€1.000.000 ევროიანი ტურნირი One Drop Extravaganza
გუშინ, მონტე კარლოში, პოკერის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი, €1.000.000 ევროიანი One Drop Extravaganza დაიწყო. WSOP-ის მონაცემების მიხედვით, ტურნირის პირველი დღე 26 მოთამაშემ დაიწყო და 2 რე-ბაი გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ რე-ბაის გაკეთება შეუზღუდავი რაოდენობითაა შესაძლებელი. შეგროვილი საპრიზო ფონდიდან, რომელშიც რაღა თქმა უნდა რე-ბაიც შედის, €3.116.708 ევრო საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
ტურნირის პირველი აუტსაიდერი, ყველასთვის გასაკვირად, ღონისძიების იდეის ავტორი და ორგანიზატორი გი ლალიბერტე აღმოჩნდა, რომელსაც აღნიშნული ტურნირისთვის პოკერის ცოცხალი ლეგენდა, დენიელ ნეგრანუ ამზადებდა. პატრიკ მედენთან ნათამაშები დარიგების შემდეგ, ლალიბერტე შორტ სტეკი აღმოჩნდა და იძულებული იყო A
T
-ით ოლინი გაეკეთებინა, რასაც პოკერის ვეტერანმა გულშემატკივარმა და მოყვარულმა მოთამაშემ, ბობ საფაიმ A
K
-ით უპასუხა. ლალიბერტემ გაუმჯობესება ვერ შეძლო და ტურნირს გამოეთიშა.
შემდეგი ორი მოთამაშე, რომლებმაც ტურნირი დატოვეს, ბობი ბოლდვინი და ენდრიუ პენტლინგი იყვნენ. გი ლალიბერტემ და პენტლინგნმა, ჩიპების პირველი განოლების შემდეგ რე-ბაი გააკეთეს, მაგრამ ბოლდვინმა ყოველგვარი 'რე-ენტრის' გარეშე დატოვა მაგიდა. ტურნირზე რეგისტრაცია დღესაც არის შესაძლებელი, ასე რომ, ბოლდვინს თამაშის გაგრძელების შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.
ენდრიუ პენტლინგი, რომელმაც უკვე €2 ევროს ინვესტიცია ჩადო ტურნირში, ნამდვილად არ ჩაითვლება მოყვარულ და დამწყებ მოთამაშედ. გი ლალიბერტე კი, ტურნირის ანონსებში, ღონისძიების მთავარ პრიორიტეტად სწორედ მოყვარული მოთამაშეების მოწვევასა და პროფესიონალების დაუსწრებლობას უსვამდა ხაზს. როგორც ჩანს, ლალიბერტემ მაინც დართო ნება რამდენიმე ჰაი სტეიკს რეგულარს ტურნირზე ძალები მოესინჯა. მათ შორის თალალ შაკერჩი, მარკ ტელჩერი და ჯეისონ სტრასერი იყვნენ.





