ამ სტატიაში:
- როგორ ვაიძულოთ ოპონენტი, რომ ოლლ-ინი გააკეთოს?
- ფსონების ზომა, გათამაშების ხაზი, ოპონენტის ტიპი და იმიჯი.
- როგორც წესი, უბრალოდ აკეთეთ ფსონები და რეიზები.
ბევრი მოთამაშე ცდება და ეძებს შეცდომებს თავის თამაშში როცა მოწინააღმდეგე არ პასუხობს მათ ველიუ ფსონს, თუმცა უმეტეს შემთხევაში ეს მხოლოდ არ გამართლებაა რადგან მოწინააღმდეგეს უბრალოდ არ ყავდა ღირსეული ხელი.
თუმცა მოთამაშეები ხშირ შემთხვევაში ზედმეტად ბევრს ცდილობენ ბრძნულად იმოქმედონ რათა გაზარდონ თავიანთი მოგება, ხშირად ეს ასე არ არის.
ეს სტატია განიხილავს მსგავს პრობლემატიკას და ცდილობს გასცეს პასუხი კითხვას: როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი ჩვენი ოპონენტებისგან?
იგი საზღვრავს ორ სხვადასხვა კონცეფციას: ველიუს მიღების მაქსიმიზაციას და მასზე ზემოქმედების მომხდენ ფაქტორებს. რათა დაგეხმაროთ გათამაშების სწორი ხაზის არჩევაში, რაც თავის მხრივ მაქსიმალური სარგებელის მიღებაში დაგეხმარებათ.
საფუძვლები: ბანკის შენება და სლოუფლეი
ტერმინი pot building ქართულად ბანკის გაზრდას, შენებას ნიშნავს და წარმოადგენს ბანკის კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმს, ხშირად ბანკის კონტროლი ნიშნავს მის მცირე ზომეზე დატოვებას, მაგრამ აქ საპირისპირო შემთხვევაა, ბანკის ზომა ძალიან დიდი უნდა გახდეს თუ თქვენ ძლიერი ან ძალიან ძლიერი ხელი გყავთ.
ბანკის შენების პრინციპი ეს უმნიშვნელოვანესი საფუძველია მოგების მაქსიმიზაციისა, რადგან იგი ეთანხმება შემდეგ მტკიცებას:
თუ თქვენ ძლიერი ხელი გყავთ, თქვენ გსურთ იბრძოლოთ მაქსიმალურად დიდი ბანკისთვის.
პატარა ბანკი პატარა ხელისთვისაა დიდი ბანკი კი დიდი ხელისთვის, ამგვარად თუ ჩვენ გვინდა მაქსიმალური ველიუს მიღება ეს გამოთქმა ქვეცნობიერად ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
0.50/1.00 No-Limit Hold'em(10 handed)
Pre-flop: Herois MP3 with 3 3
UTGcalls $1.00, UTG+1 calls $1.00, UTG+2 folds, MP1 calls $1.00, MP2 folds, Herocalls $1.00, 3 folds, BB checks.
Flop: ($5.50) 9 A 3 (5 players)
BB checks, UTG checks, UTG+1 checks, MP1 bets $3, Hero ???
რათქმაუნდა ჩვენ აქ რეიზი უნდა გავაკეთოთ, უბრალო ქოლის დროს მოწინააღმდეგეები მიიღებენ პოტ-ოდსებს 3,8:1 და საკმაოდ კომფორტულად გააგრძელებენ ფლეშდროუს გათამაშებას, ეს კი იმას ნიშნავს რომ ისინი სწორად თამაშობენ ჩვენ კი არა. შესაბამისად ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხელი მაგრამ რას გულისხმობს დაცვა?
დაცვა იგივე ველიუსმაქსიმიზაციაა.
ჩვენ თავს ვიცავთ და ვზრდით ფსონს რომელიც ოპონენტებმა უნდა გადაიხადონ ამით ჩვენ მათ ვთავაზობთ არაკორექტულ ოდსებს და ისინი ამ თანხის გადახდის შემთხვევაში უკვე უშვებენ შეცდომას, მათი შეცდომა კი ამ შემთხვევაში ჩვენი შემოსავალია და ჩვენ ვზრდით ჩვენს მოგებას მათი დროუ ხელის წინააღმდეგ.
დაცვა დროუს წინააღმდეგ-ეს ველიუსმაქსიმიზაციაა
ბანკის შენების თემა პირდაპირაა დაკავშირებული დაცვასთან, რადგან როცა ჩვენ თავს ვიცავთ ფსონის საშუალებით ამით ბანკი იზრდება და ჩვენ საშუალება გვეძლევა მომდევნო ქუჩებზე უფრო მოზრდილი ფსონები გავაკეთოთ,
ბანკის შენების უარყოფითი მხარეა მისი გაკონტროლების შეუძლებლობაა ეს ხდება მაშინ როცა ჩვენ არ გვყავს ძლიერი ხელი, მაგალითად ვართ მხოლოდ ტოპ-წყვილის ამარად ხოლო მაგიდის კარტები არ გვაძლევს რაიმე დროუ კომბინაციას,
მაგრამ ხანდახან ბანკს არ ვზრდით ძალიან ძლიერი ხელით, რაც სლოუფლეის წარმოადგენს ეს ხერხიც იგივე ველიუსმაქსიმიზაციაა, ძლიერ ხელს სპეციალურად ვათამაშებთ არც თუ ისე მაღალი მოლოდინით რომ მოგვიანებით მაქსიმალურად გავადიდებთ ბანკს ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ჩვენ თავს ვიკავებთ ვაჭრობის დაწყებისგან ადრეულ ქუჩებზე იმის იმედად რომ მოწინააღმდეგე შეძლებს ააწყოს კარგი ხელი რომელიც ჩვენთან მაინც აგებს, ან სულაც შესაძლოა მოწინააღმდეგემ გადააფასოს თავისი ხელის სიძლიერე ან რაიმე სხვა სისულელე ჩაიდინოს.
როგორც ყოველთვის მიზნამდე რამდენიმე გზას მივყავართ, ბანკის შენება და სლოუფლეი ერთმანეთის საწინააღმდეგო პრინციპების სათავეებია, მაგრამ მათ ერთი საერთო მიზანი აქვთ- მოგების მაქსიმიზაცია.
როგორ ვაიძულოთ ოპონენტი, რომოლლ-ინი გააკეთოს?
დასაწყისში ჩვენ დავსვით საკითხი თუ როგორ მოვახდინოთ მოგების მაქსიმიზაცია ამ შეკითხვას მივყავართ შემდეგ პრობლემამდე:
როგორ ვაიძულოთ ოპონენტი,რომოლლ-ინი გააკეთოს?
როდესაც ჩვენ ვიმყოფებით გათამაშებაში სადაც გვყავს ძლიერი ხელი ჩვენ უნდა დავუსვათ ჩვენს თავს ეს შეკითხვა და ვიმოქმედოთ პასუხიდან გამომდინარე, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:
- ოპონენტების სტეკის ზომა
- ოპონენტის თამაშის სტილი
- საკუთარი იმიჯი მაგიდაზე და სტატისტიკა
- ვართ თუ არა პოზიციაში
- ვფლობთ თუ არა ინიციატივას
ფაქტორი 1: ფსონის და სტეკის ზომა
თუ ჩვენი მიზანია ვაიძულოთ ოპონენტი ოლლ-ინი ითამაშოს ჩვენ სწრაფად უნდა მოვიფიქროთ თუ როგორ გავათამაშოთ ხელი, როგორი უნდა იყოს ჩვენი ფსონების ზომა ვაჭრობის სხვადასხვა ქუჩებზე იმისათვის რომ ოპონენტმა არ დაყაროს კარტი ამისათვის საჭიროა როგორც მოწინააღმდეგის ასევე ჩვენი სტეკის ზომის შეფასება რათა გავარკვიოთ თუ რა ზომის ბანკზე შეიძლება საუბარი.
გარდა ამისა ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ პოტ-ოდსების გამოთვლაში რათა ზუსტად განვსაზღვროთ თუ რამდენი უნდა დავდოთ და რამდენად უნდა გავზარდოთ ფსონები სხვადასხვა ქუჩაზე იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს დარჩეს სულ უფრო და უფრო ნაკლები ფული რივერისთვის და ის იძულებული გახდეს ჩამოვიდეს მთელ დარჩენილ თანხას.
0.50/1.00 No-Limit Hold'em (6 handed)
Hero: $100
MP2: $100
Pre-flop: Herois BU with 5 5
MP2 raisesto $3.00, 2 folds, Herocalls $3.00, 2 folds.
Flop: ($7,50) 5 9 K (2 players)
MP2 bets $5.00, Hero ???
ასეთი ბორდი რათქმაუნდა სლოუფლეის გულისხმობს, დროუ შეუძლებელია და ჩვენმა ფსონმა შეიძლება დააფრთხოს ოპონენტი, უბრალოდ ქოლს ის უპირატესობა აქვს რომ ჩვენ ვაძლევთ მოწინააღმდეგეს თერნზე გაძლიერების საშუალებას, რადგან არ გვეშინია მისი გაძლიერების ჩენი ხელის სიძლიერიდან გამომდინარე. მარტივად რომ ვთქვათ ჩვენი ხელი მაინც წინ იქნება, მაგრამ რას გვაძლევს სლოუფლეი? მოწინააღმდეგე თერნზე ხანდახან მართლაც გაძლიერდება მაგრამ რას მივიღებთ სანაცვლოდ?
ჩვენი ქოლის შემდეგ ბანკი გაიზარდა 17,50- ამდე ჩვენს ოპონენტს აქვს კიდევ 92 როგორ ვაიძულოთ ის, რომ ოლლ-ინი გააკეთოს? ხშირად ის თერნზე იტყვის ჩეკს და დაყრის კარტს ჩვენს ფსონზე ან ის კიდევ ერთხელ დადებს მაგრამ დაყრის კარტს ჩვენს რეიზზე, თერნზე იშვიათია ბლეფი ასე ფიქრობს ოპონენტების უმრავლესობა,
ხშირად ის გაჩეკავს და ჩვენ დავდებთ ფსონს მაგალითად 12-ს, რაც ასეთ ბორდზე მაქსიმალურია, თუ ის ქოლს გააკეთებს მაშინ ბანკი რივერზე 41,25 გახდება მოწინააღმდეგეს კი კიდევ 80 დარჩება, მას რომ ოლლ-ინზე წამოსვლა ვაიძულოთ ამისთვის საჭიროა ორმაგი ბანკის ოდენობით ფსონის გაკეთება რაზეც ოპონენტი აშკარად არ წამოვა,
დავუშვათ თერნზე დავდეთ 17 პოტმა რივერზე 51,50 შეადგინა ოპონენტს დარჩა 75 ჩვენ მაინც ბანკზე გაცილებით მეტის დადება მოგვიწევს, მაგრამ ასეთ ბორდზე ბანკის ზომის ფსონის გაკეთებაც კი მიუღებელია და ეს არ მიგვაახლოებს ჩვენ მიზანთან,
ანუ სლუფლეიფლოპზე ამ შემთხვევაში არ არის ოპტიმალური, ჩვენ ფლოპზევე უნდა დავიწყოთ ბანკის შენება რეიზის მეშვეობით. მართალია მან შეიძლება დაყაროს კარტი მაგრამ თუ მას ძლიერი პაპა ან ორი ტუზი ყავს, ჩვენ შეგვიძლია ვაიძულოთ მას ფულის დადება რივერის ჩათვლით თუ ის მოისურვებს შოუდაუნამდე მისვლას,
დავუშვათ ფლოპზევარეიზებთ 15-ს ბანკი თერნზე შეადგენს 37,50-ს ოპონენტს 77 რჩება თერნზე უნდა დავდოთ 25 რივერზე ბანკი უკვე 87,50 იქნება მას 52 დარჩება რივერზე უნდა დავდოთ ბანკის 2/3 რათა მან ოლლ-ინი გააკეთოს და ჩვენი მიზანი მიღწეული იქნება.
0.50/1.00 No-Limit Hold'em(6 handed)
Hero: $100
SB: $30
Pre-flop: Herois BU with 5 5
3 folds, Hero raises to $3.00, SB calls $2.50, BB folds.
Flop: ($7.00) 5 K 9 (2 players)
SB bets $5.00, Hero ???
ჩვენ წინა მაგალითის მსგავს სიტუაციაში ვართ მაგრამ ამჯერად ოპონენტს მცირე ზომის სტეკი აქვს ჩვენ ვპასუხობთ მის ფსონს და ბანკი თერნზე შეადგენს 17-ს ოპონენტის სტეკი კი 22-ს ჩვენ შეგვიძლია დავდოთ მხოლოდ 8 რათა ბანკი 33 გახდეს ხოლო მას 14 დარჩეს მხოლოდ, ჩვენ არ გაგვიჭირდება მას ოლლ-ინის გაკეთება ვაიძულოთ ანუ სლოუფლეი ამ შემთხვევაში უკეთესი ვარიანტია ვიდრე ფლოპზე ბანკის სწორხაზოვანი გაზრდა,
ამგვარად ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს სტეკის სიდიდე, პოტ-ოდსები და ფსონის ზომა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე, შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფსონის სახეობა.
ფაქტორი 2: გათამაშების
ხაზი არსებობს ფსონების სხვადასხვა სახეობა, ზოგიერთის დადებითი და უარყოფით მხარეები აქ იქნება განხილული, მნიშვნელოვანია რომ გადაწყვეტილების მიღებისას არ დაგვავიწყდეს ჩვენი ხელის სიძლიერის შეფარდება კონკრეტულ ბორდთან მიმართებაში.
ასე მაგალითად უფასო კარტის მიცემა ხანდახან შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, ფსონის ზოგიერთი სახეობა პირდაპირაა დაკავშირებული შექმნილ სიტუაციასთან.
ქვემოთ მოყვანილია ზსონების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ყველაზე დიდი არჩევანი მაშინ გვაქვს როცა ჩვენ არ ვიმყოფებით პოზიციაში და არ გვაქვს ინიციატივა.
ჩვენ არ ვიმყოფებით პოზიციაში და არ გვაქვს ინიციატივა.
ამ სიტუაციაში რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. ერთ-ერთია პასუხი მოწინააღმდეგის ფსონზე ჩვენ ჩექის საპასუხოთ, ჩვენ კონტბეთს ხშირად გაგვიკეთებენ რადგან არ ვაჩვენეთ ჩვენი ხელის სიძლიერე პრეფლოპზე, ამგვარად ჩვენ ვიღებთ ველიუს.
თამაშის ხაზი | დადებითი მხარე | უარყოფითი მხარე | ვის წინააღმდეგ ვიყენებთ? |
ჩექ/რეიზი ფლოპზე | ვზრდით ბანკს | ოპონენტები ხშირად ყრიან კარტს | იმ თევზის ვისაც მაღალი WTSD აქვთ |
ჩექ/ქოლ ფლოპი, დონქბეთი თერნზე | ოპონენტები ხშირად რჩებიან ბანკში | ბანკი მცირე ზომის რჩება+ოპონენტები მაინც უფასო კარტს იღებენ | კარგი მოთამაშის, TAG ის. ჩექ/ქოლ ფლოპზე- ფსონი/ფოლდი თერნზე ხაზის ბალანსისთვის, სუსტი ხელით. ასევე კლდეების წინააღმდეგ |
ჩექ/ქოლ ფლოპი, ჩექ/რეიზი თერნზე | ბანკი მნიშვნელოვნად იზრდება | ორი პოტენციურად უფასო კარტი | მხოლოდ ზეაგრესიული მოთამაშის, იმ მანიაკი LAG ების წინააღმდეგ რომლებიც თერნზე ცარიელი ხელით გვიტევენ |
ფსონი/რეიზი ფლოპზე | ვზრდით ბანკს | ვერ ვიგებთ კონტბეთს თერნზე მოწინააღმდეგეები ხშირად ყრიან კარტს | ფლოპზე ზეაგრესიული LAG-ების და მანიაკის წინააღმდეგ |
ფსონი/ქოლი ფლოპზე დონქბეთი თერნზე | ოპონენტები ხშირად რჩებიან გათამაშებაში | ვერ ვიგებთ კონტბეთს | ფლოპზე მაღალი AF-ის ოპონენტები რომლებიც ბევრ ფლოპს არეიზებენ |
უპოზიციოთ მაგრამ ინიციატივით
ასეთ სიტუაციაში თუ ჩვენ პრეფლოპ აგრესორები ვართ ბუნებრივია რომ გავაკეთოთ კონტბეთიფლოპზე ,ბუნებრივი ეს იმიტომ არის, რომ ჩექისგაკეთება არალოგიკური იქნებოდა. ჭკვიან მოთამაშეს ეს დააეჭვებდა თევზი კი უფასო კარტს მიიღებდა თერნზე, რომლითაც შესაძლოა ჩვენი ხელისთვის გაესწრო, გარდა ამისა ბანკიც მცირე ზომის დარჩებოდა,
თერნზე შეგვიძლია ტაქტიკის ვარირება მოვახდინოთ, ხშირად თერნზეც უნდა დავდოთ, ხოლო აგრესიული მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ შეიძლება ჩექ-რეიზის გაკეთება ვცადოთ, რათქმაუნდა ამ დროს ბორდი არ უნდა იძლეოდეს რაიმე დროუ კომბინაციის დამთავრების შესაძლებლობას, რადგან მოწინააღმდეგემ შეიძლება უფასო კარტი მიიღოს გარდა ამისა მას შეეძლო ეპასუხა პლოპზე ფსონისთვის რაიმე სუსტი ხელით, ინიციატივაზე უარის თქმა შეიძლება როცა ერთი მოწინააღმდეგე გვყავს, თუმოწინააღმდეგე ორია ან სამი მაშინ უმჯობესია ფსონის გაკეთება რადგან შესაძლებელია რომელიმე მათგანმა გვიპასუხოს ფსონზე.
პოზიციაში ინიციატივის გარეშე
ამ შემთხვევაში ძლიერი ხელით თამაში შედარებით ადვილია მხოლოდ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი წესები:
- თუ ოპონენტი ჩექავს ჩვენ ვაკეთებთ ფსონს
- თუ მოწინააღმდეგე დებს ფსონს ჩვენ ვარეიზებთ
ქოლს ვაკეთებთ მხოლოდ...
- ... თუ ბანკი ძალიან დიდია სტეკებთან შედარებით.
- ... უბრალო ქოლით ვინარჩუნებთ ბანკში ჩვენს მერე მსხდომ ოპონენტებს.
მეორე შემთხვევაში ცხადია გასათვალისწინებელია დროუ ხელების არსებობა, რადგან არ მივცეთ მოწინააღმდეგეს კორექტული პოტ-ოდსები.
0.50/1.00 No-Limit Hold'em(6 handed)
Pre-flop: Herois BU with 7 8
MP2 raises to $3.00, 2 folds, Hero calls $3.00, SB calls $2.50, BB calls $2.00.
Flop: ($12.00) 7 8 8 (4 players)
SB checks, BB checks, MP2 bets $10.00, Hero ???
აქ ვთამაშობთ სლოუფლეის რადგან ბორდი აბსოლუტურად უსაფრთხოა. მოწინააღმდეგეებს უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ორი აუტი შეიძლება ქონდეთ, რეიზით ყველა ხელს გავაგდებთ ბანკიდან რაიმე 8 ან 77 კი ისედაც ოლლ-ინს წამოვა რივერამდე,
აქ მთავარია რაიმე საშიში კარტი არ გამოჩნდეს თერნზე
ყველა სხვა შემთხვევაში სლოუფლეიფლოპზე მრავალი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ არასწორია, რადგან რომელიმე მოწინააღმდეგემ შეიძლება გააუმჯობესოს ხელი და ჩვენ ბანკი დავკარგოთ.
პოზიციაში და ინიციატივით
აქ არ გვაქვს ბევრი ვარიანტები თუ ოპონენტი გაჩექავს ჩვენ ყველა ვარიანტში უნდა დავდოთ ფსონი რათა გავადიდოთ ბანკი ჩექზეჩექით პასუხი და ბლეფის პროვოცირება აქ უადგილო იქნება, ჩექი ის მანევრია რომელიც ბანკს მცირე ზომებზე ტოვებს და ამ სიტუაციაში ჩვენ ეს ყველაზე ნაკლებად გვინდა, თუ ფსონს მოწინააღმდეგე გააკეთებს ჩვენ უმეტეს შემთხვევაში დავარეიზებთ. იმ შემთხვევაში თუ ფსონის საკმაოდ დიდია დარჩენილ სტეკთან მიმართებაში, შეგვიძლია უბრალო ქოლისკენ გადავიხაროთ, რადგანა ასეთ შემთხვევაში არ გაგვიჭირდება ოლინ სიტუაციის შექმნა რაც გაამართლებს ჩვენს სლოუფლეის.
განსაკუთრებული შემთხვევაა ოპონენტის მიერ გაკეთებული ჩექ-რეიზი ამ დროს თუნდაც არსებობდეს დროუს არსებობის საფრთხე ჩვენ უბრალოდ უნდა გავქოლოთ რათა გავაკეთოთ რეიზი განმეორებითი ფსონის შემთხვევაში,
ამ მაგალითში ვეცდებით ავხსნათ ეს მოქმედება.
0.50/1.00 No-Limit Hold'em (6 handed)
Pre-flop: Herois MP2 with A Q
Hero raises to $3.00, 3 folds, SB calls $2.50, BB calls $2.00.
Flop: ($9.00) A Q 9 (3 players)
SB checks, BB checks, Hero bets $7.00, SB raises to $24.00, BB folds, Hero calls $17.00.
რეიზზე ქოლი აქ უკეთესია ვიდრე სწორხაზოვანი რირეიზი, რადგან ოპონენტმა შიძლება დაყაროს ისეთი ხელი როგორიცაა AK AJ და Q9-ც კი, სხვა ხელის ყოფნა აქ ნაკლებად სავარაუდოა ერთადერთი ჩვენ შეცდომას ვუშვებთ მაშინ თუ მოწინააღმდეგეს JT ყავს
მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მცირეა, ასე რომ თუ კიდევ გავზრდით ფსონს მოწინააღმდეგის მიერ კარტის დაყრის ალბათობა ძალიან დიდია ქოლით კი შეგვიძლია მოწინააღმდეგის ფსონი დავარეიზოთ შემდეგ ქუჩაზე და რივერისთვის ბანკი უკვე იმხელა გახდება რომ ოპონენტს არ ექნება ოლლ-ინის გაკეთების პრობლემა.
ფაქტორი 3: ჩვენი ხელის აბსოლუტური ძალა
აქამდე ჩვენ ვნახეთ, რომ მაქსიმალური ველიუს მისაღებად ჩვენ ძალიან ძლიერი ხელი გვჭირდებოდა რადგან რივერზე ოლლ-ინის თამაშს ვაპირებთ ახლა კი დგება საკითხი დამოკიდებულია თუ არა ჩვენი თამაშის მანერა ჩვენი ხელის აბსოლუტურ ძალაზე? აქ ჩნდება კიდევ ერთი კონცეფცია რომელიც ამბობს:
სლოუფლეი მესამე ან მეოთხე ნათსით ხშირად უკეთესია ვიდრე პირველი ნათსით.
ერთის მხრივ ეს მტკიცება ცოტა ალოგიკურია რადგან პირველი ნათსით ჩვენ ხომ არ გვეშინია დანარჩენი ამოსასვლელი კარტებისა და ამის გამო ხომ შეგვიძლია ჩექი ვითამაშოთ?
მაგრამ არსებობს შემთხვევა რომელში მოხვედრაც არავის არ გვინდა, ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ სლუოუფლეი მეორე და მესამე ნათსის წინააღმდეგ.
მოვიყვანოთ უბრალო მაგალითი:
0.50/1.00 No-Limit Hold'em (6 handed)
Pre-flop: Herois BB with Q Q
2 folds, CO raises to $3.00, BU calls, SB folds, Hero calls.
Flop: ($9.00) A Q Q
Hero checks, CO checks, BU checks.
Turn: ($9.00) K
Hero checks, CO checks, BU checks.
River: ($9.00) A
Hero checks, CO checks, BU checks.
CO holds A K
BU holds K T
ამ შემთხვევაში ჩვენ შევძელით მინიმალური ველიუს ამოღება, ჩვენ ვცადეთ ყველა ქუჩაზე ჩექ-რეიზის თამაში მაგრამ მოწინააღმდეგე არ აკეთებდა ფსონს, ყველა ქუჩაზე ჩექის მიზეზი კი გახდა კატოფის მცდელობა გაეთამაშებინა სლოუფლეი ის აძლევდა საშუალებას ბათონს გაეკეთებინა ფსონი მაგრამ იგი არ იყო დარწმუნებული თავის ხელის სიძლიერეში და ვერ ხედავდა აზრს ფსონის გაკეთებაში, რომელიმე მოთამაშეს რომ ნებისმიერ ქუჩაზე გაეხსნა ვაჭრობა დიდი ალბათობით ჩვენ კატოფთან რივერზე ოლლ-ინზე წავიდოდით
ამიტომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ როცა აბსოლუტური ნათსი გვაქვს როგორ ავიცილოთ რივერამდე სლუფლეი, რადგან ამით შეიძლება ბევრი ველიუ დავკარგოთ მესამე და მეოთხე ნათსებიდან თუ ისინიც გადაწყვეტენ სლოუფლეის თამაშს.
ეს მაგალითი იშვიათობას წარმოადგენს მაგრამ აქ ცხადი ხდება როგორ უნდა გავიგოთ ზემოთ მოყვანილი კონცეფცია.
ფაქტორი 4: ოპონენტთა ტიპები
გადაწყვეტილების მისაღებად არანაკლებ მნიშვნელოვანია ოპონენტთა ტიპები რაც ცხადი გახდება შემდეგი მაგალითებიდან:
0.50/1.00 No-Limit Hold'em (6 handed)
Pre-flop: Herois BB with 4 4
MP2 folds, MP3 raises to $3.00, 3 folds, Hero calls $2.00.
Flop: ($6,50) 4 9 8
Hero ???
ამ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტი თევზია (50/5/1/35) ჩექ-რეიზიფლოპზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ამის შედეგად ბანკი იზრდება და ჩვენ ვტკბებით ამ სიტუაციაში ჩვენი უპირატესობით ჩვენ არ გვაქვს იმის პრობლემა რომ ოპონენტი კარტს დაყრის რადგან მას მაღალი WTSD აქვს.
ახლა ჩვენ იგივე მოწინააღმდეგესთან ვართ შემდეგ დარიგებაში.
0.50/1.00 No-Limit Hold'em (6 handed)
Pre-flop: Hero is BU with A 10
MP2 calls $1.00, 2 folds, Hero raises to $5.00, 2 folds, MP2 calls $4.00.
Flop: ($11.50) K Q J (2 players)
MP2 bets $8.00, Hero ???
აქაც სწორხაზოვნად უნდა ვარეიზოთ რათა ბანკი გაიზარდოს სლოუფლეისტრეიტით არ არის გამართლებული ნებისმიერი T და A ასევე ნებისმიერი კარტი რომელიც ბორდს დააწყვილებს ამცირებს იმის ალბათობას რომ მოწინააღმდეგე უარესი ხელით საკმარის ექშენს შემოგვთავაზებს, სულაც არ არის აუცილებელი რომ ჩვენ უკვე წავაგეთ თუ ბორდზე სახიფათო კარტები გამოჩნდება მაგრამ ეს დააფრთხობს ჩვენ მოწინააღმდეგეს მაშინ როცა მან ფლოპზე შეიძლება ბევრი უარესი ხელით გვიპასუხოს ამიტომ აქ ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ რომ რაც შეიძლება მალე აღმოჩნდეს რაც შეიძლება მეტი ფული მაგიდის ცენტრში.
0.50/1.00 No-Limit Hold'em (6 handed)
Pre-flop: Herois BB with 4 4
MP2 folds, MP3 raises to $3.00, 3 folds, Hero calls $2.00.
Flop: ($6.50) 4 9 8
Hero ???
ეს შემთხვევა მრავალ შესაძლებლობას გვთავაზობს, შეგვიძლია დონქ-ბეთი გავაკეთოთ და დაველოდოთ ოპონენტის რეიზს რაც ხშირად მოხდება რადგან იგი არ დაიჯერებს რომ ასეთ ბორდზე ჩვენ რაიმე დავიჭირეთ, როგორც ალტერნატივა შეიძლება ჩექ-რეიზი გავაკეთოთ ან ვითამაშოთ ჩექ-ქოლი ფლოპზე და დონქ-ბეთითერნზე ან ჩექ- რეიზითერნზე, ყველა ეს ხერხი მომგებიანია თუ გავითვალისწინებთ შემდეგს:
საჭიროა დავიცვათ გათამაშების მანერის ბალანსი როცა ვათამაშებთ ძლიერ ხელს ყურადღებიანი ოპონენტის წინააღმდეგ.
პრაქტიკაში კი ეს ნიშნავს რომ მსგავს ბორდზე პერიოდულად უნდა გავაკეთოთ ბლეფურიჩექ-რეიზი ან გავაკეთოთ ქოლი და შემდეგ დავდოთ თერნზე რადგან თუ ოპონენტი შეამჩნევს რომ ჩვენ ამ ხერხს მხოლოდ ორი წყვილით ან უფრო მაღალი კომბინაციით ვაკეთებთ ეს არ იქნება მომგებიანი შემდგომში, ეს ეხება ასევე ნებისმიერი ხელის გათამაშების მანერას.
ამგვარ ფიქრს აზრი მხოლოდ დაკვირვებული ოპონენტის წინააღმდეგ აქვს თუ ჩვენი ოპონენტი თევზი ან ცუდი TAG-ია უნდა ვითამაშოთ სწორხაზოვნად და დავდოთ და გავზარდოთ ფსონი უმეტეს შემთხვევებში.
ფაქტორი 5: ჩვენი იმიჯი
შემდეგი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩვენი იმიჯი მაგიდასთან და ჩვენს მიერ ნათამაშები ხელის ისტორია, იმიჯში ის იგულისხმება თუ რას ფიქრობენ სხვა მოთამაშეები ჩვენზე. იგი ფორმირდება ჩვენს მიერ გათამაშებული ხელის ისტორიით თუმცა ამას ხშირად უგულვეყოფენ.
0.50/1.00 No-Limit Hold'em (6 handed)
Pre-flop: Hero is CO with K K
2 folds, Hero raises to $3.00, BU folds, SB raises to $12.50, BB folds, Hero ???
ჩვენი ოპონენტი ძალიან დაკვირვებული TAG-ია. დამატებითი ინფორმაციის გარეშე ძალიან ძნელი განსასაზღვრია რა მოგვიტანს მეტ ველიუს უბრალოდ ქოლი თუ 4ბეტი სწორედ აქ შედის ძალაში განხილული ასპექტები.
ჩვენ ვამოწმებთ ჩვენ სტატისტიკას და ვხედავთ რომ გვაქვს 27/20 ჩვენ უფრო ლუზ თამაშს ვაწარმოებდით ვიდრე ჩვეულებრივ ასევე ვიხსენებთ მსგავს ხელს როცა ჩვენ გავაკეთეთ 4-ბეტი AK-თი და მოწინააღმდეგემ კარტი დაყარა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
ოპონენტი იფიქრებს რომ ჩვენ ისევ ბანკის მოპარვას ვცდილობთ და წამოვა ოლლ-ინს ან გაგვიქოლავს ისეთი კარტით როგორიცაა AK AQ TT+ ეს ის ხელია რომლითაც ის არ წამოვიდოდა ოლლ-ინს ჩვენ რომ უბრალოდ გაგვექოლა მისი ფსონი და შემდეგ ფლოპზე ჩვენვე გაგვეკეთებინა ბეთი.
ჩვენ ლუზის იმიჯი გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ, შემდგომ მსგავს სიტუაციებში ჩვენ რათქმაუნდა თავი უნდა შევიკავოთ მსგავსი მოქმედებებისგან და მხოლოდ ძლიერი ხელით გავაკეთოთ 4-ბეთი, ჩვენ რომ თაითის იმიჯი გვქონოდა რათქმაუნდა თავი უნდა შეგვეკავებინა 4-ბეთისგან და მხოლოდ ფლოპზე უნდა გაგვეკეთებინა რეიზი.
მაგალითები
ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში განვიხილავთ სად არის უმჯობესი სლოუფლეი და სად უნდა დავდოთ ფსონი ბანკის შენებისთვის.
მაგალითი 1
0.50/1.00 No-Limit Hold'em (6 handed)
Hero: $120
MP3: $80
MP2: $180
Pre-flop: Herois BU with J T
MP2 raises to $3.00, MP3 calls $300, CO folds, Hero calls $3.00, 2 folds.
Flop: ($10,50) 7 4 Q (3 players)
MP2 bets $8.00, MP3 calls $8.00, Hero ???
ფლოპზე ჩვენ გვაქვს მესამე ნათსურიფლეში როგორ მოვიქცეთ გავაკეთოთ ქოლი თუ დავარეიზოთ? თუ ქოლს გავაკეთებთ ბანკი 34 გახდება და იგი სტეკებთან შედარებით იმ რაოდენობისაა რომ ოპონენტისგან ვაჭრობის მომდევნო ქუჩებზე ოლლ-ინის თამაში პრობლემა არ იქნება. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც რეიზი უნდა გავაკეთოთ რადგან ჯერ კიდევ არიან ისეთი ხელები როგორებიცაა A x და K x ასევე სუსტი სთრეითები რომლებიც ჩვენს რეიზს უპასუხებენ, ასევე ქოლი შეიძლება მივიღოთ ორი წყვილისაგანაც. სლოუფლეი აქ ცუდია რადგან ჩვენ ვერ ვიღებთ ველიუს იმ ხელისგან რომელიც მას გადაგვიხდიდა ჩვენი ფსონის საპასუხოდ, ამიტომ ფლოპზე უნდა გაკეთდეს რეიზი $30-ამდე.
მაგალითი 2
0.50/1.00 No-Limit Hold'em (6 handed)
Hero: $100
MP3: $100
Pre-flop: Herois BU with K K
MP2 raises to $3.00, 2 folds, Hero raises to $10.00, 2 folds, MP2 calls $7.00.
Flop: ($21.50) A K 7 (2 players)
MP2 checks, Hero bets $15.00, MP2 raises to $30.00, Hero ???
ჩვენ სიძლიერით მეორე ხელი გვყავს დარეიზებულ ბანკში მოწინააღმდეგე თამაშობს ჩექ-რეიზს ამიტომ ჩვენ მხოლოდ ქოლი უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა მოწინააღმდეგეს შეიძლება ყავდეს ფლეშ-დროუ მაგრამ ამის შანსი მცირეა სამაგიეროდ მას შეიძლება ყავდეს ტუზი რომელსაც იგი გადააგდებს ჩვენი რეიზის შემთხვევაში, ოლლ-ინზე რომ წავსულიყავით თამაშიდან გავაგდებდით ყველა უარეს ხელს რომლებიც თამაშში დარჩებოდნენ, ამიტომ ჩვენ ქოლით ვპასუხობთ ფსონს იმისათვის რომ თერნზე ჩვენ თვითონ დავდებთ და რადგან ამ დროს ბანკი უკვე 100 იქნება ოლლ-ინის თამაში უპრობლემოდ მოხდება.
მაგალითი 3
0.50/1.00 No-Limit Hold'em (6 handed)
Hero: $100
BU: $100
Pre-flop: Herois MP2 with 9 9
Hero raises to $3.00, 2 folds, BU calls $3.00, 2 folds.
Flop: ($7.50) 9 4 5 (2 players)
Hero bets $5.00, BU calls $5.00.
Turn: ($17.50) K
Hero ???
განვიხილოთ ორი სცენარი:
- ჩვენი მოწინააღმდეგეა-LAG (30/22/3/20),ჩვენ მის წინააღმდეგ რამდენიმე ხელი გვაქვს ნათამაშები და ყოველთვის ვყრიდით კარტს თერნზეჩექის გვქონდა შემდეგ. ჩვენ ახლაც ჩექი უნდა გავაკეთოთ, მართალია ის უფასო კარტს იღებს მაგრამ ჩვენ ამას სპეციალურად ვაკეთებთ, რადგან LAG-ი ხშირად დადებს ფსონს თუ სახიფათო კარტი ამოვა, ჩვენ უნდა დავარეიზოთ მისი ფსონი არ შეიძლება ქოლის გაკეთება თუ ჩვენ მეორე ნათსი გვიჭირავს.
- მოწინააღმდეგე დაკვირვებული TAG (22/16/3/21)-ია, წინა გათამაშებებში ჩვენ ვაკეთებდით ფსონს თერნზე, ოპონენტი ქოლავდა ფლოპს და ცდილობდა ფსონი გაეკეთებინა თერნზე (ფლოატი), აქაც მხედველობაში უნდა მივიღოთ ჩვენი იმიჯი და გავაგრძელოთ ფსონის გაკეთება,ოპონენტი არ იფიქრებს რომ ჩვენ ძლიერი ხელი გვყავს-მით უკეთესი. ის რომ ჩვენ ვაგრძელებთ ფსონის დადებას მასზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს.
მაგალითი 4
0.50/1.00 No-Limi tHold'em (6 handed)
Hero: $100
MP2: $120
Pre-flop: Herois SB with 8 8
MP2 raises to $3.00, MP3 calls $3.00, 2 folds, Hero calls $2.50, BB folds.
Flop: ($10.00) K 8 6 (3 players)
Hero ???
აქ ჩვენ ძლიერი ხელი გვყავს რამდენიმე ოპონენტის წინააღმდეგ დროუ თითქმის შეუძლებელია OESD გარდა თუ ვინმეს 79-ყავს, როგორც უკვე ვთქვით რამდენიმე მოწინააღმდეგის შემთხვევაში ჩვენ ფლოპზევე უნდა შევუტიოთ, ოპონენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება იმის ალბათობა რომ ჩვენ დაგვამარცხებენ.
MP2-პრეფლოპ -აგრესორია, ის კვლავ დადებს ფსონს თუ არ გააკეთებს ამას ეს ცუდია მაგრამ ამ კარტების მიხედვით შეიძლება იგივე MP3-მა გააკეთოს, ჩვენ ვაკეთებთ ჩექს და ვაძლევთ MP2-ს ფსონის გაკეთების შესაძლებლობას რომელიც შეიძლება MP3-მა დაქოლოს ამის შემდეგ ჩვენ ვარეიზებთ ვზრდით მაქსიმალურად ბანკს და მახეში ვიტყუებთ MP3-ს.
დასკვნა
როგორც ნაჩვენები იყო ძლიერი ხელით ჩვენ მაშინვე უნდა შევუდგეთ ბანკის შენებას და არ ვითამაშოთ სლოუფლეი რომელიც ბანკს მცირე ზომებზე დატოვებს.
რათქმაუნდა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები როცა სლოუფლეი უნდა გამოვიყენოთ.
მთავარ მიზანს წარმოადგენს მოწინააღმდეგისგან ოლლ-ინის მიღება, ამიტომ სუსტი ოპონენტების წინააღმდეგ მარტივი ხერხი უნდა გამოვიყენოთ- ფსონი ფსონი და კიდევ ერთხელ ფსონი, თუ ოპონენტი კარტს ყრის რა ვუყოთ ამას ვერაფერს მოვუხერხებთ.
დაკვირვებული მოთამაშეების წინააღმდეგ კი ძლიერი ხელის გათამაშების სხვადასხვა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რათა მათ ვერ შეძლონ ჩვენი ადვილად წაკითხვა.