ჯეისონ მერსიერმა, ESPN-ზე, პოკერის სერიებსა და მიმდინარე ზაფხულზე ისაუბრა
2 აგვისტოს, თანამედროვე პოკერი კიდევ ერთხელ მოხვდა მეინსტრიმული მედიის ყურადღების ცენტრში - ESPN-ის არხზე, დენ ლე ბეტარდის შოუში, 2016 წლის WSOP-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ჯეისონ მერსიერი იყო მიწვეული, რომელმაც პოკერის სერიებზე, მიმდინარე ზაფხულსა და დიდ სანაძლეოებზე ისაუბრა.
დენ ლე ბეტარდის შოუ მაიამიში იმართება, რაც გადაცემის წამყვანებს, მაიამს მკვიდრ მერსიერთან, კიდევ უფრო უადვილებს ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ამერიკაში, პოკერით დაინტერესებული ადამიანების გარეთაც კი ბევრმა გაიგო მერსიერის გრანდიოზული სანაძლოების შესახებ, რომლებიც მის ოქროს სამაჯურებსა და ტურნირებში დაკავებულ ადგილებს შეეხებოდა. გამონაკლისი არც ESPN-ის გუნდი იყო, რომელიც მერსიერის წარმატებით დაინტერესდა. განსაკუთრებული ყურადღება 'პოკერსტარსის' გუნდის წევრსა და ვანესა სელბსტს შორის გაკეთებულმა სანაძლეომ მიიპყრო, რომლის მიხედვითაც, WSOP-ის 3 სამაჯურის მოგების შემთხვევაში, მერსიერს $1.800.000 დოლარი უნდა მიეღო. როგორც ცნობილია, მან მხოლოდ 2 სამაჯურის მოგება შეძლო, რის გამოც სელბსტმა $10.000 დოლარი მიიღო. როგორც მერსიერი ყვება, ფანტასტიური სტარტისა და ორი ტურნირის მოგების შემდეგ, ის ერთდროულად 3 ივენთზე დარეგისტრირდა, რაც საკმაოდ არასწორი ნაბიჯი იყო. მიუხედავად თავბრუდამხვევი ზაფხულისა, მერსიერის თქმით, მესამე სამაჯურის ხელიდან გაშვება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. თუმცა, გარდა საპრიზო ფონდით გათვალისწინებული თანხებისა, მან, სხვა საიდ ბეთებიც მოიგო.
კითხვა, რომელიც პოკერის მოთამაშეების მიმართ ბევრს უჩნდება და რომელიც გადაცემის თანაწამყვანმა, ჯონ ვაინერმა დასვა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ეხებოდა. "არა, ნამდვილად არ ვფიქრობ ასე, - უპასუხა მოთამაშემ, - პოკერით ფულს გამოვიმუშავებ. ეს ჩემი სამსახურია და მეტი არაფერი."
რა თქმა უნდა, იყო ისეთი კითხვებიც, როგორიცაა ყველაზე მაღალი ანაზღაურება (21 წლის ასაკში EPT Sanremo-ს მოგება); ყველაზე დიდი დანაკარგი (ავსტრალიაში, ერთ დღეში წაგებული $1 მილიონი). ერთ-ერთი მთავარი კითხვა მერსიერის ოჯახის რეაქციას შეეხებოდა, როცა მათ ჯეისონის ახალ გატაცებასა და ფულის შოვნის ახალ წყაროზე შეიტყვეს - "თავიდან ყველაფერი რთულად იყო, ოჯახის წევრებს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ. მაგრამ როცა დაინახეს, რომ ჩემი შემოსავალი სტაბილური იყო და არა ერთჯერადი, ყველაფერი შეიცვალა. მშობლებმა შეძლეს პოკერის სპორტად და სამუშაოდ აღქმა."





