დონქ-ბეთი (2): თეორია II
სერიის პირველ სტატიაში თქვენ უკვე გაეცანით დონქ-ბეთის უკან მდგომ თეორიას. ამ ნაწილში ჩვენ გავიღრმავებთ თეორიულ ცოდნას და განვიხილავთ სხვადასხვა ასპექტს.
არსებობს მრავალი სიტუაცია, რომელშიც დონქ-ბეთს შეერკინებით. მოცემული სტატია მათ დაძლევაში დაგეხმარებათ.
პრეფლოპ აგრესია: რატომ ვაკეთებთ 3-ბეთს?
ჯერ-ჯერობით ძველებურად მხოლოდ ერთი ოპონენტის წინააღმდეგ თამაშს განვიხილავთ. პირველი ჩნდება სავსებით ლოგიკური კითხვა: საერთოდ როგორ აღმოვნით მსგავს სიტუაციაში ფლოპზე?
ქოლდ-ქოლი, როდესაც ბლაინდზე ვიმყოფებით, - ერთადერთი შესაძლებლობაა გავათამაშოთ გაზრდილი ბანკი გარე პოზიციიდან და თანაც ინიციატივის გარეშე. 3-ბეთ ბანკში აღმოჩენა შეიძლება, თუ გათამაშებაში open raise-ით შეხვედით ადრეული პოზიციიდან, შემდეგ კი 3-ბეთი გაასწორეთ. მოცემულ შემთხვევას მოგვიანებით განვიხილავთ.
საკვანძო კითხვა ამგვარად გამოიყურება: „შეიძლება კი ჩვენს თამაშში დონქ-ბეთს მუდმივი ხასიათი ჰქონდეს?“
კარგი გეგმა სიტუაციების ფართო ნაკრებისთვის - ნებისმიერი სტრატეგიის უმთავრესი ელემენტია. 3-ბეთს თუ აკეთებთ, როგორ უნდა გაათამაშოთ ხელი პოსტფლოპზე? თუ უბრალოდ ასწორებთ ფსონს, როგორია თქვენი გეგმა ფლოპზე? ფლოპზე დონქ-ბეთის შემდეგ როგორ ითამაშებთ თერნზე?
თქვენ თამაშში დონქ-ბეთების გამოყენება თუ გსურთ, გარკვეული ოპონენტების წინააღმდეგ მოგიწევთ უპირატესობა პრეფლოპ ქოლი/დონქ-ბეთი ფლოპზე ხაზს მიანიჭოთ და ამგვარად პრეფლოპზე 3-ბეთისგან უარი თქვათ.
საბოლოო ჯამში აგრესიული გათამაშების დახმარებით ცდილობთ მოიგოთ ბანკი და მიიღოთ ველიუ. მაგრამ რატომ არ უნდა გავაკეთოთ მსგავსი ქმედება პრეფლოპზევე?
მოცემული პრობლემის ილუსტრირება იხილეთ მომდევნო მაგალითში:
EXAMPLE 1:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25) (Rock)
Hero ($25)
SB ($25)
BU ($25)
Preflop: Hero is BB with A, A
UTG raises $1.00, 4 folds, Hero calls $1.00
Flop: ($2.10) 6, 6, T(2 players)
Hero bets $1.40, ...
მოცემული მაგალითი ყველა ზემოთ დასმულ კითხვას სცემს პასუხს: პრეფლოპზე შეგეძლოთ მარტივი 3-ბეთის გაკეთება, მაგრამ ეს არ გააკეთეთ, რათა უარესი ხელები არ დაგეწვინათ. იდეაში, ქოლდ-ქოლი საუკეთესო ხაზად არ გვევლინება, მაგრამ ჩვენ სპეციალურად ავარჩიეთ სიტუაცია, სადაც საუკეთესო ხელი, AA, გყავთ. თქვენ რომ QQ/JJ-ის მსგავსი ხელი გყოლოდათ, ქოლდ-ქოლის სასარგებლოდ სხვა არგუმენტები გაჩნდებოდა.
პრეფლოპზე გადაწყვიტეთ სლოუფლეი ითამაშოთ, მაშინ რატომ აკეთებთ დონქ-ბეთს ფლოპზე? თქვენ თვლით, რომ ოპონენტი გაასწორებს ფსონს ბევრი უარესი ხელით, რომელთა ნაწილით თავად არ დადებს? პრეფლოპზე მაქსიმალურად ფართო დიაპაზონის დატოვება გსურდათ, ახლა კი ფლოპზე მაშინვე დონქ-ბეთი გააკეთეთ.
ნუთუ ფლოპზე ჩექი უფრო ლოგიკურად არ ჟღერს?
მოცემულ კითხვებზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. თუმცა მიაქციეთ ყურადღება: თქვენ უნდა ეცადოთ გარე პოზიციიდან ერთი ოპონენტის წინააღმდეგ იშვიათად გაათამაშოთ ბანკი(განსაკუთრებით იმ სიტუაციებში, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, ბლაინდებიდან ქოლდ-ქოლით ბევრი ხელით თამაშს აზრი აქვს).
ბალანსი და შენიღბვა
ეს ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი გახლავთ. მომდევნო თავებში თქვენ დარწმუნდებით, რომ დონქ-ბეთების გარეშე თამაში სავსებით შესაძლებელია. თქვენ საერთოდაც არ ხართ ვალდებული ისინი გამოიყენოთ(ყურადღება: საუბარია heads-up სიტუაციებზე).
თუმცა თუ თქვენ მტკიცედ გადაწყვიტეთ საკუთარ არსენალში მისი შეყვანა, მაშინ აუცილებლად უნდა გქონდეთ წარმოდგენა მის დაბალანსებაზე.
ნათელია, რომ ავტომოპასუხეების წინააღმდეგ თამაშისას, ბალანსის უგულვებელყოფა შეიძლება. მათთან ყოველთვის უნდა ეცადოთ აირჩიოთ ხაზი, რომელიც მაქსიმალურ +EV-ის გპირდებათ. ბალანსი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, რეგულარებთან თამაშისას, რომლებთანაც დონქ-ბეთს პერმანენტულად გამოიყენებთ.
თქვენ უნდა დააბალანსოთ პირველ სტატიაში მოყვანილი ფსონის ტიპები: ველიუ, ბლეფი და ნახევარბლეფი. დაუშვებელია ხშირად ითამაშოთ ბეთ/ფოლდ ხაზი, ასეთ შემთხვევაში ბლეფის მსხვერპლი გახდებით. დონქ-ბეთების გონიერი გადანაწილება ბლეფსა და ველიუს შორის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს.
გადამწყვეტ როლს თამაშობს შთაბეჭდილება, რომელსაც დონქ-ბეთი ტოვებს: ისინი გამოიყურებიან სუსტად. პირველ მაგალითში დაისვა შეკითხვა: რატომ დავაგოთ მახე პრეფლოპზე, თუ ფლოპზე აგრესიის გამოვლენას პირველი აპირებთ? მოცემული ხაზი, ერთი შეხედვით, უაზროა.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დონქ-ბეთები ხშირად ფასდება, როგორც სისუსტე, თქვენ რეგულარულად გიპასუხებენ (ბლეფ)რეიზით ან ლუზი ქოლდაუნით მზა ხელებით.
ოპონენტების მსგავსი რეაქცია, ბევრ შემთხვევაში, უდავოდ, თქვენთვის სასიამოვნო იქნება, მაგრამ არსენალში აუცილებლად ყველა ტიპის ფსონი უნდა გქოდნეთ. მათი დაბალანსება კი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული (ბალანსი, სხვა მრავალის გარდა, ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად აპირებთ დონქ-ბეთის გამოყენებას).
ალტერნატივა: არასდროს გამოიყენოთ დონქ-ბეთი
ალტერნატივა შესაძლებელია უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ არსებობს მრავალი მოთამაშე, რომელიც არასდროს იყენებს დონქ-ბეთს heads-up-ში. მათი თამაში ფლოპზე, შესაბამისად, აგებულია ერთ-ერთი ჩამოთვლილ ხაზზე:
- ჩექ/ფოლდი
- ჩექ/ქოლი
- ჩექ/რეიზი
მოცემულ სტრატეგიას სრულიად ჩამოყალიბებული აზრი აქვს:
უპირატესობები:
- თქვენ აირჩიეთ სიტუაცია(ქოლი ბლაინდიდან)
- გათამაშება იდეალურად არის დაბალანსებული(თქვენ ყოველთვის ჩექს ამბობთ)
- ოპონენტს ადაპტაცია არ შეუძლია
- თქვენ ხშირად მოიგებთ (ბლეფ)კონტბეთს
- ჩექ/რეიზს ფლოპზე გააჩნია უფრო მეტი ფოლდ-ექუითი, რაც ნახევარბლეფისთვის მნიშვნელოვანია
- ჩექ/რეიზის დახმარებით შესაძლებელია უკეთესად დაიცვათ თავი და ბანკი უფრო სწრაფად გაზარდოთ, ვიდრე დონქ-ბეთის დახმარებით
სისუსტეები:
- ბლეფი შესაძლებელია მხოლოდ ჩექ/რეიზი ხაზით, რაც უმრავლესობა შემთხვევაში ძვირი სიამოვნებაა
- ჩექ/ქოლი გაგდებთ რთულ სიტუაციაში თერნზე
- ხშირად ათამაშებთ Way ahead/Way behind-ს
- იღებთ მცირე ინფორმაციას ოპონენტის ხელზე
- თქვენ იყენებთ ჩექ/ფოლდ ხაზს და აგებთ ბანკს, რომლიც მოგებაც სავსებით შესაძლებელი იყო დონქ-ბეთის გაკეთებით გარკვეულ პირობებში
უკანასკნელი ორი თავი მოცემულ სვეტში უმნიშვნელოვანესია: heads-up-ებში დონქ-ბეთების არ გამოყენება შეცდომა არ არის. თუმცა თუ მაინც გადაწყვეტთ მათ კეთებას, ვალდებული ხართ ისინი დააბალანსოთ, რათა თქვენი წაკითხვა შეუძლებელი იყოს.
Heads-up თუ მულტიპოტი?
ნელ-ნელა გადავდივართ მომდევნო ასპექტზე: ღირს კი გავავლოთ ზღვარი ჰედზ-აპსა და მულტიპოტს შორის?
ბუნებრივია. გათამაშების ხაზები თითოეულ მათგანში ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისგან პრეფლოპზევე: თქვენამდე რამდენიმე მოთამაშე თუ შემოვიდა გათამაშებაში, გაქვთ შესაძლებლობა სპეკულაციური ხელებით ქოლი თქვათ ბლაინდებიდან.
დონქ-ბეთების არ კეთება მულტიპოტებში შეცდომაა.
გავაანალიზოთ არგუმენტები დონქ-ბეთების სასარგებლოდ:
მულტიპოტებში...
- ...თქვენ არ ხართ ვალდებული იზრუნოთ ბალანსზე
- ...აღმოჩნდებით შედარებით უფრო ხშირად, ვიდრე heads-up-ებში
- ...პრეფლოპ აგრესორი გააკეთებს კონტბეთს ნაკლებად ლუზი დიაპაზონით
- ...თქვენ არ გსურთ უფასო კარტი ანახოთ მოწინააღმდეგეებს „სველ“ ბორდზე, თუ ძლიერი ხელი გყავთ
- ...საშიშროება, რომელიც უფასო კარტს ახლავს უფრო დიდია, ვიდრე heads-up-ში, პირველ რიგში, მაშინ, როდესაც თქვენი ხელი არც თუ ისე ძლიერია
- ...ფოლდ-ექუითი შესამჩნევად ნაკლებია, ამიტომაც (ნახევარ)ბლეფის გამოყენებას მეტისმეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ
მულტიპოტებში გულმოდგინე ანალიზი თითოეულ სიტუაციაში და შესაძლო მაქსიმალური ველიუს ამოღება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია:
EXAMPLE 2:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
MP ($25) (Calling station)
CO ($25) (Calling station)
UTG ($25) (TAG)
Hero ($25)
SB ($25)
BU ($25)
Preflop: Hero is BB with 7, 7
UTG raises $1.00, MP calls $1.00, CO calls $1.00, 2 folds, Hero calls $1.00
Flop: ($4.10) 7, 3, 3 (4 players)
Hero bets $2.80, ...
ფლოპზე დონქ-ბეთის გაკეთება სრულიად გამართლებულია, რადგან პირველადი აგრესორი ორი ავტომოპასუხის წინააღმდეგ რომ კონტბეთს გააკეთებს, მაგის ალბათობა, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. ყველა თუ ჩექს იტყვის ბანკი ისევ მცირე დარჩება.
ჩექ/რეიზი მეტისმეტად ძლიერად გამოიყურება, ჩექ/ქოლი თერნზე ინიციატივის გარეშე დაგტოვებთ. დონქ-ბეთი კი სავსებით შესაძლებელია ლუზმა მოთამაშემ გაასწოროს. თერნზე თქვენ გააგრძელებთ დადებას ველიუსთვის. რადგანაც მულტიპოტში ბანკი ასე თუ ისე დიდია, რივერისთვის შეგიძლიათ მოასწროთ all-in-ისთვის საჭირო სიტუაციის შექმნა.
მოცემული მაგალითი დემონსტრაციას მხოლოდ ველიუზე თამაშს უკეთებს, დაცვა აქ საჭირო სრულებითაც არ არის.
EXAMPLE 3:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
MP ($25) (Calling station)
CO ($25) (Calling station)
UTG ($25) (TAG)
Hero ($25)
SB ($25)
BU ($25)
Preflop: Hero is BB with 7,6
UTG raises $1.00, MP calls $1.00, CO calls $1.00, 2 folds, Hero calls $1.00
Flop: ($4.10) A, 8, 4 (4 players)
Hero bets $2.80, ...
წინა მაგალითის საპირისპიროდ აქ პირველ ადგილას დაცვა დგას. მეოთხე აგური თერნზე თქვენი კომბინაციისთვის კატასტროფა იქნება. დაწყვილება კი მოქმედების საშუალებას მოგისპობთ.
ამ სიტუაციაში, თქვენ დებთ ველიუსა და დაცვისთვის, ბევრი ხელი ეცდება უფასოდ ნახოს მომდევნო კარტი, რაც სრულებითაც არ შედის ჩვენს გეგმებში, ფსონისთვის კარგი სიტუაციაა.
თუმცა ზოგჯერ იდეალური კომბინაციის მისაღებად ერთი კარტი გაკლიათ:
EXAMPLE 4:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
MP ($25) (Calling station)
CO ($25) (Calling station)
UTG ($25) (TAG)
Hero ($25)
SB ($25)
BU ($25)
Preflop: Hero is BB with 7,6
UTG raises $1.00, MP calls $1.00, CO calls $1.00, 2 folds, Hero calls $1.00
Flop: ($4.10) A, 9, 4 (4 players)
Hero...?
დონქ-ბეთს აქვს საერთოდ აზრი? ნახევარბლეფია, ამიტომაც გესაჭიროებათ ფოლდ-ექუითი, რომლის არსებობაც ორი ავტომოპასუხის წინააღმდეგ ნაკლებ ალბათურია (კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ჰქონდა აზრი დონქ-ბეთს ველიუსთვის წინა მაგალითში).
გარდა ამისა, პრეფლოპ აგრესორს შეუძლია რეიზი Ax ხელით გააკეთოს. თქვენ ხომ მხოლოდ 9 აუტით ფლეშამდე არ გაქვთ უფლება დონქ-ბეთ/ფუში ითამაშოთ.
ფიქრობთ რომ თქვენი დრო ხელი საკმარისად ძლიერი არ არის დონქ-ბეთ/ფუშის სათამაშოდ, ხოლო საკმარისი ფოლდ-ექუითი არ გაგაჩნიათ, მაშინ სჯობს უპირატესობა პასიურ ხაზს მიანიჭოთ და ჩექ/ქოლი ითამაშოთ.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სხვადასხვა ტიპის ოპონენტების წინააღმდეგ სხვადასხვა ხაზის გამოყენებაა საჭირო.
EXAMPLE 5:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
MP ($15) (Maniac)
CO ($25) (Calling station)
UTG ($25) (TAG)
Hero ($25)
SB ($25)
BU ($25)
Preflop: Hero is BB with 9, 9
UTG raises $1.00, MP calls $1.00, CO calls $1.00, 2 folds, Hero calls $1.00
Flop: ($4.10) 3, 4, 6 (4 players)
Hero bets $2.80, ...
მულტიპოტებში ხშირად დაგიპირისპირდებიან სხვადასხვა ტიპის ოპონენტები, რომლებსაც ყველაფერთან ერთად განსხვავებული სტეკები ექნებათ.
თქვენი ხელი არც თუ ისე ძლიერია, ჩექ/ქოლი უფასო კარტს აძლევს ოპონენტებს, ჩექ/რეიზი კი გადაჭარბებული იქნება.
დონქ-ბეთის გაკეთება შემდეგ მოსაზრებებზე დაყრდნობით შეგიძლიათ...
- ...ითამაშოთ ბეთ/ფოლდი პრეფლოპ აგრესორის წინააღმდეგ
- ...ავტომოპასუხის ლუზი ქოლდაუნის იმედად
- ...ითამაშოთ სტეკზე მანიაკთან განახევრებული სტეკით
3-ბეთ ბანკები
3-ბეთ ბანკებს საკუთარი დინამიკა ახასიათებთ. ამ დროსაც, პირველ რიგში, უნდა დაუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა: საერთოდ როგორ აღმოჩნდით მსგავს სიტუაციაში?
მსგავსი სიტუაციების თავიდან აცილებას უნდა ეცადოთ ყოველთვის. 3-ბეთ ბანკები გარე პოზიციიდან ერთი ოპონენტის წინააღმდეგ სწორედ ის სიტუაციებია, რომელშიც უმრავლესობა მოთამაშეებისა ყველაზე დიდ ფულს აგებს.
თუ აგრესიულად იცავთ ბლაინდს(3-ბეთი), თქვენ იპყრობთ ინიციატივას.
თამაშში ამ დროს თქვენი პირადი შეგრძნებები ერთვება. ფსონს ზრდით ადრეული პოზიციიდან, ბათონი 3-ბეთით გპასუხობთ, თქვენ ასწორებთ. რა დიაპაზონით ითამაშებთ მსგავსად? დროთა განმავლობაში აზრი აქვს მახის დაგებას(QQ+), მაგრამ უმრავლესობა სხვა ხელებისა გათამაშებიდან უნდა გავიდნენ. ბალანსი შეიძლება დავივიწყოთ.
მსგავს გათამაშებებში ჩართვა, პირველ რიგში, ცუდი მოთამაშეების წინააღმდეგ ღირს. „თევზის“ პირისპირ თამაშისას ბალანსის აუცილებლობა მეორე პლანზე გადადის. თუ იმდენად გწამთ თქვენი ოსტატობისა, რომ გარე პოზიციიდან მრავალი ხელით 3-ბეთის გასწორებას მომგებიანად თვლით, მაშინ პოსტფლოპზე თამაშის მაღალ დონეზე კონტროლი უნდა შეგეძლოთ.
ჯამში, 3-ბეთ ბანკებში სჯობს სწორხაზოვნად ვითამაშოთ, მაშასადამე, არ გამოვიყენოთ (ბლეფური) დონქ-ბეთები.
დონქ-ბეთები თერნსა და რივერზე
მოცემულ ასპექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. როდის აქვს დონქ-ბეთს თერნზე აზრი? მსგავს სიტუაციაში რომ თავი ამოყოთ, პასიურად უნდა გაათამაშოთ პრეფლოპ რაუნდი, ხოლო ფლოპზე კი ჩექ/ქოლ ხაზს მიმართოთ.
EXAMPLE 6:
PartyPoker $25 NL Hold'em (6-handed)
Stacks & Stats
MP ($25)
CO ($25)
UTG ($25)
Hero ($25)
SB ($25)
BU ($25)
Preflop: Hero is BB with X X
UTG raises $1.00, 4 folds, Hero calls $1.00
Flop: ($2.10) 5, 6, T (2 players)
Hero checks, UTG bets $1.40, Hero calls $1.40
Turn: ($4.90) K (2 players)
Hero bets $3.80,...
მოცემული ხაზის დაბალანსება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომაც აუცილებელია სწორხაზოვნად ვითამაშოთ. მას აზრი აქვს...
- ...ავტომოპასუხეების წინააღმდეგ იმ შემთხვევებში, როდესაც თქვენ არსებითად გაძლიერდით თერნზე, ოპონენტს კი მეორე ბარელი სრულიად არ ხიბლავს
- ...TAG/LAG/მანიაკების წინააღმდეგ, რომლებიც ფლოპზე ხშირად დებენ, თერნზე კი ჩექს ანიჭებენ უპირატესობას(როდესაც ძლიერი მზა ხელი გყავთ, ველიუსთვის)
- ... TAG/LAG/მანიაკების წინააღმდეგ, რომლებიც ფლოპზე ხშირად დებენ, თერნზე კი მარტივად ყრიან კარტს(თერნზე გარე პოზიციიდან ფლოატის განსახორციელებლად)
- ... TAG/LAG/მანიაკების წინააღმდეგ, რომლებიც ფლოპზე ხშირად დებენ და თერნზე შეუძლიათ ლუზი რეიზი გაგიკეთონ(ოპტიმალური ხაზი ველიუს ამოსაღებად).
თქვენ უნდა აირჩიოთ ხაზი შესაძლო მაქსიმალური +EV-ით, თქვენს სტატებსა და რიდსებზე დაყრდნობით.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, წარმოდგენა გვქონდეს რითი შეუძლიათ დონქ-ბეთის გაკეთება ოპონენტებს. მოცემულ საკითხს ეხება მომდევნო სტატია.
დასკვნა
დონქ-ბეთები - რთული თემაა. ერთ ოპონენტის წინააღმდეგ მისი გაკეთება აუცილებელი არ არის, მაგრამ ის საკმაოდ მომგებიანი შეიძლება იყოს. ამასთანავე, უნდა იცნობდეთ ოპონენტს და წარმოდგენა გქონდეთ, თუ რა რეაქცია ექნება მსგავს ფსონზე.
გონიერი მოთამაშეების წინააღმდეგ დონქების დაბალანსებას უნდა ეცადოთ, თქვენ ხომ არ გსურთ მარტივად წაკითხვადი იყოთ, რომლის სუსტ მხარესაც სწორედ დონქ-ბეთი წარმოადგენს. თქვენი დიაპაზონი თუ აშკარაა, ოპონენტები იშვიათად დაუშვებენ შეცდომებს.
მულტიპოტებში საპირისპიროდ დონქ-ბეთი თქვენი ხაზების ხშირი სტუმარი უნდა იყოს, რადგანაც უფასო კარტის და ველიუს ვერ ამოღების საფრთხე საკმაოდ დიდია. მეტ-ნაკლებად უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ველიუს, რადგანაც ბლეფის განხორციელება საკმაოდ ფრთხილად მოგიწევთ, ბალანსს კი დიდი როლი არ აქვს.
მომდევნო სტატიაში გაიგებთ, თუ რა რეაქცია გქონდეთ ოპონენტის დონქ-ბეთზე.