ამ სტატიაში
- პასიურად თუ აგრესიულად?
- ფოლდ ექუითი თუ მოსალოდნელი ოდსები?
- პოზიციაში თუ უპოზიციოდ?
ჰოლდემ პოკერის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დასაწყისში გვირიგდება მხოლოდ ორი კარტი, ხოლო ფლოპზე კი უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ხელის სიძლიერე მნიშვნელოვნად იცვლება.
ძალიან ხშირად მაგიდაზე ჩვენ ვხედავთ არა იმ კარტებს რომლების დანახვაც გვსურდა. მაგრამ იძულებულები ვართ ვითამაშოთ ხელით რომელიც ჯერ მზად არ არის, ასეთ ხელს ეწოდება დროუ ხელი ან უბრალოდ დროუ, ასეთი ხელი ჯერ კიდევ შეიძლება გაუმჯობესდეს რომელიმე მომდევნო ქუჩაზე მზა ხელამდე, ასეთი ხელის გათამაშების თავისებურებაზე გვექნება საუბარი მოცემულ მასალაში.
რა სახის დროუ ხელი არსებობს?
დროუ ხელის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მის გასაუმჯობესებლად ჩვენს განკარგულებაშია აუტების განსაზღვრული რაოდენობა:
- ოვერკარტები
- ფლეშ-დროუ
- სთრეით-დროუ
- კომბო-დროუ
ოვერკარტები
მაგალითი
$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with A K
UTG calls $0.25, 2 folds, Hero raises to $1.25, 2 folds, UTG calls $1.25
Flop: ($2.85) J 5 2 (2 players)
UTG checks, Hero bets $2.25, UTG ...
ოვერკარტების ტიპის დროუ ხელი ძალიან ხშირად გვხვდება. მოცემულ მაგალითში ჩვენ პრეფლოპზე გავათამაშეთ АК მაგრამ ფლოპში ვერ მოვხვდით და ახლა გვყავს მხოლოდ ხელი Ах რომელიც ჯერ არ არის მზა ხელი. ამ შემთხვევაში ჩვენ ფაქტიურად დროუ ხელი გვყავს, რომელმაც უმეტეს შემთხვევაში უნდა დაიჭიროს ერთ-ერთი თავისი აუტი რივერამდე, რათა მოიგოს შოუდაუნზე.
- აუტების რიცხვი: 6 (სამი ტუზი და სამი მეფე)
- იმის ალბათობა რომ თერნზე მივიღებთ მზა ხელს 7:1 (1/8)
- იმის ალბათობა რომ მივიღებთ მზა ხელს თერნზე ან რივერზე 3:1 (1/4)
ფლეშ-დროუ
მაგალითი
$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with 87
3 folds, Hero raises to $1.00, 1 fold, BB calls $1.00
Flop: ($2.10) AJ4 (2 players)
BB checks, Hero bets $1.50, BB ...
ფლეშ-დროუ როგორც წესი ჩვენ გვყავს 9 აუტი, კარტის დასტაში სულ 13 ერთი ფერის კარტია და აქედან 4 უკვე ჩვენს წინაშეა.
- აუტების რიცხვი: 9( ჩვენი კარტების ფერი 9 კარტი)
- იმის ალბათობა რომ თერნზე მივიღებთ მზა ხელს 4:1 (1/5)
- იმის ალბათობა რომ მივიღებთ მზა ხელს თერნზე ან რივერზე 2:1 (1/3)
სთრეით-დროუ
მაგალითი
$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with 8 7
3 folds, Hero raises to $1.00, 1 fold, BB calls $1.00
Flop: ($2.10) K65(2 players)
BB checks, Hero bets $1.50, BB ...
ამ მაგალითში ჩვენ ვხედავთ ორმხრივ სთრეით-დროუს (OESD), რომელიც გვაძლევს 8 აუტს რადგან მზა ხელი ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 4 ზედა და 4 ქვედა კარტის მეშვეობით რომლებიც დაასრულებს ჩვენს სთრეით-დროუ ხელს. ორმხრივი სთრეით-დროუს "უმცროსი ძმაა" გათშოთსთრეით-დროუ ანუ ხელი რომელსაც სთრეითამდე აკლია ერთი კარტი "ცენტრში". ასეთი დროუ ხელი ჩვენ მხოლოდ 4 აუტს გვაძლევს
- აუტების რიცხვი: 8 OESD-ს და 4 გათშოთისას
- იმის ალბათობა რომ თერნზე მივიღებთ მზა ხელს : 5:1 OESD-ს დროუს და 11:1 გათშოთისას
- იმის ალბათობა რომ მივიღებთ მზა ხელს თერნზე ან რივერზე 2:1 OESD-ს დროუს და 5:1 გათშოთისას
კომბო დროუ
ზემოთ მოყვანილ მაგალითებში ჩვენ ვნახეთ ერთმნიშვნელოვანი დროუ ხელები, რომლებიც ცალ-ცალკე იქნა განხილული, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხშირად მოვხვდებით ისეთ სიტუაციაში როცა გვექნება სხვადასხვა კომბინირებული დროუ ხელი. ასეთ ხელს კომბო-დროუ ეწოდება და გასაუმჯობესებლად შეუძლიათ გამოიყენონ აუტები სხვადასხვა კატეგორიის დროუ კომბინაციებიდან.
საჭიროა ყოველთვის ცხადად ვაცნობიერებდეთ ჩვენი აუტების ზუსტ რაოდენობას, რადგან ეს განსაზღვრავს ჩვენს ექუითის და შესაბამისად ჩვენს სათამაშო ილეთებს, შემდგომ ჩვენ განვიხილავთ თუ როდის არის საჭირო ჩვენი აუტების დისკონტირება ანუ როდის არ უნდა ჩავთვალოთ ყველა ჩვენი აუტი სუფთად, მაგრამ ჯერჯერობით იგნორირება გავუკეთოთ ამ ასპექტს(აუტების დისკონტირებას) და უბრალოდ დავთვალოთ ჩვენი აუტები შემდეგ მაგალითებში:
მაგალითი
$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with A K
UTG calls $0.25, 2 folds, Hero raises to $1.25, 2 folds, UTG calls $1.25
Flop: ($2.85) JT 2 (2 players)
UTG checks, Hero bets $2.25, UTG ...
ჩვენ ისევ AK მოგვივიდა და ვაცხადებთ რეიზსპრეფლპზე და ფლოპზე ისევ მხოლოდ AX ტიპის ხელი გვყავს, მაგრამ წინა შემთხვევისგან განსხვავებით ჩვენი აუტების რიცხვი უფრო დიდია რადგან გვყავს გათშოთ-დროუ და ნებისმიერი დამა გვაძლევს ნათსურსთრეითს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ დამატებითი 4 აუტი.
რადგან მაგიდაზე კიდევ 2 კარტია ამოსასვლელი ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი აუტი დავამატოთ ბექდორ ფლეშ-დროუს ხარჯზე. ბექდორი ნიშნავს რომ ხელის დასამთავრებლად ჩვენ გვესაჭიროება, რომ ორივე კარტი თერნიც და რივერიც ჩვენი კომბინაციის შესაბამისი იყოს.
- აუტების რიცხვი: 11 აუტი
- იმის ალბათობა რომ თერნზე მივიღებთ მზა ხელს 3,5 :1 (1/3,5)
- იმის ალბათობა რომ მივიღებთ მზა ხელს თერნზე ან რივერზე 1,5:1 (1/2,5)
მაგალითი
$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with 8 7
3 folds, Hero raises to $1.00, 1 fold, BB calls $1.00
Flop: ($2.10) A J 9 (2 players)
BB checks, Hero bets $1.50, BB ...
ამჯერად ჩვენ გვყავს ხელი, რომელიც გავს ჩვენს მიერ განხილულ ფლეშ-დროუს, მაგრამ აქ 4 აგურის ნაცვლად გვყავს 9 აგური ეს კი ნიშნავს რომ ჩვენ 3 დამატებითი აუტი გვყავსგათშოთისთვის 10 აგური ჩვენ უკვე გავითვალისწინეთ ფლეშ-დროუს აუტებში.
- აუტების რიცხვი: 12 აუტი
- იმის ალბათობა რომ თერნზე მივიღებთ მზა ხელს 3:1
- იმის ალბათობა რომ მივიღებთ მზა ხელს თერნზე ან რივერზე 1:1
მაგალითი
$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with 8 7
3 folds, Hero raises to $1.00, 1 fold, BB calls $1.00
Flop: ($2.10) 865 (2 players)
BB checks, Hero bets $1.50, BB ...
განხილული OESD-ს მაგალითისგან განსხვავებით აქაც ერთი კარტია შეცვლილი, აქ ჩვენ გვყავს რვიანების ტოპ წყვილი და კიდევ რამდენიმე დამატებითი აუტი იმისათვის რომ მივიღოთ საუკეთესო ხელი. ახლა ჩვენ ნებისმიერი რვიანი გვაძლევს ტრიპსს ასევე ნებისმიერი შვიდიანი გვაძლევს ორ წყვილს, ასე რომ ჩვენ ვიღებთ დამატებით 5 აუტს:
- აუტების რიცხვი:13აუტი
- იმის ალბათობა რომ თერნზე მივიღებთ მზა ხელს 2,5:1
- იმის ალბათობა რომ მივიღებთ მზა ხელს თერნზე ან რივერზე 1:1
ამ უკანასკნელ მაგალითში კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ჩვენი აუტების განხილვას, რადგან შეიძლება ყველა მათგანი არ იყოს "სუფთა"
მსჯელობა: თუ თერნზე მოვა შვიდიანი მაშინ ჩვენ ორი წყვილი გვექნება, მაგრამ რამდენად ფასეულია ეს ხელი? ჩვენ უკან ვიქნებით მოწინააღმდეგის ნებისმიერ ოთხიანთან და ცხრიანთან რადგან მას სთრეითი ეყოლება, ამავე დროს მაგიდის კარტები საკმაოდ საშიშად გამოიყურება და ოპონენტი შეძლებს თავისი ხელის მშვიდად გადაყრას და ჩვენ ვეღარ შევძლებთ მეტი ველიუს მიღებას.
როგორ მოვახდინოთ ჩვენი აუტების დისკონტირება?
აუტების დისკონტირება სინამდვილეში არც ისე მარტივი ამოცანაა, საჭიროა პასუხი გავცეთ ორ ფუძემდებლურ შეკითხვას:
გვაძლევს ჩვენი აუტები სიძლიერით პირველ ხელს? თუ "მკვდარს მივათრევთ" და მიუხედავად ჩვენი აუტების მოსვლისა ჩვენი ხელი სიძლიერით მხოლოდ მეორე იქნება?
შეიძლება თუ არა მოხდეს ისე, რომ მიუხედავად ჩვენს მიერ დაჭერილი აუტისა იგივე აუტმა მოწინააღმდეგეს მისცეს ჩვენზე ძლიერი ხელი?
აუტების ზუსტი დისკონტირება პოულობს თავის გამოყენებას FL ჰოლდემში სადაც ფსონების ზომა მკვეთრად შეზღუდულია და აუტების ზუსტი დისკონტირება საჭიროა სწორი მათემატიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
ულიმიტოჰოლდემში ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ფსონების ვარირება რაც შესაბამის გავლენას ახდენს მოსალოდნელ ოდსებზე, რას ნიშნავს ეს კონკრეტულად? თუ ჩვენ ვაკეთებთ ქოლს და ამით ვიმატებთ ცრუ აუტების რაოდენობას რომლების დისკონტირებაც უნდა მოგვეხდინა ამით სერიოზულ შეცდომას არ ვუშვებთ მათემატიკური თვალსაზრისით, რადგან ეს შეცდომა ჩვენ შეგვიძლია გამოვასწოროთ მომდევნო ქუჩებზე ფსონების საშუალებით (მოსალოდნელი ოდსები), შემდგომ ქუჩაზე ჩვენ კვლავ შეგვიძლია მოვახდინოთ სიტუაციის გადაფასება და გამოვასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომა.
უფრო მეტ პრობლემებს ვხვდებით მაშინ როცა ჩვენი აუტები გვაძლევენ სიძლიერით მხოლოდ მეორე ხელს (მაგალითად მეორე ნათსი), ხშირად ქოლი ფლოპზე ისე ძვირი არ გვიჯდება როგორც ჩვენი დროუ ხელის სიძლიერის არასწორი შეფასება, რამაც შეიძლება სტეკის სრული დაკარგვა გამოიწვიოს.
მაგალითი
$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with A K
UTG calls $0.25, 2 folds, Hero raises to $1.25, 1 fold, BB calls $1.25, UTG calls $1.25
Flop: ($3.85) 654(3 players)
BB bets $1.50, UTG calls $1.50, Hero ...
პრეფლოპზეგვყავს AK ჩვენს რეიზს ორი მოწინააღმდეგე ქოლით პასუხობს, ჩვენ ფლოპში ვერ ვხვდებით და ჩვენს წინ დიდი ბლაინდი აკეთებს დონქ ბეტს რასაც ქოლით პასუხობს ოპონენტი რომელმაც პრეფლოპზელიმპ/ქოლი ითამაშა ადრეული პოზიციიდან.
ახლა განვიხილოთ ჩვენი აუტები რომლებიც სინამდვილეში არც ისე ბევრია, თუ ჩვენ ჩავთვლით რომ 6 სუთა აუტი გვყავს ჩვენ გვესაჭიროება ოდსები 7:1, ჩვენ კი ვიღებთ ოდსებს 4,5:1 პოზიციაში და უნდა განვიხილოთ დამატებითი მოსალოდნელი ოდსები (რომლებიც ამ მაგალითში თითქმის არ არის),
ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ჩვენი აუტების დისკონტირება მაგიდაზე უკვე ორი აგური დევს და თუ თერნზე ჩვენ დავიჭერთ ტოპ წყვილს რომელიც აგურია მოწინააღმდეგეს შეიძლება უკვე ფლეში ყავდეს ასე რომ ჩვენ მხოლოდ 4 აუტი გვყავს და შესაბამისად პლოპზე რეიზის დაქოლვაზე საუბარიც კი არ შეიძლება, მაგრამ ძირითადი პრობლემა აქ მხოლოდ აუტების დისკონტირება არ არის. უნდა გაეცეს პასუხი კითხვას თუ თერნზე მივიღებთ ტოპ წყვილს რამდენად ძლიერად შეიძლება ჩაითვალოს ასეთი მზა ხელი? დავუშვათ რომ ჩვენ გავქოლეთფლოპი და თერნზე ვიღებთ შემდეგ სურათს:
Turn: ($8.35) A (3 players)
BB bets $5.00, UTG calls $5.00, Hero ...
ფლოპზე ჩვენ ვუპასუხეთ ფსონს არაკორექტული ოდსებით მაგრამ თერნზე ჩვენ მივიღეთ სუფთა აუტი, მაგრამ რამდენად შეიძლება ეს შეფასდეს როგორც წარმატება? თერნზე ჩვენ ვხედავთ დიდი ბლაინდისკონტბეთს და მეორე მოთამაშის ქოლს. ამ სიტუაციაში ჩვენ იძულებული ვართ ოლლ-ინი ვითამაშოთ, რადგან ჩვენ ვითამაშეთ ფლოპის ფსონზე ქოლით,თერნზე ასეთი კარტის მოსვლისას ჩვენ იძულებული ვართ დავიცვათ ჩვენი ხელი რადგან თეორიულად მოწინააღმდეგე შეიძლება ათამაშებდეს სხვადასხვა დროუ კომბინაციებს.
მაგრამ აქ მაღალია იმის ალბათობა რომ ჩვენ ვეთამაშებით სეტს ორ წყვილს ან უკვე მზა სთრეითს და ეს ცხადი უკვე ფლოპზე უნდა გამხდარიყო, ჯერ კიდევ მაშინ უნდა მივხვედრილიყავით რომ სინამდვილეში ტოპ წყვილი ორი მოწინააღმდეგის დროს, ასეთი აქციებისას, არ შეიძლება ყოფილიყო ყველაზე ძლიერი ხელი,
მიუხედავათ იმისა მოვახდენთ თუ არა აუტების დისკონტირებას ფოლდი ფლოპზე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, სინამდვილეში მოსალოდნელი ოდსების ნაცვლად ჩვენ უნდა განგვეხილა შებრუნებული მოსალოდნელი ოდსები, რადგან ხშირად მარგინალური ქოლი ფლოპზეშესაძლებელია სტეკის ფასად დაგვიჯდეს თუ ჩვენ დავიჭერთ ჩვენს აუტებს.
და ბოლოს გადამწყვეტი ასპექტი: რომელი აუტები გვაძლევენ სინამდვილეში საუკეთესო ხელს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა გავარკვიოთ ის ხელი რომელსაც მოწინააღმდეგე ათამაშებს ან მისი ხელის სპექტრი მაინც უნდა ვიცოდეთ, მხოლოდ ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ შეგვიძლია შევიმუშაოთ გათამაშების ოპტიმალური ხაზი.
როგორ ვათამაშებთ დროუ ხელს?
როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც უნდა გვქონდეს განსაზღვრული გეგმა, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ როგორ გვინდა ჩვენი ხელის გათამაშება, ჩვენ გვაქვს საშუალება ავირჩიოთ ხელი რომელსაც პრეფლოპზე გავათამაშებთ, მაგრამ მიუხედავად ჩვენი სურვილისა ფლოპზე ხშირად მხოლოდ დროუ ხელს მივიღებთ,
მაგალითად ხშირად გვხვდება დროუოვერკარტებით, ასეთი ხელით ჩვენ მხად ვართ გავაკეთოთ ფსონი ველიუსთვის თუ მოვხვდებით ტომ წყვილში, ხოლო თუ ვერ მოვხვდით ჩვენ ვაკეთებთ კონტბეთს ფოლდ ექუითიზე დაყრდნობით.
თუ ჩვენ ვათამაშებთ ისეთ ხელს როგორიცაა 8 7, ხშირ შემთხვევაში ჩვენ იმთავითვე ვგულისხმობთ რომ ფლოპზე ძლიერი დროუ ხელი გვეყოლება, რადგან მზა ხელი მსგავსი კარტით ძალიან იშვიათად მოგვივა, შესაბამისად ჩვენ უნდა ავირჩიოთ სხვადასხვა სიტუაციების დროს როგორ გავათამაშებთ პოსტფლოპზე ასეთ კარტებს.
ჩვენ უნდა ავირჩიოთ გათამაშების ორი ხაზიდან ერთ-ერთი აგრესიული ან პასიური, პასიური ნიშნავს რომ მხოლოდ ვპასუხობთ ოპონენტის ფსონებს ჩვენი აუტების და ოდსების შესაბამისად და რა თქმა უნდა არც მოსალოდნელი ოდსები უნდა დავივიწყოთ.
აგრესიული თამაში ნიშნავს რომ ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ შესაბამისი საშუალება იმისთვის რომ მოწინააღმდეგემ დაყაროს კარტი ჩვენი ფსონს შემდეგ, ამას ეწოდება თამაში ნახევარ ბლეფით და ემყარება ფოლდ ექუითის, იმ აუტების რაოდენობას რომლებმაც შეიძლება გააძლიეროს ჩვენი ხელი რომელიმე მომდევნო ქუჩაზე და ოპონენტების თამაშის სტილს.
გათამაშების ორივე მანერას აქვს როგორც თავისი პლიუსები ასევე მინუსები, რომლებიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მარგინალური გადაწყვეტილების მიღებისას, ფაქტი კი ისაა რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, შევნიღბოთ ჩვენი ხელის ჭეშმარიტი ძალა. ჩვენ არ ვართ ვალდებული ყოველთვის ერთნაირად გავათამაშოთ ჩვენი დროუ ხელი.
შემდგომ ჩვენ განვიხილავთ გათამაშების ორივე ვარიანტს.
შერჩევის კრიტერიუმები
რა ფაქტორები გვეხმარება იმის გარკვევაში, რომ ჩვენი დროუ ხელი აქტიურად ან პასიურად უნდა გავათამაშოთ? პასიური გათამაშების დროს ცხადია ჩვენ მხოლოდ შემდგომ ქუჩაზე გაუმჯობესების იმედად ვართ.
თუ ჩვენ ქოლს გავაკეთებთ კორექტული ოდსებით, მაშინ ჩენი აუტის ამოსვლის შემთხვევაში ჩვენი ქოლი იქნება +EV გრძელ დისტანციაზე. თუ ჩვენ ქოლს ვაკეთებთ არაკორექტული პოტ-ოდსების პირობებში, მაშინ ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ რომ შემდგომ ქუჩებზე ამოვიღებთ იმ დანაკლისს, რომელიც კორექტული ქოლისთვის აუცილებელი იქნებოდა. თუ ჩვენ აგრესიულად ვთამაშობთ მაშინ გვიჩნდება ბანკის წაღების კიდევ ერთი საშუალება ჩვენს კომბინაციის დასრულების პოტენციალთან ერთად გვაქვს ფოლდ-ექუითიც, რაც გულისხმობს იმას რომ არსებობს იმის ალბათობა, რომ ოპონენტი დაყრის კარტს:
- რამდენად ძლიერია ჩვენი დროუ?
- როგორ გამოიყურებიან მაგიდის საერთო კარტები?
- ვართ თუ არა პოზიციაში?
- რამდენ მოწინააღმდეგეს ვეთამაშებით?
- ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე?
- ვთამაშობთ ფოლდ ექუითის იმედად თუ მოსალოდნელ ოდსებს ვითვალისწინებთ?
- არის თუ არა ბანკი გაზრდილი?
- " ცრუ სვლები"
რამდენად ძლიერია ჩვენი დროუ ხელი?
რა თქმა უნდა ჩვენი სტრატეგია იქიდან გამომდინარეობს თუ რამდენად ძლიერია ჩვენი დროუხელი, ზევით უკვე განხილულია დროუ ხელის მაგალითები, ასე რომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რამდენი აუტი გვყავს და მათ შორის რამდენი გვაძლევს მართლაც საუკეთესო ხელს.
რაც უფრო ძლიერია ჩვენი დროუ მით უფრო აგრესიულად შეგვიძლია მისი გათამაშება, ჩვენი ექუითი იზრდება ყოველ აუტთან ერთად და შეიძლება ისეც მოხდეს რომ ჩვენ ფლოპზე წინ ვიყოთ იმის მიუხედავად რომ მხოლოდ დროუ ხელი გვყავს, 13/14 აუტის არსებობის შემთხვევაში ჩვენ ყველაზე ცუდ შემთხვევაში კოინფლიპში ვართ და ეს ფოლდ ექუითის და ბანკის რაოდენობასთან ერთად გვაძლევს +EV-ს ოლლ-ინის შემთხვევაში.
მაგალითი
$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with AK
UTG calls $0.25, 2 folds, Hero raises to $1.25, 2 folds,UTG calls $1.25
Flop: ($2.85) JT5 (2 players)
ამ სიტუაციაში ფლოპზე თეორიულად 18 აუტი გვყვავს 9 ფლეშისთვის, 3სთრეითისთვის და 6 ოვერკარტებისთვის, რა თქმა უნდა ყველა აუტს ოვერკარტებისთვის ჩვენ ვერ ჩავთვლით სუფთად მაგრამ მაინც უმეტეს შემთხვევაში ჩვენ მოწინააღმდეგის უმეტესი ხელების წინ ვიქნებით, ისეთი კარგი კარტების ქონის დროსაც კი როგორიცაა QJ QQ ჩვენ მაინც ფავორიტები ვართ.
რა თქმა უნდა რაც უფრო ცოტა აუტები გვყავს მით უფრო ნაკლებია ჩვენი ხელის ექუითი, ამიტომ უნდა გავაკეთოთ კიდევ ერთი გამიჯვნა თუ ჩვენ 8-9 სუფთა აუტი გვყავს საუკეთესო გაგრძელებად შეიძლება პასიური თამაში აღმოჩნდეს, ასევე აღსანიშნავია რომ თუ ჩვენ არ გვყავს საკმარისი აუტები კორექტული ქოლისთვის ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ აგრესია ანუ შესაბამისად ფოლდ ექუითი, საბოლოო ჯამში საქმე შეიძლება სრულ ბლეფამდეც მივიდეს რომელიც მაინც ითვალისწინებს რამდენიმე აუტის მარაგს მაგრამ ეს საკითხი ამ თემაში განხილული არ იქნება.
როგორ გამოიყურება მაგიდის კარტები?
მაგიდის კარტები რა თქმა უნდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენენ, დასაწყისისთვის ჩვენ უნდა განვსაზღვროთ შესაძლო დროუ ხელების რაოდენობა, შემდეგ უნდა დავადგინოთ რამდენად სუფთაა ჩვენი აუტების რაოდენობა და ბოლოს უნდა გავარკვიოთ რამდენად ცხადია ჩვენი დროუ ხელის არსებობა, რადგან თუ შემდგომ ქუჩებზე მოვა ჩვენთვის საჭირო კარტი ჩვენ ველიუს მიღება შესაძლოა გაგვიჭირდეს თუ ჩვენი კომბინაცია ადვილად წაკითხვადი იქნება.
მაგალითი
$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)
Pre-flop: Hero is BB with 56
UTG calls $0.25, 2 folds, Button calls $0.25, SB calls $0.25, Hero checks.
Flop: ($2.85) 447(4 players)
ამ მაგალითში ჩვენ გვყავს ორმხრივი სთრეითდროუ მაგრამ ფლოპზე არის ერთი ფერის ორი კარტი, 3 და 8
უკვე ჩვენს აუტებად აღარ ჩაითვლება ასევე მაგიდის კარტები დაწყვილებულია და თუნდაც თერნზე დასრულდეს ჩვენი სთრეითი იგი მაინც ვერ ჩაითვლება ნათსურ ხელად.
თუ პრეფლოპრეიზი არ ყოფილა აქ მოწინააღმდეგეებს შეიძლება ყავდეთ ნებისმიერი კარტები მაგალითად ერთს ფლეშ-დროუ ხოლო მეორეს 43o და ჩვენ პრაქტიკულად სამი აუტის ამარა ვრჩებით (8 8 8 ). გარდა ამისა აგრეთვე გასათვალისწინებელია ჩვენი დროუ ხელის სიცხადე რადგან ამაზეა დამოკიდებული მოსალოდნელი ოდსების გათვლა.
მაგალითი
$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks MP ($25) CO ($25) UTG ($25) BB ($25) SB ($25) Hero ($25)
Pre-flop: Hero is BB with Q3
UTG calls $0.25, 2 folds, Button calls $0.25, SB calls $0.25, Hero checks.
Flop: ($2.85) 67T (4 players)
ამ შემთხვევაში ჩვენ მესამე ნათსური ფლეშ დროუ გვყავს მაგრამ რას მოვიმოქმედებთ ჩვენ იმ შემთხვევაში თუ თერნზე საჭირო კარტი ამოვა? რომელი უარესი ხელი გადაგვიხდის ჩვენ ველიუს? ფაქტიურად ამ შემთხვევაში ჩვენ ან უფროს ფლეშს ვუხდით ან ვაყრევინებთ მოწინააღმდეგეს სუსტ ხელს იშვიათად ვიღებთ მცირე ველიუს Jდა 9დან
ვართ თუ არა პოზიციაში?
როცა საქმე ეხება ჩვენი ხელის შეფასებას პოზიციაში ყოფნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დროუ ხელის გათამაშებისას.
უპოზიციოდ თამაშს მთელი რიგი ნაკლოვანება გააჩნია, კერძოდ ხშირად ჩვენ არ ვიცით სად ვიმყოფებით, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია მოწინააღმდეგის ხელის სიძლიერის შესახებ.
ამასთან ჩვენი თამაში საკმაოდ ადვილია: თუ გვინდა აგრესიულად თამაში - ვაკეთებთ ფსონს. თუ პასიურად - ჩექს. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ჩვენ ვაკეთებთ ფსონს ამით რა თქმა უნდა ვიღებთ უპირატესობას ფოლდ ექუითის ხარჯზე.
როგორ ვიმოქმედოთ რეიზის შემთხვევაში?
შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობისას ჩვენ არ გვაქვს ქოლისთვის საკმარისი პოტ ოდსები და ვყრით კარტს თუ რა თქმა უნდა ჩვენი დროუ ისეთი ძლიერი არ არის რომ ბეტ/3ბეტ/ოლლ-ინი ვითამაშოთ.
ასეთ დროს ძნელია განსაზღვრო საჭირო მოსალოდნელი ოდსების რაოდენობა, რას ნიშნავს მოწინააღმდეგის რეიზი? ბლეფს? ძლიერ მზა ხელს? თუ ჩვენ პოზიციაში არ ვიმყოფებით და ისე გავაკეთეთ ქოლი მოწინააღმდეგის რეიზზე ჩვენ მომდევნო ქუჩაზე ვეღარ განვსაზღვრავთ, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ სწორად.
როგორ ვითამაშოთ თუ მოწინაღმდეგე გვპასუხობს ფსონზე?
თუ მოწინააღმდეგემ უპასუხა ჩვენს ფსონს ფლოპზე მაშინ ჩვენ იძულებული ვართ კონტბეთი გავაკეთოთ თერნზეც ჩვენ უმეტეს შემთხვევაში ვერ შევძლებთ ვითამაშოთ უბრალოდ ჩეკ/ქოლი, თუ მოწინააღმდეგე თერნსაც გაქოლავს მაშინ რივერზე ჩვენ მხოლოდ ჩეკ/ფოლდის თამაში მოგვიწევს.
მესამე ბლეფური ფსონის დადება რივერზე შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ რაც ჩვენ ყურადღებით გავაანალიზებთ ყველა ასპექტს, თუთერნზე ან რივერზე ჩვენ ვიჭერთ ჩვენს აუტებს უკვე ვაკეთებთ ველიუ ფსონს, ეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობაა აგრესიული თამაშის დროს.
რა ხდება პასიური თამაშის დროს?
დაუშვათ ჩვენ ვითამაშეთ ჩექ/ქოლი ფლოპზე და თერნზე დავიჭირეთ ჩვენი აუტი რას ვაკეთებთ შემდეგ? რათქმაუნდა ჩეკ/რეიზი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა მაგრამ სად არის გარანტია რომ მოწინააღმდეგე კიდევ გააკეთებს ფსონს? მეორეს მხრივ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხელი და გავაკეთოთ ფსონი ველიუსთვის მაგრამ ეს მაშინვე გასცემს ჩვენი ხელის სიძლიერეს.
დავუშვათ გავქოლეთ მოწინააღმდეგის ფსონი ფლოპზე და საჭირო აუტი არ მოვიდა თერნზე როგორ მოვიქცეთ? თერნზე ჩვენ ჩექის გარდა იშვიათად რომ რაიმე სხვა სვლა გავაკეთოთ და მოწინააღმდეგე თუ კვლავ გააკეთებს ფსონს ჩვენ ვეღარ ვუპასუხებთ ქოლით რადგან ოდსები არ გვეყოფა.
თუ ჩვენ სასურველ კარტს რივერზე დავიჭერთ იძულებული ვიქნებით გავაკეთოთ დონქბეტი, რომელიც ეტყვის მოწინააღმდეგეს ჩვენი ხელის სიძლიერის შესახებ ასე რომ პასიური თამაშისას ჩვენ არ გვაქვს რივერზე მოსალოდნელი ოდსები.
რა უპირატესობას ვიღებთ პოზიციაში ყოფნისას?
ჩვენი მოწინააღმდეგე სვლას პირველი აკეთებს, მას ესმის (ხშირ შემთხვევაში) რომ ის უპოზიციოდ არის და ეს დამატებით ზემოქმედებს მასზე, ჩვენ ხშირად შეგვიძლია უფასო კარტი მივიღოთ (განმეორებითი ჩეკი ფლოპზე ან ფსონი ფლოპზე და უფასო კარტი რივერზე)
ხოლო თუ ჩვენ ვგეგმავთ ბლეფის გაგრძელებას რივერზე (ფსონი ყველა ქუჩაზე დროუ ხელით) მაშინ პოზიციაში ბლეფი განსაკუთრებით წარმატებულია რადგან ოპონენტის განმეორებითი ჩეკი რივერზე მისი სისუსტის მაჩვენებელია, უპირატესობას პოზიციაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ეს განსაკუთრებით დროუ ხელის გათამაშებას ეხება.
ვეთამაშებით ერთ თუ რამდენიმე მოწინააღმდეგეს?
დროუ ხელის გათამაშებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ოპონენტების რაოდენობას ენიჭება, პრინციპში ჩვენ გათამაშების ორი ვარიანტი გვაქვს:
- აგრესიული გათამაშება: გვაქვს საკმარისი ფოლდ ექუითი
- პასიური გათამაშება: გვაქვს საკმარისი მოსალოდნელი ოდსები
ორივე ასპექტი მჭიდროდ უკავშირდება მოწინააღმდეგეების რაოდენობას, თუ ერთს ვეთამაშებით მაშინ გვაქვს საკმარისი ფოლდ ექუითი, ხოლო ბევრი ოპონენტის დროს საკმარისი მოსალოდნელი ოდსები გვაქვს, ასე რომ ერთი მოწინააღმდეგის დროს თუ აგრესიული თამაშია საუკეთესო გადაწყვეტილება, ბევრი ოპონენტის შემთხვევაში ოპტიმალური უფრო პასიური გათამაშებაა, რადგან უფრო დიდია იმის ალბათობა რომ მოწინააღმდეგეებიდან რომელიმე მოხვდება ფლოპში და ნაკლებ სავარაუდოა რომ ჩვენი ფსონის შემდეგ კარტი ყველამ დაყაროს, ხოლო თუ თერნის კარტმა ჩვენი დროუ ხელი დაასრულა უფრო მეტი მოწინააღმდეგე გადაგვიხდის ველიუს, ამიტომაც რამდენიმე მოწინააღმდეგის ყოფნის დროს გათამაშების პასიური ვარიანტი უკეთესია.
ვინ არის ჩვენი ოპონენტი?
რა თქმა უნდა ჩვენ გიგანტურ უპირატესობას ვფლობთ თუ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია მოწინააღმდეგეზე, აი რამოდენიმე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი რომლის წაკითხვაც უნდა შეგვეძლოს:
WenttoShowdown:
თუ ეს მაჩვენებელი მაღალია მაშინ ჩვენი ფსონები არ იქნებიან მაღალი ფოლდ ექუითის მატარებლები, მაგრამ ჩვენ შეიძლება გვქონდეს კარგი მოსალოდნელი ოდსების იმედი გვიან ქუჩებზე.
Aggression-Factor:
მოთამაშე რომელსაც ეს მაჩვენებელი მაღალი აქვს უფრო ხშირად ბლეფობს (უნდა იბლეფოს) ვიდრე დაბალი მაჩვენებლის მქონე მოთამაშე რომელიც მხოლოდ ძლიერი ხელებით აკეთებს ფსონს.
Foldtocontinuationbet / flopbet / turnbet
ეს მაჩვენებელი პირდაპირ მიუთითებს ფოლდ ექუითიზე თუ მოთამაშე ხშირად პასუხობს კონტბეთსფლოპზე და ყრის კარტს თერნზე ჩვენ მშვიდად შეგვიძლია გავაკეთოთ ფსონი თერნზე.
VPIP/PFR
ეს მაჩვენებელი მეტყველებს ჩვენი მოწინააღმდეგის ხელების სპექტრზე, ამ დიაპაზონიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ მოხვდა თუ არა მოწინააღმდეგე ამა თუ იმ ფლოპში, ექნება თუ არა მოწინააღმდეგეს საშუალო სიძლიერის კარტი? ან ყავს თუ არა მოწინააღმდეგეს ძალიან ძლიერი კარტი, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ მცირე ფოლდ ექუითი მაგრამ დიდი მოსალოდნელი ოდსები გვაქვს.
ბანკი დარეიზებულია?
- გაზრდილ ბანკში როგორც წესი უფრო მეტი ძლიერი ხელია.
- რაც უფრო დიდია ბანკი მით უფრო მცირეა სივრცე მანევრისთვის.
- გაზრდილ ბანკში როგორც წესი ცოტა მოწინააღმდეგეა.
- ჩვენ ხშირად უნდა ვიბლეფოთ(ნახევრად ვიბლეფოთ) იმისთვის რომ მოვიგოთ ბანკი, ასეთ ბანკში ჩვენ უნდა ვითამაშოთ ოლლ-ინ ძლიერი დროუ ხელებით განსაკუთრებით თუ ჩვენ ვიყავით პრეფლოპ აგრესორები.
- უმნიშვნელო მოსალოდნელი ოდსები ადვილად დასათვლელია რადგან აგრესიული თამაშისას მოწინააღმდეგეს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს ოლლ-ინი ან ფოლდი.
- გაზრდილ ბანკში ჩვენ იშვიათად შეგვიძლია ვუპასუხოთ მოწინააღმდეგის ფსონს ოდსების საფუძველზე.
იმ ბანკში რომელიც არ არის გაზრდილი სიტუაცია სხვანაირია:
- ჩვენ ხშირად თამაში გვიწევს ბევრ მოწინააღმდეგესთან.
- ჩვენ იშვიათად მივდივართ ოლლ-ინზე დროუ ხელებით რადგან მომდევნო ქუჩებზე ჩვენ საკმაო სივრცე გვექნება მანევრისთვის და ველიუს მისაღებად.
- უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ უკეთეს მოსალოდნელ ოდსებს მაგრამ ნაკლები გვაქვს ფოლდ ექუითი (ყოველ შემთხვევაში ფლოპზე).
ფოლდ ექუითი თუ მოსალოდნელი ოდსები?
თუ ყურადღებას მივაქცევთ ზემოთ მოყვანილ ასპექტებს შევამჩნევთ რომ თვალში გვხვდება ორი ძირითადი პუნქტი ფოლდ ექუითი და მოსალოდნელი ოდსები,ეს ასპექტები ყურადღებით უნდა შეფასდეს და სწორედ ამის შესაბამისად უნდა მივიღოთ ჯამური გადაწყვეტილება.
ცრუ სვლები
ცრუ სვლები ეს მთელი თამაშის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია,ჩვენ არ უნდა გავხდეთ ადვილად წასაკითხი და მოწინააღმდეგეს მაქსიმალურად უნდა გავურთულოთ ჩვენი კარტის წაკითხვის შესაძლებლობა,რაც უფრო არაპროგნოზირებადიაჩვენი თამაში მით უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს ოპონენტი,დროუ ხელების გათამაშებისას ჩვენ გვყვავს ცრუ სვლების ორი ვარიანტი:
ცრუ სვლები: დროუ ხელი მზა ხელის წინააღმდეგ
მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა არ იცოდნენ როდესაც ჩვენ დროუ ხელით ვთამაშობთ,ამიტომ ჩვენ ვცდილობთ დროუ ხელი გავითამაშოთ მზა ხელის მსგავსად, ამ სიტუაციაში ბალანსის დაცვა არც ისე ძნელია რადგან მაგალითად პრეფლოპ აგრესორის როლში ჩვენ ვაკეთებთ ფსონს ძლიერი ხელებით ველიუსთვის და ამავედროუს ვაკეთებთ ბლეფურკონტბეთს სუსტი ხელით და დროუ ხელით, ამავე დროუს პოზიციიდან თამაშისას ჩვენ ხშირად ვიღებთ უფასო კარტს დროუსთვის ან ვაკეთებთ საპასუხო ჩექს ბანკის კონტროლისთვის როცა საშუალო სიძლიერის ხელი გვყავს.
ცრუ სვლები: დროუ ხელი დროუს ხელის წინააღმდეგ
როგორც უკვე ავღნიშნეთ საჭიროა დავაბალანსოთ ჩვენი თამაში მათ შორის დროუხელითაც,პერიოდულად ჩვენ ვთამაშობთ აგრესიულად პერიოდულად პასიურად და ამის გამო მოწინააღმდეგეები ვერ მიხვდებიან როდის ვათამაშებთ დროუს და როდის მზა ხელს,
რაც უფრო ხშირად ვახდენთ ჩვენი დროუ ხელის ვარირებას მით უფრო ნაკლებად წაკითხვადია ის ოპონენტებისთვის, ეს ასპექტი ავტომატურად შედის მოქმედებაში როცა ჩვენ ვახდენთ ჩვენი დროუ ხელის გათამაშებას არა ზუსტად დაგეგმილი სქემით არამედ ყოველ ჯერზე ვაანალიზებთ ყველა ზევით მოყვანილ ასპექტს და ამის შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებას.
რამდენიმე მაგალითი
ქვემომოყვანილ მაგალითებში ასახულია, დროუ ხელების პასიური გათამაშება. აგრესიული გათამაშებების მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში ნახევარბლეფი.
მაგალითი 1
$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25) (54/11/1.6/33/435) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BB ($25)
SB ($25)
Hero ($25)
Pre-flop: Hero is Button with 56
UTG calls $0.25, 2 folds, Hero raises to $1.25, 2 folds,UTG calls $1.25.
Flop: ($2.85) 9A2(2 players)
UTG checks, Hero bets $2.25, UTG calls $2.25.
Turn: ($7.35) K (2 players)
UTG checks, Hero checks.
River: ($7.35) 7 (2 players)
UTG bets $5.00, Hero raises to $12.50, 1 fold.
პრეფლოპზე პოზიციის ხარჯზე გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა რეიზი ერთი ფერის კონექტორებით. ეს ნორმალური თამაშია, უბრალოდ თუ მსგავს სვლას ლუზ მოთამაშის წინააღმდეგ ვიყენებთ, მზად უნდა ვიყოთ პოსტფლოპის გათამაშებისთვის.
ფლოპი არ არის ცუდი ჩვენთვის. ჩვენ ვერ მოვხვდით მასში, მაგრამ მისი სტრუქტურა იდეალურად ესადაგება გაგრძელებულ ფსონს. ცხადია შესაძლებელია საუბარი იმაზე რომ მსგავს ფლოპში შეიძლება მოხვდა ოპონენტი, მაგრამ თუ თქვენ ასეთ სიტუაციებში არ აპირებთ კონტბეთის გაკეთებას, მაშინ ჯობია საერთოდ არ დაარეზოთ მსგავსი ტიპის ხელებით პრეფლოპზე.
თერნზე ვხდებით ძლიერი დროუ. მიუხედავად იმისა რომ რივერზე ფლეშის დასრულების შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ დაბალი ფლეში გვეყოლება, ოპონენტი თითქმის ვერასდროს ვერ წაიკითხავს ბექდორ-ფლეშს.
თამაშის ერთ-ერთი ვარიანტია, მეორე ბარელი თერნზე, მაგრამ როგორც ვხედავთ ოპონენტს საკმაოდ მაღალი აქვს WTS(ყოველი მესამე ფლოპიდან ერთხელ მიდის
შოუდაუნზე). VPIP-ის გათვალისწინებით ოპონენტი შესაძლოა მოხვედრილიყო მსგავს ფლოპში და შესაბამისად ახლა ითამაშებს ჩექ/ქოლს. ამ ყველაფრის
გათვალისწინებით, ჩვენ ვირჩევთ გათამაშების პასიურ ხაზს.
თუ რივერი გაგვიმართლებს, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ შევძლებთ დამატებითი ველიუსაკრეფვას. ამ მაგალითში რივერმა დაგვიმთავრა ფლეში, შესაბამისად ვაკეთებთ მარტივ ველიურეიზს.
მაგალითი 2
$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25) (54/11/1.6/33/435) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Hero ($25)
SB ($25)
Button ($25) (13/11/2.7/21/850) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Pre-flop: Hero is BB with 33
UTG calls $0.25, 2 folds, Button raises to $1.25, 1 fold, Hero calls $1.25, UTG calls $1.25.
Flop: ($3.85) 245(3 players)
Hero checks, UTG bets $3.00, Button calls $3.00, Hero folds.
ლუზ მოთამაშე კვლავ ლიმპით შემოვიდა ბანკში. მაგრამ ამჯერად რეიზს აკეთებს თაით აგრესიული მოთამაშე ბათონიდან, ასეთ სიტუაციაში, ჩვენ არც 3 ბეთის თამაში გვინდა და არც ფოლდის. იმის გათვალისწინებით, რომ ლუზ მოთამაშე ხშირად გააკეთებს ქოლს, ჩვენც ვქოლავთ სეტის იმედად.
ფლოპზე სეტი ვერ მივიღეთ, მაგრამ გვყავს ორმხრივი სტრეიტ-დროუ. ჩვენი ჩექის შემდეგ პასიური მოთამაშე აკეთებს ფსონს, თაგი პასუხობს. ჩვენ ვიღებთ ოდსებს 3.2:1- თან. ჩვენ არ გვინდა მსგავს სიტუაციაში აგრესიულად თამაში, რადგან ასეთ შეთხვევაში თავად გავაკეთებდით დონკბეთს, ვიდრე ჩექ/რეიზს. ამასთან ცხადია რომ ფოლდ-ექუითი არც თუ ისე მაღალია 2 ოპონენტის წინააღმდეგ.
თუ ჩვებ რვავე აუტს სუფთად ვთვლით, მაშინ ჩვენ გვჭირდება ოდსები 5:1-თან, თუ იმის იმედად ვქოლავთ რომ კომბინაციას თერნზევე დავასრულებთ. შესაბამისად ქოლისთვის ჩვენ გვჭირდება იმფლაიდოდსები. მიუხედავად ამისა საბოლოო ჯამში ჩვენ გადავწყვიტეთ ფოლდი შემდეგი მიზეზების გამო:
- სინამდვილეში ჩენ 6 აუტი გვყავს და არა 8, რადგან A 6 -ის მსგავსმა ხელმა შეიძლება ააწყოს ფლეში.
- ჩვენ გარე პოზიციაში ვართ. თუ თერნზე კომბინაციას დავასრულებთ მოგვიწევს დონკბეთის გაკეთება, ხელის დაცვის და ველიუსაკრეფის მიზნით.
- თუ თერნზესტრეიტს დავასრულებთ, ჩვენი ხელი წაკითხვადი იქნება საშიში ბორდის გამო. ოპონენტები ადვილად მიხვდებიან, რომ ჩვენ დიდი ალბათობით სწორედ სამიანი გვყავს.
- რთულია განვსაზღვროთ მოსალოდნელი პოდ ოდსები. რადგან არც ლუზ მოთამაშის დონკი და არც თაგის ქოლი არ გვაძლევს საკმარის ინფორმაციას, მათი ხელის სიძლიერის შესახებ
მსგავს მსჯელობაზე დაყრდნობით ჩვენ გადავწყვიტეთ გარე პოზიციიდან აღარ გავაგრძელოთ ამ ბანკისთვის ბრძოლა.
მაგალითი 3
$25 NL Hold'em (6 handed)
Stacks
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25) (54/11/1.6/33/435) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
Hero ($25)
SB ($25) (20/1/0.5/29/321) [VPIP/PFR/AF/WTS/Hands]
BU ($25)
Pre-flop: Hero is BB with 45
UTG calls $0.25, 1 fold, CO calls $0.25, Button calls $0.25, SB calls $0.25, Hero checks.
Flop: ($1.25) 23Q (5 players)
SB checks, Hero checks, UTG bets $0.50, CO calls $0.50,1 fold, SB calls $0.50, Hero calls $0.50.
Turn: ($3.25) K (4 players)
SB checks, Hero checks, UTG bets $2.00, CO calls $2.00,1 fold, Hero calls $2.00.
.
River: ($9.25) A (3 players)
Hero bets $6.00, UTG calls $6.00, 1 fold.
პრეფლოპზე რეიზის საბაბი არ გვაქვს, შესაბამისად ვთამაშობთ ჩექს. ფლოპზე ორმხრივი სთრეით-დროუ ვხდებით და გადავწყვიტეთ პასიურად გავათამაშოთ ჩვენი ხელი, რადგან 4 ოპონენტის წინააღმდეგ ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს ფოლდ-ექუითი. ჩვენ კვლავ გარე პოზიციაში ვართ, მაგრამ ჩენ გვჭირდება 5:1-თან ოდსები რადგან ჩვენი რვავე აუტი სუფთაა.
თერნზე ვერ დავიჭირეთ ჩვენთვის სასურველი კარტი. ამასთან სამწუხაროდ ჩვენ ვიმყოფებით „სენდვიჩში“ (მოქცეულები ვართ ორ ოპონენტს შორის) შესაბამისად არ არსებობს მიზეზი აგრესიის ჩასართავად. ორი ჩექის შემდეგ UTG კვლავაც აკეთებს ფსონს, პატარა ბლაინდი რჩება დარიგებაში. კორექტული იქნება ჩენი ქოლი, თუ ჯობია რომ დავწვეთ?
ჩენ ვიღებთ ოდსებს 3.5:1-თან. ჩვენი დროუსთვის გვჭირდება 5:1-თან. K -ს შეეძლო რომელიმე ოპონენტი გაეძლიერებინა ბექდორ-ფლეშ-დროუმდე, მაგრამ ჩვენ ამ ასპექტს არ ვითვალისწინებთ. თუ ჩვენ აქ ქოლს გავაკეთებთ, დაგვჭირდება რივერზე დამატებითი $3-ის შეტანა ბანკში, იმისთვის რომ გავამართლოთ ჩვენი ქოლი თერნზე.
ქოლის უპირატესობას განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები:
- ორივე ჩენი ოპონენტი ლუზია, რომლებსაც უყვართ შოუდაუნამდე მისვლა. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს იმფლაიდოდსების იმედი.
- მსგავსი მაგიდის კარტების პირობებში, არსებობს უამრავი ხელი რომელიც დაქოლავს ჩვენს ფსონს რივერზე.
- ვერც ტუზით და ვერც ექვსიანით, ვერ შეძლებენ ოპონენტები წაიკითხონ ჩვენი სთრეითი.
ქოლის უარყოფითი მხარეები:
- ჩვენ კვლავაც „სენდვიჩში“ ვართ. ამასთან აგრესიული მოთამაშე ზის ჩვენამდე, შესაბამისად რივერზე დასრულების შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს დონქფსონის გაკეთება.
- თუ რივერზე ვერ გავძლიერდით და ყველა ოპონენტი დაჩექავს, ჩენს ხელს მაინც არ ექნება არანაირი შოუდაუნ-ველიუ.
თუ ამ სიტუაციაში დავყრით ჩვენს კარტს თერნზე, ეს არ იქნება დიდი შეცდომა. თუმცა ჩენ მაინც ვაკეთებთ მარგინალურ ქოლს და მოგვდის სთრეითი რივერზე. ვაკეთებთ დონქფსონს $6(2/3 ბანკი)-ის ოდენობით და არამარტო ვინაზღაურებთ თერნისქოლს, არამედ ვიღებთ დამატებით მოგებასაც.
დასკვნა
ამრიგად ჩვენ ვნახეთ რომ დროუ ხელით თამაშისას გასათვალისწინებელია მრავალი ასპექტი: ჩვენ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ხელის აუტები და უნდა განვსაზღვროთ მივიღებთ თუ არა ამ აუტებით საუკეთესო ხელს, ასევე წინასწარ უნდა გვესმოდეს თუ როგორ გავაგრძელებთ თამაშს თუ მომდევნო ქუჩებზე მოგვივა სასურველი კარტი. გათამაშების დაგეგმვისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პოზიციაა.
ამის შემდგომ უნდა განვსაზღვროთ გავათამაშებთ ხელს პასიურად თუ აგრესიულად. თუ ვთვლით რომ საკმარისი ფოლდ ექუითი გაგვაჩნია მაშინ უპირატესობას აგრესიულ სტილს ვანიჭებთ, მაგრამ თუ ფოლდ ექუითი მცირეა მაგრამ გვაქვს კარგი მოსალოდნელი ოდსები მაშინ უმჯობესია ავირჩიოთ გათამაშების პასიური ხაზი.