შესავალი
ამ სტატიაში
- როგორ გავათამაშოთ გათშოთი
- როგორ გავათამაშოთ სუსტი ფლეშ-დროუ
- როგორ გავათამაშოთ სუსტი ორმხრივი სთრეით-დროუ
ამ სტატიაში გაეცნობით თუ როგორ უნდა გაათამაშოთ სუსტი დროუ ხელები. ამასთან საუბარი ძირითადად იქნება შემდეგ კომბინაციებზე:
გათშოთი
მას არ ყოფნის “შიდა” კარტი სთრითისთვის.
სუსტი ფლეშ-დროუ
ბორდზე დევს სამი ერთფეროვანი კარტი და თქვენ ხელში გაქვთ მეოთხე, რომელიც არ არის არც მეფე არც ტუზი.
სუსტი ორმხრივი სთრეით-დროუ
თქვენ გაქვთ სთრეით-დროუ, რომელიც თუმცა იძლევა არა ნათს სთრეითს. ამასთან ყოველთვის არის საშიშროება რომ ოპონენტს აქვს მაღალი სთრეით-დროუ.
შემდეგ თავებში ამ ტიპის ხელები განხილული იქნება დაწვრილებით დაყ ველა მათგანზე მიიღებთ ძვირფას რჩევებს, თუ როგორ გაათამაშოთ ისინი მეტნაკლებად მომგებიანად.
როგორ გავათამაშოთ გათშოთი?
$ 0.25/0.50 No-Limit Hold'em (6 handed)
Hero ($65.36)
BB ($9.35)
UTG ($60.85)
MP ($69.59)
CO ($8.46)
Button ($19.20)
Preflop: Hero is SB with Q 8
2 folds, CO calls, 1 fold, Hero calls, BB raises to $1.50, 1 fold, Hero calls.
Flop: ($3.50) 3 T 9 (2 players)
Hero checks, BB bets $2.50, Hero??
სთრეითის დასამთავრებლად, ჩვენ გვინდა ერთერთი ვალეტი დასტიდან. კიდევ ერთ აუტს ჩვენ გვაძლევს ოვერკარტის (სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ უნდა გავაკეთოთ აუტების ძლიერი დისკონტირება, რომელიც ჩვენ გვაძლევს ქალს). მაშ ასე ჩვენ გვაქვს ოდსები 8,4:1, ბათონის ფსონის შემდგე კი 1,5:1. ამასთან ჩვენ უპოზიციოდ ვართ აგრესორთან მიმართებაში. ამიტომ ამ სიტუაციაში ყველაზე სწორი გამოსავალი არის ფოლდი.
როგორც უკვე ვნახეთ, არ ღირს გათშოთის აგრესიულად გათამაშება, უკეთესია თუ ეცდებით რომ იაფად ან სულაც უფასოდ ნახოთ შემდეგი კარტი.
ვივარაუდოთ რომ ოპონენტის ფსონზე დაქოლვა, საშუალებას მოგვცემდა გვენახა არა მარტო თერნი არამედ რივერიც და ამასთან მოგვეგო მთელი მისი სტეკი, თუ ავაწყობდით სთრეითს ოთხიდან ერთი ვალეტით . მაშინაც კი ჩვენი ქოლი არ იქნებოდა მომგებიანი , იმიტომ რომ გვაქვს ოდსები 5,1:1 ფლოპიდან რივერამდე და 10,8:1 ფლოპიდან თერნამდე.
ВВ სტეკი შეადგენს $5,35. ბანკში არის 6$. ამ სიტუაციაში ჩვენ შეიძლება მოვიგოთ მხოლოდ $11.60 და უნდა გადავიხადოთ $2.5 ფლოპზე - 4.64/1-ზე თანაფარდობით. ე სარის ყველაზე ოფტიმისტური მოსალოდნელი ოდსები, რომელიც შეიძლება ჩვენ თავს მივცეთ, მაგრამ მათაც კი არ ყოფნით, ვინაიდან გათშოთის ოდსები შეადგენს 5,1/1.
როგორც სხვა სტატიებში იყო აღწერილი, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მოსალოდნელი ოდსები თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
- ოპონენტს საკმაოდ დიდი სტეკი აქვს, რათა აანაზღაუროს ჩვენი ყველა დანახარჯი, თუ ჩვენ შევკრებთ ძლიერ ხელს
- ოპონენტს არ უნდა შეეძლოს განსაზღვროს ჩვენთვის საჭირო კარტი და ვერ უნდა მიხვდეს რომ ჩვენ ავაწყეთ დროუ ხელი.
- ოპონენტის ხელი უნდა იყოს ძლიერი, თუმცა ჩვენზე სუსტი
- ჩვენ ოპონენტთან უნდა ვიყოთ პოზიციაში, ვინაიდან ავწიოთ ფსონი მის შემდეგ, თუ ავაწყობთ დროუს
- რამოდენიმე ოპონენტი (არა აუცილებელი პირობაა)
შემდეგი ფორმულა დაგვეხმარება დავთვალოთ მოსალოდნელი ოდსები ფლოპზე:
(„ფლოპზე ბანკის ზომა" + „ოპონენტის ფსონი" + „ამ ფსონის დაქოლვა სხვა მოთამაშეებისგან" + „მოსალოდნელი ველიუ ვაჭრობის შემდეგ სტადიაებში") / („ოპონენტის ფსონი").
მაგალითი 1:
$ 0.25/0.50 No-Limit Hold'em (6 handed)
BB ($55.35)
UTG ($60.85)
MP ($69.59)
CO ($28.46)
Hero ($65.36)
SB ($39.20)
Preflop: Hero is BU with J T
2 folds, CO calls, Hero raises to $2, SB calls, BB calls, CO calls.
Flop: ($8) 3 K 9 (4 players)
SB bets $4, BB calls, CO calls, Hero??
ჩვენ გვაქვს ოთხი აუტი ნათს სთრეითისთვის. პოტ-ოდსები 5,7/1-ის ტოლია. თუ თერნზე ამოვა ქალი, მაშინ აუცილებელია რომ შევკრიბოთ კიდევ მინიმუმ $24, და ბანკი უნდა გაიზარდოს $20- დან $48-დე, რათა ფლოპზე ქოლის გაკეთება გამართლებული იყოს (ჩვენ არ ვითვალისწინებთ მოსალოდნელ ოდსებს)
თუმცა ამ სიტუაციაში შეიძლება ამოვიდეთ იქიდან რომ საბოლოო ბანკი იქნება გაცილებით დიდი. გარდა ამისა ჩვენ პოზიციაში ვართ სხვა მოთამაშეებთან, მათი სტეკები საკმაოდ დიდია და ჩვენ ვიყავით ასევე აგრესორები ფლოპამდე.
ჩვენი სთრეით-დროუ არ უნდა იყოს ნათელი ოპონენტებისათვის. თუ ამოვა ჩვენთვის საჭირო ქალი მაშინ ბორდი იქნება შემდეგნაირი 3К9Q, რაც თავისთავად არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. რადგან მაგიდის გადაბმულობა არ იქნება მაღალი, მხოლოდ K და Q იქნება ერთად, ამიტომ ოპონენტები ადვილად ვერ შეამჩნევენ სთრეითის შესაძლებლობას. რაც უფრო მაღალია მაგიდის გადაბმულობა, მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა რომ ოპონენტი გაშიფრავს ჩვენს სთრეითს.
განვიხილოთ ბორდი უფრო დაწვრილებით იმ მიზნით რომ განვსაზღვროთ ოპონენტის შესაძლო ძლიერი ხელი. მათ შეიძლება ყავდეთ ორი წყვილი ან სეტი (მაგალითად, 33 – ტიპიური ხელი ლიმპ/ქოლისათვის). მაშინაც კი თუ რომელიმე ოპონეტს აქვს სუსტი ხელი, მაგალითად მეფეების წყვილი, მაშინ ჩვენ შეიძლება ამოვიდეთ იქიდან რომ ჩვენ ავაგროვებთ ჩვენთვის საჭირო $48 ბანკს.
ახლა გადავიდეთ მოსალოდნელ ოდსებზე: იმის ალბათობა რომ თერნზე ამოვა ქალი არის 8.5%. 16.4%-ში ის ამოვა თერნზე ან რივერზე. მაღალი ალბათობით ჩვენი სთრეითი იქნება ყველაზე ძლიერი ხელი შოუდაუნზე. ჩვენ ასევე უნდა გვქონდეს იმედი რომ მინიმუმ ერთი ოპონენტი გააგრძელებს ბანკში ფულის ინვესტირებას, თუ ჩვენი დროუ აეწყობა. თუ თერნზე ვერ გავძლიერდებით , მაშინ ჩვენ უნდა დავყაროთ ჩვენი ხელი მიუხედავად ოდსებისა ან შევძლებთ უფასოდ ვნახოთ შემდეგი კარტი.
ფლოპზე ქოლისთვის მოსალოდნელი ოდსები: ( (8 + 4 + 8 + 24) / 4):1 = 11:1.
უკვე ეს ოდსები უკეთესია, ვიდრე 10,8/1, რომელიც გვაძლევს 4 აუტს. ამასთან ჩვენ არ ვითვალისწინებთ თერნზე უფასო კარტის შესაძლებლობას.
EV(Call) = P(თერნზე ქალის ამოსვლის ალბათობა)*EV(ბანკი მოსალოდნელი ოდსების გათვალისწინებით) - Р(ალბათობა რომ თერნზე ამოვა ქალი)*EV(ჩვენი წილი ბანკში) =
(0,085*48) - (0,915*4) = 0,42.
ქოლი არის სწორი გადაწყვეტილება.
ეს მაგალითი შეიძლება მოგეჩვენოთ ხელოვნურად და რეალობასთან შეუსაბამოდ. თუმცა ამ სტატიის მიზანი არ არის რომ გასწავლოთ თქვენ სუსტი თამაში, არამედ გასწავლოთ თქვენ ამოიცნოთ ოპონენტის შეცდომები . თამაშის განმავლობაში თითქმის შეუძლებელია ასეთივე ზუსტი გათვლების გაკეთება, როგორც მაგალითშია. ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენს თავში გამოიმუშავოთ უნარი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება მსგავს სიტუაციებში.
მაგალითი 2:
$ 2/4 No-Limit Hold'em (6 handed)
BB ($155.35)
UTG ($260.85)
MP ($149.59)
CO ($128)
Hero ($165.36)
SB ($349.20)
Preflop: Hero is BB with 7 4
4 folds, SB calls, Hero checks.
Flop: ($8) 8 8 5 (2 players)
SB checks, Hero ??
მიუხედავად იმისა რომ ჩვენ დავადგინეთ უნდა მივესწრაფოდეთ უფასო კარტის მისაღებად გათშოთის შემთხვევაში , ამ სიტუაციაში ღირს რომ სხვაგვარად ვიმოქმედოთ. ფლოპი მოიცავს ერთ საშუალო წყვილს და და პატარა კარტს, გარდა ამისა ის ნაკლებად იძლევა დროუს შესაძლებლობას. ჩვენს გარდა ხელში იმყოფება შB, რომელმაც მხოლოდ გაასწორა ფლოპამდე და ფლოპზე გაჩექა. ამიტომ ჩვენ ვვარაუდობთ რომ მას აქვს სუსტი ხელი და ვიქცევით სხვაგვარად, ვიდრე პირველ შემთხვევაში. ამასთან ჩვენ მასთან პოზიციაში ვართ.
ნახევარბლეფ ფსონი ბანკის ნახევარის ოდენობით არის საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციაში. ოპონენტის მიერ გამოვლენილი სისუსტე და ბორდის სტრუქტურა გვაძლევს მაღალ ფოლდ-ექუითის. ჩვენთვის საკმარისია წარმატებას მივაღწიოთ 33% შემთხვევაში, რათა მომგებიანად ვითამაშოთ (+EV). ჩვენ ასევე გვაქვს აუტები ძლიერ (მაგრამ არა უძლიერეს) ხელზე.
ამასთან თუ სმოლბლაინდი გაგვიწევს წინააღმდეგობას, ჩვენ ადვილად უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს ხელს ვინაიდან ჩვენ არ გვყოფნის მოსალოდნელი ოდსები ქოლისთვის გატშოთში და ბექდორ ფლეშ-დროუში.
თუ ოპონენტს აქვს მონსტრი, და ის ათამაშებს ნელა, მაშინ ის ვერ მიიღებს დიდ მოგებას, ვინაიდან ჩვენ გადავიხდით მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ უკვე გვაქვს სთრეითი და ამ შემთხვევაშიც კი არ ვართ მზად ვითამაშოთ მთელ სტეკზე, თუ ბორდზე ვხედავთ ორ რვიანს.
ეს მაგალითი გვიჩვენებს რომ ზოგჯერ არის სიტუაციები, სადაც ღირს გათშოთის აგრესიულად გათამაშება. საბოლოოდ გვინდა დავამატოთ რომ ეს უბრალოდ გვანიჭებს დიდი სიამოვნებას , გავათამაშოთ გათშოთი, ავაწყოთ სთრეითი და წავართვათ ოპონენტს ფული. არ ღირს არ გადააჭარბოთ ამ სიტუაციის ფსიქოლოგიური მნიშვნელობის შეფასებისას, დაე მან იფიქროს რომ ჩვენ გაგვიმართლა, სინამდვილეში კი ჩვენ სწორად ვითამაშეთ.
როგორ გავითამაშოთ სუსტი ფლეშდროუ?
სუსტი ფლეშდროუს ნაკლი მდგომარეობს არა ცოტა ოდენობის ოდენობაში, არამედ იმაში რომ ოპონენტს შეიძლება ქონდეს მაღალი ფლეში. ამასთან თუ ბორდზე დევს 4 ერთფეროვანი კარტი, მაშინ ჩვენი ფლეში ნათელი ხდება ოპონენტისთვის და რთული იქნება დიდი ბანკის მოგება, ჩვენ არ გვაქვს ბევრი მოსალოდნელი ოდსები. ბევრი მოთამაშე იწყებს პასიურ თამაშს თუ ხედავს რომ ბორდზე 4 ერთფეროვანი კარტია და თუ უცებ ავლენენ ინიციატივას , მაშინ ჩვენ ვდგებით რთული გადაწყვეტილების წინაშე.
$ 0.50/1.00 No-Limit Hold'em (6 handed)
Hero ($65.36)
BB ($55.35)
UTG ($60.85)
MP ($69.59)
CO ($8.46)
Button ($19.20)
პრეფლოპი: Hero is SB with 9 9
UTG raises to $4, 3 folds, Hero (poster) calls $3.50, BB calls $3.
ფლოპი: ($12) Q 2 4 (3 players)
Hero checks, BB bets $5, UTG calls, Hero??
პოტ-ოდსები ტოლია 44/1. თუ ჩვენ გვინდა 9 აუტი ფლეშისთვის და ორი სეტისთვის, მაშინ ჩვენი ოდსები ფლოპიდან თერნმადე არის 4,3/1. ე.ი. ქოლი შესაძლებლია.
თუმცა მოცემულ სიტუაციაში არის რამდენიმე არგუმენტი ქოლის წინააღმდეგ. პირველ რიგში ის რომ შეიძლება რომელიმე ოპონენტს ქონდს მაღალი ფლეშ-დროუ. მეორედ ჩვენ ვთამაშობთ უპოზიციოდ და რივერი შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ ძვირი. ამ შემთხვევაში ჩვენი ეფექტური პოტ-ოდსები დაბალია, ვიდრე ეს თავიდან ჩანდა.
ასეთ ბორდზე რთულია ოპონენტისგან ფულის გამოქაჩვა, მაშინაც კი თუ მათ ძლიერი ხელი აქვთ. თუ კი მათ აქვთ ძლიერი ფლეშ-დროუ ხელი მაშინ ჩვენ საერთოდ არ გავქვს აუტები ფლეშისთვის. ყველაფერი ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ნათელი ხდება რომ ქოლი არის არასწორი გადაწყვეტილება.
ამ მაგალითს უნდა ეჩვენებინა რომ სუსტი ფლეშ-დროუ არის სახიფათო კომბინაცია და ზოგჯერ ჯობია რომ ის დაყაროთ პირდაპირ ფლოპზევე, მიუხედავად იმ შესაძლებლობისა რომ იაფად ააწყოთ ფლეში. იმის გათვალისწინებით რომ მაღალი ფლეშის საშიშროებაა და თქვენი კომბინაცია ბორდზე 4 ერთფეროვანი კარტის არსებობით ნათელი შეიძლება იყოს ოპონენტისთვის, ჩვეულებრივ არ ღირს ამ კარტით თამაში.
სუსტ ფლეშ-დროუს ჩვენ ძირითადად გვაქვს მაშინ როცა ვთამაშობთ ჯიბის წყვილით (როცა გვაქვს ორი სხვადასხვა ფეროვანი კარტი, მაშინ ისინი როგორც წესი მაღალი მნიშვნელობისაა). ამიტომ ჩვენ ხშირად გვაქვს შანსი (პატარა) უფრო ძლიერ ხელზე. თუმცა ეს შანსი ხშირად შეიძლება იყოს მაცდური, იმიტომ რომ არის ფლეშის მაღალი ალბათობა.
დასრულებული ფლეშ-დროუს მაგალითი:
0.5/1 No-Limit Hold'em (5 handed)
პრეფლოპი: Hero is BB with T T
3 folds, SB raises to $2.00, Hero raises to $6.00, SB calls.
ფლოპი: ($12.00) K 9 5 (2 players)
SB checks, Hero bets $10, SB calls.
თერნი: ($32.00) 7 (2 players) SB checks, Hero ??
თერნზე ვდგევართ რთული გადაწყვეტილების წინაშე, ვინაიდან ოპონენტს შეიძლება ქონდეს მაღალი ფლეშ-დროუ ან სხვა ძლიერი კარტი.
თერნზე ფსონის გაკეთების უპირატესობა (მეორე ბარელი):
- საკმაოდ მაღალი ფოლდ-ექუიტი ბორდის სახიფათობის გამო
- ჩვენ ბევრს გავიგებთ ოპონენტის ხელზე , ვიდრე უბრალოდ ვითამაშებთ საპასუხო ჩექს
- ჩვენ დავიცავთ თავს რივერზე მძიმე გადაწყვეტილებისგან, თუ ოპონენტი თერნზე გააკეთებს ჩექ/რეიზს
საპასუხო ჩექის უპირატესობა ჩვენი მხრიდან:
- ჩვენ ვნახავთ შემდეგ კარტს უფასოდ
- ჩვენ არ მოგვიწევს დიდი ბანკისათვის ბრძოლა მარგინალური ხელით (საკვანძო სიტყვაა: ბანკის კონტროლი)
- ოპონენტი ვერ გააკეთებს ჩექ/რეიზს თერნზე
- რივერზე გადაწყვეტილების მიღება იქნება გამარტივებული, ვინაიდან ბანკი არ იქნება დიდი ოდენობის და ჩვენ ვთამაშობთ პოზიციაში
- ოპონენტი უბრალოდ დაქოლავს ჩვენს ფსონს და ჩვენ ვერაფერს ახალს ვერ გავიგებთ მისი ხელის სიძლიერის შესახებ.
როგორც ვხედავთ არსებობს ბევრი არგუმენტები დადებითიც და საწინააღმდეგოც, რომელიც უნდა მივიღოთ მხედველობაში. ყველაზე დიდი არგუმენტი ფსონის სასარგებლოდ არის ფოლდ-ექუითი. თუმცა ამ სიტუაციაში ოპონენტები ყრიან მხოლოდ სუსტ ხელებს რომელთან მიმართებაშიც ჩვენ ვლიდერობთ, ხოლო ძლიერი ხელები პირიქით, რჩებიან თამაშში. თუ განვიხილავთ თამაშის განვითარების შემდეგ მოვლენებს დავინახავთ რომ უფასო კარტი უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს. გარდა ამისა მარგინალური ხელით ბანკის ზომა უკეთესია შევინარჩუნოთ მცირე ოდენობით, ანუ ბანკის კონტროლი აქ ფოლდ-ექუითიზე უფრო მნიშვნელოვანია. ასე რომ საპასუხო ჩექი აქ არის საუკეთესო გადაწყვეტილება.
რივერი: ($32.00) J (2 players)
SB bets $20, Hero??
რივერზე ჩვენ ავაწყეთ ფლეში, მაგრამ ნებისმიერი სხვა ფლეში ტუზით და ან ქალით გვიგებს. ჩვენ გვაქვს პოზიცია და იმისათვის რომ ვნახოთ შოუდაუნი საკმარისია უბრალოდ დავქოლოთ ოპონენტის ფსონი.
მოდით განვიხილოთ ხელის განვითარება: სამი ერთფეროვანი კარტი ჩნდება მხოლოდ თერნის შემდეგ. ღირს ყურადღების გამახვილება იმაზე თუ როგორ ითამაშა ოპონენტმა როცა ბორდზე იყო 2,3 და შემდეგ 4 ერთფეროვანი კარტი. კარგი მოთამაშე, რომელიც ათამაშებს სუსტ ფლეშ-დროუს, უნდა ითვალისწინებდეს ყველა ამ პუნქტებს, რათა სწორად შეაფასოს ოპონენტის ხელი და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.
SB თამაშობს პასიურად ბოლო კარტამდე. შეიძლება მასაც ქონდა დროუ ან მეფე და ახლა ის აკეთებს ბლეფს, ვინაიდან მან ჩვენი ჩექი თერნზე შეაფასა როგორც სისუსტე ჩვენი მხრიდან. მხოლოდ ყვავის ტუზი ან ქალი უგებს ჩვენს ხელს. თუ ჩვენ სხვა ინფორმაცია არ გვაქვს ოპონენტის ხელზე, მაშინ ჩვენ სრულებით შეგვიძლია მისი ფსონის დაქოლვა.
ამ მაგალითის მიზანი მდგომარეებს იმაში რომ, ყოველთვის უნდა ვფიქრობდეთ ორი ნაბიჯით წინ, თუ ჩვენ ვათამაშებთ სუსტ ფლეშ-დროუს. ყოველთვის წინასწარ უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. გათშოთისგან განსხვავებით ჩვენ აქ დარწმუნებული არ ვართ რომ მოვიგებთ თუ ავაწყობთ ჩვენს დროუს.
ამიტომ თუ თქვენ გაქვთ სუსტი ფლეშ-დროუ, ხშირად სწორი გადაწყვეტილებაა ითამაშოთ ჩექ/ფოლდ.
როგორ გავათამაშოთ სუსტი ორმხრივი სთრეით-დროუ?
0.25/0.5 No-Limit Hold'em (10 handed)
პრეფლოპი: (10 players) Hero is CO with 7 7
UTG calls, 3 folds, MP2 calls, MP3 calls , Hero raises to $3.5, 1 fold, SB calls, 2 folds, MP2 calls, MP3 calls.
ფლოპი: ($14.50) 9 8 T (4 players)
SB bets $8.5, MP2 calls, MP folds, Hero ??
ჩვენ გვაქვს პოტ-ოდსები 3,7:1. კითხვა მდგომარეობს მასში რომ , რამდენი აუტი შეიძლება მივცეთ ჩვენს თავს. ჩვენი შვიდიანი არის სთრეით-დროუს ქვედა საფეხურზე.
თუ ამოვა ვალეტი, მაშინ ჩვენ წავაგებთ ნებისმიერ ქალთან და როგორც სუსტი ფლეშ-დროუს შემთხვევაში , თქვენთვის ყოველთვის არ იქნება მომგებიანი თამაშის გაგრძელება თუ ოპონენტის მხრიდან იქნება ძლიერი წინააღმდეგობა.
თუ ამოვა ექვსიანი, მაშინ ჩვენი მოგების შანსი გაცილებით დიდი იქნება. მაგრამ ბორდი 98Т6 გადაბმულია, და ჩვენი ოპონენტები ნაკლებად მოინდომებენ გადაიხადონ დიდ თანხა თუ მათ სუსტი ხელი ყავთ.
ასეთი ბორდის შემთხვევაში ჩვენ ასევე არ შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად გავითვალისწინოთ ჩვენი 2 აუტი სეტზე. შედეგად ჩვენ უნდა დავთვალოთ მხოლოდ 3 აუტი და გვაქვს ოდსები 14,7:1. რაც აკეთებს ჩვენს ქოლს არამომგებიანს.
ასე რომ ჩვენ დავინახეთ რომ არ ღირს სუსტი ორმხრივი სთრეით-დროუს გათამაშება ძალიან ბევრი ოპონენტის წინააღმდეგ. იმ შემთხვევებში როდესაც გვაქვს კარტი რომელიც არის სთრით-დროუს ქვედა საფეხურზე, ყოველთვის უნდა ვიმოქმედოთ ოპონენტიდან გამომდინარე (რაოდენობა, ძალა და აშ.)
მაგალითი ღია კარტებით:
1/2 No-Limit Hold'em (6 handed)
პრეფლოპი: Hero is BB with 9 8, BU with Q 9, SB with Q K
3 folds, BU raises to $6 , SB calls $5, Hero calls $4.
ფლოპი: ($15.00) J T 2 (2 players)
SB checks, Hero bets $12, BU calls, SB calls.
თავიდან შევაფასოთ მოთამაშეთა ექუითი:
Hero: 21.096%
BU: 24.197%
SB: 54.707%
ამ მაგალითში ჩანს რომ OESD ორი დაბალი კარტით, ძლიერ ჩამორჩება ექუიტით, თუ არის ალბათობა რომ ოპონენტს აქვს უკეთესი OESD. თავისთავად ჩვენი დროუ არ არის სუსტი, მაგრამ უკეთესია რომ გავათამაშოთ აკურატულად.
ამ მაგალითში ჩვენ გვაქვს 4 აუტი ნათს სთრეითისთვის და 4 აუტი სავარაუდო სუსტი სთრეითისთვის. მათ შორის 4 აუტი ჩვენს ოპონენტს აძლევს ძლიერ რედროუს ფლეშისთვის. თუ შემდეგი კარტი იქნება ყვაი, მაშინ ჩვენ ასევე გვიჩნდება ფლეშ-დროუ. იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ ვთამაშობთ წამოწეულ ბანკში, სრულიად შესაძლებელია რომ ქალი ჩვენ არ მოგვცემს საუკეთესო ხელს.
ნათელია რომ. სიტუაცია არც ისე მარტივია როგორც შეიძლება თავიდან მოგვჩვენებოდა. ამიტომ მნიშვნელოვანია თვალი ადევნოთ ოპონეტის თამაშს, რათა გქონდეთ საშუალება აუტების დათვლისა, რომლის იმედადაც უნდა ვიყოთ.
ასევე მნიშვნელოვანია განვავითაროთ ჩვენში გრძნობა, რომელი დაგვეხმარება სიტუაციის მიხედვით გვიკარნახოს როგორი მოსალოდნელი ოდსები გვაქვს. თუ განვიხილავთ წინამდებარე მაგალითს ოპონენტის კარტის არ ცოდნის პირობებში, დავინახავთ რომ, შვიდიანი ჩვენ მოგვიტანს უფრო მეტ ველიუს ვიდრე ქალი.
რეზიუმე
ყველა სუსტი დროუს ხელის განსაკუთრებული მნიშვნელობა გამოიხატება მასში რომ, უნდა ვეცადოთ , რათა შემდეგი კარტი ვნახოთ უფასოდ. მხოლოდ რამდენიმე სიტუაცია არსებობს როცა ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ნახევარბლეფი. ჩვენ ასევე ვცდილობთ აგარიდოთ უგულისყურო დამოკიდებულებაში მოსალოდნელ ოდსებთან და კიდევ ერთხელ მიგითითოთ სტატიაზე აუტებისა და ოდსების შესახებ.