. შემდეგი პრობლემა კი ისაა რომ ის ალბათ გადაყრის ყველა მზა ხელს რომელსაც ჩვენ ვუგებთ და ითამაშებს ისეთი ხელით რომელიც ჩვენ გვიგებს. უკეთესია ჩეკი გავაკეთოთ და რივერი ვნახოთ, შემდეგ კი გადავწყვიტოთ როგორ მოვიქცეთ.
როგორ ვითამაშოთ რივერზე?
ვაჭრობის ბოლო რაუნდზე ბევრი არაფერი იცვლება. ვაგრძელებთ აგრესიულ თამაშს ძლიერი მზა ხელებით, ვყრით უვარგის ხელებს და დროუებს რომლებიც ვერ ავაწყვეთ.
საშუალო მზა ხელები კი უფრო მეტად დასაფიქრებელი იქნება რივერზე. ჩვენი თამაში დამოკიდებული იქნება, წინა სავაჭრო რაუნდებზე მომხდარ ქმედებებზე.
ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ შოუდაუნის უფასოდ სანახავად. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამაზე წინა სტატიაში: ჩვენ ჩვენს ხელს ბლეფად გადავაქცევთ. სუსტი ხელი არ გადაგვიხდის. ჩვენ ძლიერი მზა ხელი გვჭირდება ფსონის გასაკეთებლად.
მაგრამ რა ვქნათ თუ პოზიციაში ვართ და ჩვენს წინ მოწინააღმდეგე ფსონს აკეთებს? თუ მან გაასწორა ფსონი თერნზე და ახლა რივერზე თვითონ აკეთებს ფსონს, სავარაუდოდ ჩვენზე უკეთესი ხელი ყავს. ჩვენ შეიძლება ქოლზე დავფიქრდეთ მხოლოდ მაშინ თუ მისი ფსონი ძალიან პატარაა.
მოდით განსხვავებული სცენარი განვიხილოთ: ჩვენ დავქოლეთ ოპონენტის ფსონი ფლოპზე, ორივემ გავჩეკეთ თერნზე და მოწინააღმდეგე აკეთებს ფსონს რივერზე. ჩვენ შეგვიძლია გავასწოროთ ფსონი არაუმეტეს 1/2 ბანკისა. ჩვენ ასეთ შემთხვევაში არ ვიქნებით საკმარისად ხშირად წინ იმისათვის, რომ
უფრო დიდი ფსონის გასწორება გავამართლოთ.
თუ ჩვენი მოწინააღმდეგეა პოზიციაში, მაშინ რამდენიმე არჩევანი გვაქვს. თუ ჩვენ გავაკეთებთ ფსონს ან რეიზს ფლოპზე და თერნზე, ძალიან ცოტაა შანსი ჩვენზე უარესმა ხელმა გადაგვიხადოს. ჩეკი საუკეთესო გამოსავალია, თუ მოწინააღმდეგე დადებს ფსონს, ფოლდს დიდხანს ფიქრი არ დაჭირდება.
თუ ჩვენც და მოწინააღმდეგემაც თერნზე ჩეკი გავაკეთეთ, ჩვენ შეგვიძლია პატარა ფსონი გავაკეთოთ 1/2 ბანკზე ოდნავ ნაკლები, ეს აგვაცილებს თავიდან მოწინააღმდეგის უფრო დიდ ფსონს და შეიძლება უარესმა ხელმაც გადაგვიხადოს.
ამას ბლოკ ბეთი ჰქვია. თუ მოწინააღმდეგე რეიზს გააკეთებს, გვეცოდინება რომ უკან ვართ და დავფოლდავთ.
მაგალითი 25 - სეტი
Before the flop - NL25 Blinds:$0.10/$0.25
You are on the SB |
|
Flop - Active players (2): You, BU - Pot: $2.25
|
Turn - Active Players (2): You, BU - Pot: $12.35
|
River - Active Players (2): You, BU - Pot: $28.25
საშინელი რივერი, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია ოლინი გავაკეთოთ. პოტში $28 დოლარია ჩვენ კი $11 სტეკი დაგვრჩა. ჩვენ ჩეკით ვერ გადავახდევინებთ, მოწინააღმდეგეს სუსტი ხელით და რადგანაც უკვე პოტზე ვართ მიბმული, მოგვიწევს დაქოლვა თუკი მოწინააღმდეგე რეიზს გააკეთებს. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია იყოს სუსტი ხელი, რომლითაც მოწინააღმდეგე გადაგვიხდის.
ამას ნეგატიური ფრიროლი ჰქვია. თუ ჩვენ ძლიერი ხელი გვაქვს და პოტიც ისეთი დიდია, რომ ჩვენ უყოყმანოდ დავქოლავთ ოლინს, ჯობია ჩვენთვითონ ავიღოთ ინიციატივა და შევუტიოთ, მაშინაც კი თუ რივერი სახიფათოდ გამოიყურება.
თუ ჩვენ უბალოდ გავჩეკავთ, ჩვენი მოწინააღმდეგეც ჩეკს გააკეთებს და უფასო შოუდაუნს ნახავს. რაც ნიშნავს რომ მოწინააღმდეგე უარესი ხელით არაფერს გვიხდის. ჩვენ ვიცით რომ თუ ის ფსონს გააკეთებს ჩვენ მაინც დავუქოლავთ, ჯობია ჩვენ თვითონ ავიღოთ ინიციატივა და გავაკეთოთ ფსონი, მაშინაც კი როცა შეიძლება მოწინააღმდეგეს დროუ აეწყო.
ყოველთვის როცა დროუ ეწყობა, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ პოტზე ვართ უკვე მიბმული და მაინც დავქოლავთ, ჯობია ჩვენ თვითონ დავდოთ ფსონი, ვიდრე მოწინააღმდეგეს ვაცადოთ.
მაგალითი 26 - სეტი
Before the flop - NL25 Blinds:$0.10/$0.25
You are on the BU |
|
Flop - Active players (3): You, BB, UTG1 - Pot: $3.10
|
Turn - Active Players (2): You, UTG1 - Pot: $8.10
|
River - Active Players (2): You, BU - Pot: $17.10
|
ამ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ჩვენ ავირჩიეთ სლოუფლეი ფლოპზე, თერნზე და დავმალეთ ჩვენი ხელის სიძლიერე. ჩვენი მოწინააღმდეგე ალბათ ფიქრობს, ტუზების წყვილი გვაქვს. დროა არესიული რეიზი გავაკეთოთ.
მაგალითი 27 - აცდენილი ფლეშდროუ
Before the flop - NL25 Blinds:$0.10/$0.25
You are on the BU |
|
Flop - Active players (4): You, BB, UTG3, MP1 - Pot: $2.10
|
Turn - Active Players (2): You, UTG3 - Pot: $5.60
|
River - Active Players (2): You, UTG3 - Pot: $13.60
|
გადაწყვეტილება რივერზე მარტივია. ქოლი თერნზე კი საკითხავია. ახლა ჩვენ რივერზე არაფერი გვაქვს. ფოლდი ერთადერთი სწორი სვლაა და არჩევანი არ გვაქვს.
ასეთ შემთხვევაში თუ ოპონენტი ჩეკს გააკეთებს არ ჩათვალოთ რომ ბლეფის შანსი გაქვთ. ასეთ სიტუაციაში არასოდეს არ უნდა ვიბლეფოთ. მოწინააღმდეგე ადვილად მიგვიხვდება. ჩვენ არაფრის იმიტირება არ შეგვიძლია.
ბლეფი როდესაც ფლეშდროუ არ აეწყობა, დაბალი ლიმიტების მოთამაშეთა ერთერთი დიდი შეცდომაა. ჩვენი მოწინააღმდეგე არაჩვეულებრივ სიტუაციაშია იმისათვის, რომ ითამაშოს“ ჩეკ / ქოლი“ და გამოიჭიროს ჩვენი ბლეფი. ასე არასოდეს არ უნდა ვიბლეფოთ.
მაგალითი 28 - საშუალო წყვილი
You are on the BB |
|
Flop - Active players (3): You, MP3, CO - Pot: $3.10
|
Turn - Active Players (2): You, CO - Pot: $7.10
|
River - Active Players (2): You, CO- Pot: $15.10
|
რივერი, ჩეკის გარდა სხვა ვარიანტს აღარ გვიტოვებს. მართალია მხოლოდ ორ შიდა სტრიტ დროუს შეეძლო აწყობა, მაგრამ კიდევ ერთი ფსონით ვერაფერს მივაღწევთ. სუსტი ხელი არ დაგვიქოლავს და ძლიერს კი ვერ დავაყრევინებთ.
დაბალ ლიმიტებზეც კი ცოტაა ისეთი მოთამაშე რომლიც რივერზე ფსონს დადებდა, როდესაც დროუ ხელი ორჯერ დაუქოლავდა. თუ მოწინააღმდეგე ფსონს გააკეთებს სავარაუდოდ ჩვენზე უკეთესი ხელი ყავს და უნდა დავფოლდოთ, თუკი მისი ფსონი მინიმალური არაა.
მაგალითი 29 - ოვერწყვილი
You are on the BU |
|
Flop - Active players (3): You, CO - Pot: $2.35
|
Turn - Active Players (2): You, CO - Pot: $12.35
|
River - Active Players (2): You, BU - Pot: $12.35
|
ორიან გული, არ არის კარგი კარტი ჩვენი მოწინააღმდეგისათვის რომელზეც შეიძლება იბლეფოს. მას ხშირად ძლიერი ხელი ექნება ასეთ სიტუაციაში, მაგალითად წყვილი რომელიც ახლა ფულჰაუსია.
ჩვენ უნდა დავყაროთ, თუ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ გვაქვს, მაგალითად კარგად ვიცნობთ ამ მოთამაშეს. ასეთ სიტუაციაში ხშირად წავაგებთ. თუ მოწინააღმდეგე ჩეკს გააკეთებდა, მაშინ გვექნებოდა საშუალება პატარა ფსონი დაგვედო (1/2 ბანკი).
დასასრულს
ულიმიტო ჰოლდემში, ფლოპამდე რეიზის დაქოლვა ძალიან იშვიათად თუ იქნება კარგი იდეა. ულიმიტო ჰოლდემი აგრესიის თამაშია, თქვენ მოიგებთ თუკი ყოველთვის კარგი კარტით და აგრესიულად ითამაშებთ.
მაგრამ არსებობს ის იშვიათი შემთხვევებიც, როდესაც ფლოპამდე ქოლი შეიძლება მომგებიანი იყოს. ეს ის შემთხვევაა როდესაც სპეკულატური ხელი გვყვავს, რომელსაც შეუძლია ძალიან ძლიერი ხელი გახდეს. როდესაც ჩვენ ფლოპამდე რეიზს ვქოლავთ დაბალი ჯიბის წყვილით, ჩვენ გვინდა დავიჭიროთ სეტი ფლოპზე.
არასოდეს დაუშვათ შეცდომა დაბალი ჯიბის წყვილით, რომელიც ფლოპზე ოვერპარა იქნება. ეს არაა ის მომგებიანი სიტუაცია რომელსაც ჩვენ ვეძებთ. ჩვენი ბევრი პრობლემები და იმედგაცრუება გველის თუ ვერ ვისწავლით საშუალო ძალის მზა ხელის დაფოლდვას.