პოსტფლოპი - არავის აქვს ინიციატივა

პოსტფლოპზე თამაში - არავის აქვს ინიციატივა

შესავალი

ამ სტატიაში

  • რატომ არ უნდა ვითამაშოთ მზა ხელი პასიურად პოსტფლოპზე.
  • რატომ გვჭირდება ძლიერი ხელი, რომ ვითამაშოთ დიდი პოტისათვის.
  • რატომ არ უნდა ვიბლეფოთ რივერზე.

როდესაც მოთამაშე აკეთებს რეიზს ფლოპამდე, ამ მოთამაშეს აქვს ინიციატივა შემდეგ სავაჭრო რაუნდზე და აქვს დიდი უპირატესობა. ხშირად არავინ აკეთებს რეიზს ფლოპამდე და არავის აქვს ინიციატივა. ამ სტატიაში ვისწავლით როგორ ვითამაშოთ მაშინ როდესაც არავის გაუკეთებია რეიზი ანუ არავის გამოუვლენია აგრესია ფლოპამდე. 

ჩვენ უნდა მოველოდეთ, რომ დაურეიზებელ ფლოპზე ბევრ სხვადასხვა ტიპის ხელს შევხვდეთ. მოთამაშეები ხშირად ცდილობენ ითამაშონ და ნახონ იაფი ფლოპი ერთი ფერის კარტებით, კონექტორებით და ასე შემდეგ.

დიდ ბლაინდს კი შეიძლება ყავდეს ნებისმიერი ორი კარტი, რადგან ის უბრალოდ აკეთებს ჩეკს. არავის გაუზრდია ფსონი ასე რომ უბრალოდ აკეთებს ჩეკს და ნახულობს ფლოპს.

ასეთ დარიგებაში უმეტესად რამდენიმე მოთამაშე მონაწილეობს. როდესაც წინა პოზიციიდან ვინმე ლიმპავს (ასწორებს დიდ ბლაინდს) დანარჩენებიც მიყვებიან რომ ნახონ იაფი ფლოპი.

ასეთ დარიგებაში ჩვენ ხშირად შევხვდებით რამდენიმე მოწინააღმდეგეს და დიდ დიაპაზონს შესაძლო ხელებისა რომლებიც შეიძლება მოწინააღმდეგეებს ყავდეთ, მაგრამ არცერთ მათგანს არ  ექნება ინიციატივა. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იმისათვის, თუ რატომ უნდა გვქონდეს გარკვეული სტრატეგია დაურეიზებელ დარიგებაში, პოტის მოცულობაა. ვინაიდან რეიზი არ ყოფილა პოტის მოცულობა ძალიან მცირეა. 

მაგალითი 1 - პრეფლოპ რეიზი

Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25

You are on the CO 

UTG1 calls $0.25
UTG2 and UTG3 fold
MP1 calls $0.25
MP2 and MP3 fold
You raise to $1.50
BU, SB and BB fold
UTG1 and MP1 call $1.25
 

Pot Size: $4.85.

მაგალითი 2 - პრეფლოპ რეიზის გარეშე

Before the flop - NL25 Blinds: $0.10/$0.25

You are on the CO

UTG1 calls $0.25
UTG2 and UTG3 fold
MP1 calls $0.25
MP2 and MP3 fold
You call $0.25
BU and SB fold
BB checks


Pot Size: $1.10.

როგორც ვხედავთ პოტი პირველ მაგალითში ოთხჯერ უფრო დიდია ვიდრე მეორეში. ასევე ჩვენი სტეკის ზომა პოტთან მიმართებაშიც განსხვავებულია (იგულისხმება მთელი ბაი-ინი). პირველ მაგალითში ჩვენ გვაქვს დაახლოვებით 5-ჯერ პოტის ზომა სტეკი ხოლო მეორე მაგალითში დაახლოებით 22-ჯერ პოტის ტოლი.

აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება განსხვავებული სტრატეგიები ზემოთ მოცემულ დარიგებებში.    ჩვენ გვჭირდება სერიოზული მიზეზი იმისათვის რომ გავაკეთოთ რეიზი დაურეიზებელ დარიგებაში. ჩვენ შევდივართ და ვნახულობთ ფლოპს მინიმალური ინვესტირებით. ერთადერთი მიზეზი რეიზის გასაკეთებლად და მეტის გასარისკად მხოლოდ ისაა რომ ჩვენ ძლიერი საწყისი ხელი გვაქვს.

პოკერში არსებობს ერთი ძველი წესი: „არასოდეს წააგო მთელი სტეკი დაურეიზებელ ხელში“ ეს შეიძლება მხოლოდ წესია, მაგრამ აზრი ნათელია: ჩვენ გვჭირდება ძალიან ძლიერი ხელი, რომ პატარა ინვესტიცია გარდავქმნათ დიდ ინვესტიციად.

ამ სტატიაში განვიხილავთ რატომ არის ეს ასე და რომელი საწყისი ხელი ვითამაშოთ როდესაც არავის გაუკეთებია რეიზი ფლოპამდე. 

თეგები

რუმები

ქართული უცხოური