ავსტრალია ონლაინ პოკერის შესანარჩუნებლად იბრძვის

თუ ონლაინ პოკერს ქვეყნის მასშტაბით აკრძალვა ემუქრება, ავსტრალიელები მის უბრძოლველად დათმობას ნამდვილად არ აპირებენ. გასული წლის ნოემბერში ავსტრალიის პარლამენტმა იმ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც არალიცენზირებული ონლაინ პოკერის საიტების დახურვას ითვალისწინებდა. ამ მომენტამდე, ონლაინ ოპერატორები სამართლებრივი ლაბირინთების წყალობით ახერხებდნენ ქვეყანაში ფუნქციონირებას და მომხმარებლებისთვის საკუთარი პროდუქტის შეთავაზებას. მაგრამ მიღებულმა კანონპროექტმა რეალური დარტყმა მიაყენა არალიცენზირებულ სათამაშო ბიზნესის იმ სუბიექტებს, რომლებიც აქამდე თავისუფლად ახერხებდნენ ქვეყნის კანონმდებლობის დაურღვევლად არსებობას. 

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში 888poker-მა ავსტრალიური ბაზრის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. კანონპროექტის განხილვიდან რამდენიმე დღეში, მისი მიღების შემთხვევაში ქვეყნის დატოვების შესახებ ანონსი PokerStars-ის ხელმძღვანელობამაც გააკეთა. ამ მოვლენების პარალელურად, ავსტრალიელმა მოთამაშეებმა ერთობლივი ძალებით საყვარელი თამაშის დაცვა გადაწყვიტეს და, აშშ-ში არსებული ორგანიზაციის მსგავსად, Australian Online Poker Alliance დააარსეს. AOPA-მა აქტიურად დაიწყო მოსახლეობისა და იმ ადამიანების ინფორმირება, რომლებსაც პოკერზე გული შესტკივათ. ალიანსი აქტიურად ცდილობს მთავრობასთან კომუნიკაციის დამყარებას და მოთამაშეთა პოზიციის, სურვილებისა და რჩევების მიწოდებას. 

"იმ მოთამაშეთა რიცხვი, რომლებმაც ონლაინ პოკერის აკრძალვა გააპროტესტეს, დაუჯერებელია, - ამბობს Aussie Online Poker Alliance-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ჯოსეფ დელ დუკა, - მხარდაჭერას ვგრძნობთ თითქმის ყველა ასაკის ადამიანისგან, რაც ნათლად აჩვენებს, რომ პოკერით ნებისმიერი შეიძლება დაინტერესდეს და გაერთოს." AOPA-ის მიერ შექმნილია ონლაინ პეტიცია, რომელში მონაწილეობის მიღებაც ნებისმიერ ავსტრალიელს შეუძლია. დელ ტუკას ინფორმაციით, პროტესტანტების უმეტესობა არა პროფესიონალი მოთამაშე, არამედ დაბალი ლიმიტების რეგულარები არიან, რომლებიც რეალური სამსახურების პარალელურად ცდილობენ დამატებითი შემოსავლის მიღებას. 

მიუხედავად ენთუზიასტების აქტიურობისა, საპროტესტო აქციაში ავსტრალიური პოკერის ისეთი გიგანტიც ჩაერთო, როგორიც 2005 წლის WSOP Main Event-ის გამარჯვებული ჯო ჰეშემია: "ეს ყველაფერი გულისამრევია! სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ქვეყნის ხელისუფლება სრულ თავისუფლებას აძლევს ტოტალიზატორებსა და ცხენების დოღებს, რაც სუფთა გემბლინგია... ამ დროს კი პოკერს კრძალავს."

 

რუმები

ქართული უცხოური